ვაიზერი საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და ციფრულ სერვისს სთავაზობს
2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი უცხოელი ვიზიტორებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო გახდა. სადაზღვევო კომპანია ვაიზერი საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და სრულად ონლაინ სერვისს სთავაზობს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა უცხოელი ვიზიტორი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას, ვალდებულია, წარმოადგინოს დაზღვევის პოლისი მოგზაურობის სრული პერიოდისთვის, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს ფარავს.
ვაიზერის ვიზიტორთა სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, დისტანციურად, სწრაფად და მარტივად, ვებგვერდზე.
ვიზიტორები ისარგებლებენ ქვეყნის ლიდერი სამედიცინო ჰოლდინგის წევრი კომპანია ვაიზერის ისეთივე მაღალი ხარისხისა და ოპერატიული ჯანმრთელობის სერვისებით, როგორც ვაიზერში დაზღვეული საქართველოს 100 ათასზე მეტი ადამიანი.
ვაიზერის ვიზიტორთა დაზღვევის 30 000 ლარის ლიმიტის ციფრული პოლისი სწრაფად აქტიურდება და მოქმედებს პოლისში მითითებული საქართველოში ყოფნის პერიოდის განმავლობაში. დაზღვევა ფარავს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ავადობისა და უბედური შემთხვევის შედეგად საჭირო ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მომსახურებას, გადაუდებელ სტომატოლოგიურ სერვისებს, უბედური შემთხვევის დაზღვევას გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე სამედიცინო ევაკუაციასა და რეპატრიაციას.
დაზღვეული ტურისტებისთვის ვაიზერ ასისტანსის მომსახურება ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში — შეტყობინების დასაფიქსირებლად, კონსულტაციის მისაღებად, კლინიკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და სასწრაფო დახმარების ორგანიზებისთვის. სასწრაფო სამედიცინო დახმარება (ტრანსპორტირება, რეანიმაცია) ულიმიტოა, ხოლო ლიმიტით განსაზღვრულია გადაუდებელი ამბულატორიული, ჰოსპიტალური და სტომატოლოგიური მომსახურებები.
ვიზიტორებს ვაიზერი დამატებით განსაკუთრებულ ბენეფიტებს სთავაზობს — სპეციალურ ფასდაკლებას საქართველოს მასშტაბით ათეულობით სასტუმროსა და რესტორანში, ბალნეოლოგიურ, სარეაბილიტაციო დაგამაჯანსაღებელ პროცედურებზე; სილამაზისა და თავის მოვლის, ავტო და სათხილამურო ინვენტარის გაქირავების სერვისზე და სხვ.
ვაიზერის ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევა ითვალისწინებს, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ვიზიტებს (ერთ წლამდე ვადით) და მიზნად ისახავს საქართველოში მყოფი უცხოელი ვიზიტორებისთვის უსაფრთხო, დაცული და კომფორტული გარემოს შექმნას. პოლისის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
“ჩვენ შევქმენით პროდუქტი, რომელიც სრულად პასუხობს ახალი რეგულაციის მოთხოვნებს და ამავე დროს მაქსიმალურად მორგებულია თანამედროვე ტურისტების საჭიროებებზე — სწრაფი აქტივაცია, 24/7 ასისტანსი და საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებული დამატებითი ბენეფიტები, რასაც სტანდარტულად სადაზღვევო პოლისი არ მოიცავს. ვაიზერს სამოგზაურო დაზღვევის მომსახურების მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს, ვიზიტორების ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები საშუალებას მოგვემს ასეთივე ხარისხიანი, კომფორტული და ოპერატიული სერვისი შევთავაზოთ უცხოელ ტურისტებს.“ — აცხადებენ სადაზღვევო კომპანია ვაიზერში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები