"თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, 5 წელში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ" — თამთა მიქელაძე გრანტების კანონის გამკაცრებაზე
ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ოცნების მიერ გრანტებთან დაკავშირებული კანონის გამკაცრებას სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი საზოგადოებაზე სრული კონტროლის მოპოვებისა და პოლიტიკური თავისუფლებების უპრეცედენტო შეზღუდვის ინტერესთან ერთად, საზოგადოების კრიტიკული მასის მიგრაციის ფარულ გენერალურ მიზანს ატარებს. მისივე განმარტებით, ადამიანები, რომლებიც "უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებში არიან ჩართულები და საჯაროობაზე გავლენის მოხდენას მოინდომებენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ან მთავრობის სრულ კონტროლის ქვეშ მუშაობას უნდა დათანხმდნენ, ან ციხეში წავიდნენ 6 და ზოგჯერ 9-12 წლით." თამთა მიქელაძის თქმით, "თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, 5 წელში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ."
"ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ გაცხადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უცხოეთთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობას მთავრობის კონტროლს უქვემდებარებს და ძალიან მაღალ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს, საზოგადოებაზე (და უკვე არა ინსტიტუციებზე და სექტორებზე, რომელიც წინა წლის რეპრესიულმა კანონებმა პრაქტიკულად ისედაც გაანადგურა) სრული კონტროლის მოპოვებისა და პოლიტიკური თავისუფლებების უპრეცედენტო შეზღუდვის ინტერესთან ერთად, ატარებს ფარულ გენერალურ მიზანს — ეს საზოგადოების კრიტიკული მასის მიგრაციაა.
სტუდენტები, მკვლევრები, არტისტები, ექსპერტები, უფლებადამცველები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ლექტორები, პროფესორები, ექიმები, მეცნიერები და სხვები, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებში არიან ჩართულები და საჯაროობაზე გავლენის მოხდენას მოინდომებენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ან მთავრობის სრულ კონტროლის ქვეშ მუშაობას უნდა დათანხმდნენ, ან ციხეში წავიდნენ 6 და ზოგჯერ 9-12 წლით.
ანუ საზოგადოების ის კრიტიკული მასა, რომელიც ქართული ოცნების გავლენებისგან და ბიზნეს ინტერესებისგან ავტონომიური რჩება ამ დრომდე და ბედავს საჯარო ინტერესებისთვის მუშაობას უბრალოდ განადგურდება ეკონომიკური და საბოლოოდ პოლიტიკური გაგებით. ამ კლასს დარჩება ერთადერთი არჩევანი — ან მათი როგორც მოქალაქის სიკვდილი და ცხოვრების სრული პრივატიზაცია, ან მიგრაცია.
ინსტიტუციური აქტორები ხომ გაანადგურეს, ახლა უკვე კრიტიკული მასებისგან პოლიტიკური სხეულის გაწმენდა დაიწყეს იმისთვის, რომ სრული ჰეგემონიის დამყარება შეძლონ საზოგადოებაზე.
ეს მომავლის მკვლელობაა პირდაპირი გაგებით.
თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, 5 წელში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ, მერწმუნეთ!
და მერე იქნება ძალიან გვიან… და მათ შორის იმათთვისაც, ვინც დაიჯერა, ვინც შეშინდა, ვინც დახარბდა, ვინც დაიკიდა, ვინც დაბოლდა. ყველასთვის!", — დაწერა თამთა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ 28 იანვარს, ბრიფინგზე ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ქართული ოცნება გრანტებთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს. მისი თქმით, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ზუსტდება გრანტების განმარტება და სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები