ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძე

30 Jan. 2026, 11:19

"პოლიტიკურმა კოალიციამ "ძლიერი საქართველო — ლელომ" და სხვა პოლიტიკურმა აქტორებმა საქართველოდან ერთი წლის წინ მივმართეთ ეუთოს და მოვითხოვეთ იმ პოლიტიკური უსამართლობის და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლა, რაც ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, სადაც დგინდება ობიექტურად ფაქტები და ობიექტური მოცემულობა, რა ხდება სახელმწიფოში ადამიანის უფლებებთან და პოლიტიკასთან მიმართებით და შემდეგ ხდება შესაბამისი შეფასებების თუ რეკომენდაციების გაცემა, რაც დასკვნის სახით იქნება ფაქტობრივი მხილება ბიძინა ივანიშვილის.

24 სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, სხვა კოლეგებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორმატი იმუშავებს წარმატებულად საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ბიძინა ივანიშვილი მიიღებს თავის ობიექტურ სურათს, რამდენად ავტორიტარია, რამდენად დამნაშავეა ადამიანის უფლებების სისტემურ და მასიურ დარღვევებში, როგორ ცდილობს საერთოდ გაანადგუროს პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში.

დიდი ინტერესით ველოდებით და ძალიან გვიხარია, რომ ის გზა და მეთოდი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ დამატებითი ინტერესის შესაქმნელად საქართველოს მოქალაქეების უფლებებისადმი წარმატებული აღმოჩნდა, რასაც 24 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.
24 ქვეყნის ინტერესი არის უმნიშვნელოვანესი და ეს ნიშნავს, რომ 24 სახელმწიფო, მეგობრულად და ინტერესით განმსჭვალული საქართველოს ბედისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ, გამოხატავს მზაობას, რომ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდეს, ჩაერთოს, შეისწავლოს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და შემდეგ შესაბამისი დოკუმენტი შექმნას, რომელიც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილისთვის იქნება ძალიან მძიმე წასაკითხი და მის წინააღმდეგ ობიექტური განაჩენი, რომელსაც მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციები იკვლევენ და აქვეყნებენ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება ხელი შეუშალოს ამ კომისიის მუშაობას და მეორეს მხრივ ეცდება, რომ გაამარგინალიზოს, ჩართოს პროპაგანდა და თქვას, რომ არანაირ სიმართლესთან არ იქნება კავშირში".

კოალიცია "ძლიერი საქართველო — ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ეუთოს 24 ქვეყნის მიერ საქართველოში მოსკოვის მექანიზმის გააქტიურებას გამოეხმაურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…