როგორ აირიდოთ ზედმეტის გადახდა სესხის აღებისას
ფოტო: ევროკრედიტი
როცა ავტომობილის შეკეთება, ბიზნესის დაწყება-გაფართოება ან მოულოდნელი ხარჯის დაფარვა გესაჭიროებათ, სესხის აღება დამატებითი თანხების მობილიზების ერთ-ერთი საშუალებაა. მაგრამ, რაც ოდნავ მოგვიანებით ბევრი მსესხებლისთვის უსიამოვნო სიურპრიზი შეიძლება აღმოჩნდეს, მაღალი საპროცენტო განაკვეთი კი არა, ხელშეკრულების მცირე შრიფტით დაბეჭდილ პუნქტებში დამალული ფარული საკომისიოები და ჯარიმებია, რომლებიც, რეალურად, შესამჩნევად ზრდის სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ პერიოდულ და ჯამურ ღირებულებას. თუ ოდესმე გეგონათ, რომ ხელს კარგ შეთავაზებას აწერდით, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩინეთ, რომ განსაზღვრულზე მეტის გადახდა გიწევთ — თქვენ მარტო არ ხართ. იმის წინასწარ გათვალისწინებამ და ცოდნამ, თუ საიდან ჩნდება ამდენი დამატებითი ხარჯი და როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან, დროთა განმავლობაში შეიძლება ასობით (ან თუნდაც ათასობით) ლარი დაგაზოგვინოთ.
რა უნდა იცოდეთ საქართველოში ნებისმიერი სესხის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე?
რატომ არსებობს "ფარული" საკომისიოები
გამსესხებლები — იქნება ეს ბანკი თუ მიკროსაფინანსო — შემოსავალს იღებენ პროცენტითა და მომსახურების საკომისიოებით. პრობლემა საკომისიოების არსებობა კი არამედ ის, რომ ზოგჯერ ისინი თავიდან მკაფიოდ არ არის ახსნილი: შეიძლება ერქვას სხვა სახელი, "წვრილ შრიფტში" ნაკლებად შესამჩნევი იყოს ან მოგვიანებით გამოჩნდეს გადახდის გრაფიკში.
ასეთ ხარჯებში შედის: გაცემის/დამუშავების საკომისიო, ადრე დაფარვის ჯარიმა, დაზღვევის დამატება, ასევე, ანგარიშის მომსახურების საკომისიო.
ყველაზე გავრცელებული ფარული საკომისიოები და ჯარიმები
-
გაცემის ან ადმინისტრაციული საკომისიო
ბევრი გამსესხებელი სესხის გაცემისას ერთჯერად "განაცხადის" ან "დამუშავების" საკომისიოს იღებს, რომელიც ,თავდაპირველად, მცირე შეიძლება ჩანდეს — მაგალითად, სესხის თანხის 1%–3% — მაგრამ 20,000 ლარზე ეს დაახლოებით 600 ლარს ან მეტს ნიშნავს. -
სესხის ვადაზე ადრე დაფარვის ჯარიმა
შეიძლება იფიქროთ, რომ ადრე დაფარვა "კარგი საქმეა", მაგრამ გამსესხებლისთვის ეს ნიშნავს ნაკლებ მიღებულ პროცენტს, დაკლებულ შემოსავალს. ამიტომ, ზოგი ინსტიტუცია აწესებს ჯარიმას გადახდის გრაფიკზე ადრე სესხის სრულად დაფარვისთვის. ხელმოწერამდე გადაამოწმეთ, ვადამდე ადრე დაფარვის პირობები დეტალურად. კეთილსინდისიერი გამსესხებელი პასუხისმგებლობიანი ქცევისთვის არ დაგაჯარიმებთ. -
ჯარიმა ვადაგადაცილებაზე
თუ გადახდის თარიღს თუნდაც ერთი დღით გადასცდებით, შეიძლება დაგერიცხოთ ვადაგადაცილების ჯარიმა ან ე.წ პენალური პროცენტი.
რჩევა: ჩართეთ ავტომატური შეხსენებები ან დაგეგმეთ გადახდები ინტერნეტბანკიდან წინასწარ. -
დაზღვევა და სხვა დამატებითი მომსახურება
ზოგი გამსესხებელი ხელშეკრულებაში ავტომატურად ამატებს სესხზე მიბმული სიცოცხლის დაზღვევის მომსახურებას. ასეთი სერვისები სასარგებლოა,მაგრამ არჩევანი მაინც თქვენზეა. ყურადღებით წაიკითხეთ "დამატებითი მომსახურებების" თავი ხელშეკრულებაში. გაუგებრობის შემთხვევაში დააზუსტეთ , რამდენად სავალდებულო და აუცილებელია მათი გათვალისწინება (უმეტესწილად, ასეთი ვალდებულებები არ არსებობს). -
ანგარიშის/მომსახურების საკომისიო
ხშირად "წვრილ შრიფტში" იმალება: ყოველთვიური მომსახურების საკომისიო, რომელიც თქვენს რეგულარულ გადასახადებს ემატება. ერთი შეხედვით, ცოტაა და თვეში თითქოს რამდენიმე ლარია, მაგრამ წლების განმავლობაში ჯამი საკმაოდ მნიშვნელოვან რიცხვს აღწევს,
რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის ხელშეკრულების ხელმოწერამდე ან ფინანსური ინსტიტუტის არჩევისას?
-
ყოველთვის მოითხოვეთ APR (ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთი)
APR მოიცავს ყველა საკომისიოსა და პროცენტს და აჩვენებს სესხის რეალურ, მთლიან ღირებულებას. ეს არის მთავარი ციფრი სხვადასხვა შეთავაზების შესადარებლად. -
ზედმიწევნით წაიკითხეთ ხელშეკრულება
დიახ, გრძელია და უამრავი ტერმინითაა სავსე, მაგრამ ღირს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯარიმებს, საკომისიოებს და გადახდის მოქნილობასთან დაკავშირებულ საკითხებს. -
მოითხოვეთ სრული გადახდის გრაფიკი
გრაფიკში ზუსტად უნდა ჩანდეს ყოველთვიური გადასახადი და სრული დასაფარი თანხა ლარებში. თუ გამსესხებელი უარს ამბობს მის გაცემაზე, ეს უკვე მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველიც შეიძლება იყოს. -
ნუ მოგერიდებათ, დასვათ კითხვები
პასუხისმგებელი გამსესხებელი ყველაფერს დეტალურად აგიხსნით. თუ გაჩქარებენ ან გაძალებენ, შეაჩერეთ პროცესი და დაფიქრდით. -
ასჯერ გაზომეთ …
სიჩქარე შეცდომებს იწვევს. განსაკუთრებით მსხვილი სესხების აღების დროს.
როგორ არ გადაიხადოთ ზედმეტი
ფარული საკომისიოებისა და ჯარიმების თავიდან აცილების გასაღები ინფორმირებულობა და მოთმინებაა. ემოციამ და თუნდაც "პოზიტიურმა" ზეწოლამ არ უნდა მოგაწერინოთ ხელი უმნიშვნელოვანეს ვალდებულებაზე.
- ყოველთვის შეადარეთ მთლიანი დასაფარი თანხები, არა მხოლოდ ნომინალური პროცენტები
- ჰკითხეთ ყველა შესაძლო საკომისიოზე, თუნდაც უმცირესზე
- აირჩიეთ გამჭვირვალე, ლიცენზირებული ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ყველა ხარჯს ცხადად ასახელებს
- აწარმოეთ გადახდების კალენდარი, რომ არ გამოგრჩეთ გადახდის თარიღი.დააყენეთ ავტომატური ჩამოჭრები.
სესხი უნდა გეხმარებოდეთ მიზნების მიღწევაში. ის არ გახდეს მოულოდნელი ფინანსური სტრესის წყარო. ამას ერთადერთი გარანტი კი ინფორმირებული, გაცნობიერებული და გონივრული გადაწყვეტილებაა სესხის აღების და მსესხებელი ორგანიზაციის შერჩევის პროცესში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები