ბრიუს უილისმა არ იცის, რომ დემენცია აქვს, თუმცა ოჯახის წევრებს კვლავ ცნობს
70 წლის მსახიობს "ჯერ არ დაუკავშირებია ერთმანეთთან ფაქტები, რომ ეს დაავადება აქვს" — თქვა მისმა მეუღლემ, ემა ჰემინგ უილისმა, ერთ-ერთ პოდკასტში.
ემა ჰემინგ უილისმა, რომელიც 70 წლის მსახიობზე 2009 წლიდან არის დაქორწინებული, ცოტა ხნის წინ პოდკასტში Conversations With Cam სტუმრობისას მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, სადაც ბოლო სიახლეებიც გააზიარა.
"ვფიქრობ, მათთვის ეს ნორმალური მდგომარეობაა", — თქვა მან — "არსებობს ერთი ტერმინი, ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც თან ახლავს როგორც FTD-ს, ისე დემენციის სხვა ფორმებსაც, ამას ანოზოგნოზია ეწოდება. ამ დროს ტვინი ვერ აცნობიერებს, რა ხდება მის თავს. ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს უარყოფაა, თითქოს ადამიანს არ უნდა ექიმთან წასვლა და ამბობს: 'კარგად ვარ'. სინამდვილეში, აქ სწორედ ანოზოგნოზია მოქმედებს. ეს ურყოფა არ არის. უბრალოდ ტვინი იცვლება. ეს დაავადების ნაწილია".
ჰემინგ უილისმა განაგრძო: "ამ დაავდების ჯილდოც და წყევლაც სწორედ ეს არის, ბრიუსი ამ პროცესში საერთოდ არ ჩართულა. მას არასდროს გაუაზრებია, რომ ეს დაავადება აქვს. და მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მიხარია, რომ მან ამის შესახებ არ იცის".
მან ასევე განმარტა, რომ Die Hard-ის ვარსკვლავი ოჯახის წევრებს კვლავ ცნობს. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს, 11 და 13 წლის.
ბრიუს უილისი მეუღლესთან ერთად
ფოტო: Michael Buckner/Variety/Penske Media
"ის ჯერ კიდევ ძალიან 'აქ არის', საკუთარ სხეულში", — თქვა მან — "როცა ვინმე მეკითხება: 'ბრიუსს ჯერ კიდევ ახსოვს, ვინ ხარ?' — დიახ, ახსოვს, რადგან მას ალცჰაიმერი არ აქვს; მას FTD აქვს. მას აქვს ჩვენთან, ჩემთან და ჩვენს შვილებთან, კავშირის საკუთარი გზა. ეს შეიძლება არ ჰგავდეს იმ ურთიერთობას, როგორიც შენ გექნებოდა შენს საყვარელ ადამიანთან, მაგრამ ის მაინც ძალიან ლამაზია და სიღრმით სავსე. უბრალოდ სხვანაირია. და შენც სწავლობ, როგორ მოერგო".
ბრიუს უილისს ფრონტოტემპორალური დემენციის (FTD) დიაგნოზი 2023 წელს დაუსვეს, ეს დაავადება მის კომუნიკაციის უნარებს ზღუდავს.
გასული წლის აგვისტოში ჰემინგ უილისმა თქვა, რომ The Sixth Sense-ის მსახიობი კვლავ "ძალიან მოძრავია".
"ბრიუსი ზოგადად ძალიან კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია", — თქვა მან ABC-ის სპეციალურ გადაცემაში — "უბრალოდ ტვინი ღალატობს.. ენა ნელ-ნელა ქრება და ჩვენ ვისწავლეთ ადაპტირება. გვაქვს მასთან ურთიერთობის საკუთარი გზა, ეს უბრალოდ განსხვავებული გზაა".
დემი მურმა, რომელიც უილისზე 13 წლის განმავლობაში,1987-დან 2000 წლამდე, იყო დაქორწინებული, და მათმა სამმა ქალიშვილმა, რუმერმა, სკაუტმა და თალულამ, საჯაროდ შეაქეს უილისის ამჟამინდელი მეუღლე ბრიუსის მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.
"ამ ყველაფერში ემის მიმართ უზარმაზარი თანაგრძნობა მაქვს, როგორც ახალგაზრდა ქალის მიმართ", — თქვა მურმა გასული წლის სექტემბერში წინასწარ ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც ოპრას პოდკასტის ერთ-ერთ ეპიზოდში გავიდა — "არავის შეეძლო წინასწარ წარმოედგინა, სადამდე მივიდოდა ეს ყველაფერი. და მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ მან საოცარი საქმე გააკეთა. მან მთლიანად მიუძღვნა თავი სწორი გზის გაკვალვას. ამ პროცესში მას ერთდროულად ჰქონდა შიში, ძალა და გამბედაობა."
ასევე ნახეთ: "მისი ტვინი ნელ-ნელა ფუნქციონირებას წყვეტს", — ბრიუს უილისის ცოლი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები