რამდენი ნაბიჯი უნდა გადადგა დღეში, თუ სულ ზიხარ?
ცნობილი ფაქტია, რომ მჯდომარე ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის საზიანოა — ზრდის გულის დაავადებების რისკს, ამცირებს კუნთების სიძლიერეს და, ამასთან ერთად, სიმსივნესთანაცაა დაკავშირებული.
გასული წლების განმავლობაში ეკრანთან, მჯდომარე მდგომარეობაში გატარებული დრო საგრძნობლად გაიზარდა, რაშიც დიდი წვლილი COVID-19-ის პანდემიამ შეიტანა. კვლევების მიხედვით, 2020 წლის შემდეგ, ბავშვებში მჯდომარე დრო დღეში საშუალოდ 159 წუთით გაიზარდა, ხოლო ზრდასრულებში — 126 წუთით.
ფოტო: M & F
როგორ შევამციროთ მჯდომარე ცხოვრების წესთან დაკავშირებული რისკები?
ახალი კვლევის მიხედვით, დღეში 9000–10500 ნაბიჯის გადადგმა ჯდომით გამოწვეულ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დღიური ნაბიჯების ეს რაოდენობა სიკვდილიანობის რისკს 39%-ით ამცირებს, კარდიოვასკულარული დაავადებებისას კი — 21%-ით.
ყოველდღიურად ამდენი ნაბიჯის გადადგმას თუ ვერ ახერხებთ, სანერვიულო მაინც არაფერია. სიკვდილიანობისა და კარდიოვასკულარული დაავადებების რისკის შემცირება ნაწილობრივ მაინც შესაძლებელია, თუ დღეში სულ მცირე 2200 ნაბიჯს გადადგამთ.
ფოტო: Getty Images
თუ ისეთი სამსახური გაქვთ, რომელიც მუდმივად ჯდომას მოითხოვს, დღეში 9-10 ათასი ნაბიჯის გადადგმა რთულია. თუმცა იმისათვის, რომ ფიზიკურად უფრო აქტიურები გავხდეთ და მეტი ვიაროთ, სხვადასხვა ხერხს შეგვიძლია მივმართოთ. თუ სეირნობას გადაწყვეტთ, მაგრამ მარტო სიარული მოგწყინდებათ, მეგობარი დაპატიჟეთ. საერთო მიზნის დასახვა, საუბარი და გართობა პროცესს ბევრად უფრო გაამხიარულებს. ამასთან ერთად, როცა საქმეს სხვასთან ერთად აკეთებ, ბევრად მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები.
თუ მეგობარს არ სცალია ან მარტო გირჩევნიათ ყოფნა, შეგიძლიათ სეირნობისას პოდკასტებსა და აუდიოწიგნებს მოუსმინოთ. ასე სიარულთან ერთად ისეთ რაღაცას გააკეთებთ, რაც გსიამოვნებთ და მოტივაციაც მოგემატებათ. თქვენი საყვარელი ადგილების მონახულება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს ქალაქში თუ ბუნებაში.
ფოტო: Getty Images
თუ გარეთ გასასვლელად დრო არ გაქვთ, სახლშიც შეგიძლიათ მეტი იმოძრაოთ: აირჩიეთ კონკრეტული გზა ოთახიდან ოთახამდე ან დერეფანში, ვინმეს დაურეკეთ, მუსიკას ან პოდკასტს მოუსმინეთ და 20-30 წუთი იარეთ. თუ სახლში კიბე გაქვთ, დამატებითი ფიზიკური აქტივობისთვის ესეც კარგი საშუალებაა.
როცა დაღლას იგრძნობთ, შეგიძლიათ შეჩერდეთ. ფიზიკურ აქტივობას ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოთ, რადგან ასე ნაკლებად დაიღლებით და სიარულს უფრო დიდხანს მოახერხებთ. სახლში ივლით, ეზოში, ტყეში თუ კიბეზე, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დღის პატარა მონაკვეთი მაინც სკამისგან შორს, სიარულში გაატაროთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები