CSIS: რუსეთ-უკრაინის ომში საერთო ადამიანურმა დანაკარგმა, შესაძლოა, 2026 წლის გაზაფხულზე 2 მლნ-ს გადააჭარბოს
2022 წლის თებერვლიდან რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანი დაკარგა (მოკლული, დაჭრილი და დაკარგული). ამის შესახებ ინფორმაციას სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი (CSIS) ავრცეელებს. მათი ცნობით, მოკლულია 275 000–325 000 ადამიანი, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნებისმიერ დიდი სახელმწიფოსთვის უპრეცედენტო მაჩვენებელია.
CSIS წერს, რომ არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, რუსეთისა და უკრაინის ჯამურმა დანაკარგებმა 2026 წლის გაზაფხულისთვის შესაძლოა 2 მილიონს მიაღწიოს.
CSIS-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა 2024 წლის დასაწყისიდან ოპერატიული ინიციატივა მოიპოვა, მისი წინსვლა უკიდურესად ნელია. ძირითადი შეტევების დროს რუსული ძალები საშუალოდ დღეში მხოლოდ 15–70 მეტრით გადაადგილდებიან — ტემპი, რომელიც გასული საუკუნის ყველაზე სისხლიან სამხედრო კამპანიებსაც კი ჩამოუვარდება, მათ შორის, პირველი მსოფლიო ომის სომის ბრძოლას. 2024 წლის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 1.5 პროცენტზე ნაკლები დაიკავა.
ტერიტორიულად, რუსეთის წარმატებები შეზღუდულია. 2024 წელს მან 3604 კვ.კმ დაიკავა, ხოლო 2025 წელს — 4831 კვ.კმ, რაც ჯამში უკრაინის ტერიტორიის 1.5 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს. მთლიანობაში, რუსეთი უკრაინის დაახლოებით 20 პროცენტს, მათ შორის ყირიმსა და დონბასის ნაწილებს აკონტროლებს, რაც მკვეთრად ჩამოუვარდება მისი მთავარი მიზნის — უკრაინის დამორჩილების — მიღწევას.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს კვლავ ფლობს, მისი სამხედრო, ეკონომიკური და ტექნოლოგიური მაჩვენებლები აღარ შეესაბამება დიდი ძალის სტატუსს. დანაკარგები ისტორიულად უპრეცედენტოა, ტერიტორიული წინსვლა შეზღუდულია, ხოლო ეკონომიკური პერსპექტივა სუსტი. საზოგადოებრივი მხარდაჭერა ომის მიმართ იკლებს, თუმცა პრეზიდენტი პუტინი მაღალი ადამიანური ფასის მიუხედავად მზად არის კონფლიქტი გააგრძელოს.
CSIS წერს, რომ უკრაინაში ომის ფარგლებში რუსეთი უმნიშვნელო სამხედრო წინსვლისთვის უკიდურესად მაღალ ფასს იხდის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები