Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო
რეჟისორმა ბენ ლეონბერგმა თქვა, რომ ინდი "ძალიან გახარებულია, რომ აღიარეს მისი ნამუშევარი ფილმში, რომელშიც ბოლომდე ვერც კი ხვდება, რომ მონაწილეობდა".
ფოტო: IFC/Shudder; Andreas Rentz/Getty; Mat Hayward/Getty
არა, ეს ხუმრობა არაა. ფილმის Good Boy (კარგი ბიჭი) ვარსკვლავმა, ცუგამ, ინდიმ, ყოველწლიური Astra Film Awards-ის ცერემონიაზე მიიღო ჯილდო "საუკეთესო შესრულებისთვის საშინელებათა ან თრილერის ჟანრში", და ამით აჯობა არაერთ ნიჭიერ ადამიანს, მათ შორის ითან ჰოუკს, ელისონ ბრის და სხვებს.
ინდი, ფილმში Good Boy
ფოტო: IFC/Shudder
წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში რეტრივერი შავი ბაფთით იყო გამოპრანჭული, ხოლო მისმა პატრონმა და ფილმის რეჟისორმა ბენ ლეონბერგმა ჯილდო მის ნაცვლად აიღო.
"გამარჯობა, მე ვარ ბენ ლეონბერგი, Good Boy-ის რეჟისორი, და აქ ვარ ჩემს ცუგასთან, ყველაზე კარგ ბიჭთან ერთად", — დაიწყო ლეონბერგმა — "ინდის სახელით გეტყვით, რომ ძალიან ბედნიერები ვართ, მისი ნამუშევარი რომ დააფასეს ფილმში, რომელშიც მას ბოლომდე არც კი ესმის, რომ მონაწილეობდა".
ინდიმ ნომინაცია მიიღო ვარსკვლავებით სავსე კატეგორიაში, სადაც ასევე იყვნენ ნომინირებულები: ითან ჰოუკი (The Black Phone 2), ელისონ ბრი (Together), ალფი უილიამსი (28 Years Later), სელი ჰოკინსი (Bring Her Back) და სოფი ტეტჩერი (Companion).
ცუგა ინდი, ითან ჰოუკი, ელისონ ბრი
ფოტო: IFC/Shudder; Andreas Rentz/Getty Images; Mat Hayward/Getty Images
თავის გამოსვლაში ლეონბერგმა აღნიშნა, რომ "ეს ჯილდო და ნომინანტთა ასეთი ძლიერი ჯგუფი ასახავს იმ თავისუფლებას, რომელსაც საშინელებათა ჟანრი მსახიობებს, და ამ შემთხვევაში, მწვრთნელებს, აძლევს თამაშის, ექსპერიმენტებისა და საზღვრების გაფართოებისთვის".
მისი თქმით, საშინელებათა ჟანრი "ორიგინალობითა და სიახლეებით იკვებება, და მას ჰყავს მაყურებელი, რომელიც ყველაზე მეტად არის მონდომებული, კინოს მუდმივად ცვალებად სივრცეში რაღაც ახალი ნახოს".
"ისეთ შესანიშნავ მსახიობებთან ერთად აღიარება, როგორებიც არიან ელისონ ბრი, ითან ჰოუკი, სოფი ტეტჩერი, სელი ჰოკინსი და ალფი უილიამსი, წარმოუდგენელია", — თქვა ლეონბერგმა — "ინდისთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის ამ მსახიობების გვერდით დგას".
ლეონბერგმა და ინდიმ ასევე მადლობა გადაუხადეს "იმ ადამიანებს, რომლებმაც მისი შესრულება შესაძლებელი გახადეს". ინდის სამადლობელი სიტყვა ამ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ:
ინდიმ ფილმში საკუთარი თავი ითამაშა. Good Boy მოგვითხრობს მცველი ძაღლის ისტორიას, რომელიც ცდილობს თავისი ქრონიკულად დაავადებული პატრონი ტოდი (შეინ ჯენსენი) ზებუნებრივი ძალისგან გადაარჩინოს, რომელიც მათი სოფლის სახლს თავს დაჰყურებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ არიელ ფრიდმანი, ლარი ფესენდენი და რეტრივერი სახელად მაქსი.
Entertainment Weekly-სთან საუბარში ლეონბერგმა აღნიშნა, რომ ფილმის გადაღებები სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯამში 400 დღეზე მეტს მოიცავდა.
"მისი მოძრაობის კონტროლი ყოველთვის რთული იყო", — განმარტა რეჟისორმა — "ხანდახან მინდოდა, ოთახში შესულიყო და გაჩერებულიყო, რადგან რაღაც საშიშს ხედავს, ჩვენ ვეუბნებოდით 'ვოო'-ს, ძაღლის ენაზე 'გაჩერდი'-სავით. მაგრამ ამის ნაცვლად, ის უბრალოდ მიდიოდა წინ, თითქოს ზებუნებრივ ძალას ეჯახებოდა, ხტებოდა ან სიხარულით გარბოდა იქით, რაც საშიში უნდა ყოფილიყო".
ლეონბერგმა აღიარა, რომ ადამიან მსახიობთან მუშაობის შემთხვევაში ასეთ მოულოდნელ ენერგიას ვერ მიიღებდა. "ხანდახან მას სრულიად განსხვავებული ენერგია შემოჰქონდა, ვიდრე გვჭირდებოდა", — თქვა მან — "და კიდევ ერთხელ, მან საერთოდ არ იცის, რომ ფილმში თამაშობს, რაც ერთდროულად სასიხარულოცაა და გამოწვევაც".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები