ახალ რეკლამაში კოკა-კოლას სიმბოლოდ ქცეული თეთრი დათვი პეპსის ირჩევს — ნახეთ ვიდეო
ფოტო: Pepsi
გლობალურ სარეკლამო ინდუსტრიაში ალბათ არავის აქვს ისეთი დრამატული და ხანგრძლივი "ომი", როგორიც კოკა-კოლასა და პეპსის. თითქმის ნახევარი საუკუნეა, ეს ბრენდები თავიანთი მარკეტინგული კამპანიებით რეგულარულად იღებენ ერთიმეორეს სამიზნეში. ასე რომ, პეპსის ახალი რეკლამა, სადაც კოლას ორ სასმელს შორის არჩევანი პეპსიზე კეთდება, შოკისმომგვრელი არავისთვის ყოფილა. თუმცა, აქ ერთი საინტერესო დეტალია — პეპსის კოკა-კოლას სიმბოლოდ ქცეული თეთრი დათვი ირჩევს.
ოსკაროსანი ახალზელანდიელი რეჟისორის, ტაიკა ვაიტიტის, გადაღებული 45-წამიანი რეკლამა გვიჩვენებს, როგორ ეწყება ეგზისტენციალური კრიზისი პოლარულ დათვს, რომელიც "ბრმა გასინჯვის" შემდეგ არჩევანს პეპსიზე აკეთებს. საგონებელში ჩავარდნილი დათვი ჯერ ფსიქოლოგს მიაკითხავს (რომლის როლსაც ასევე ვაიტიტი ასრულებს), მერე Queen-ის უკვდავი ჰიტის ფონზე ქუჩებში დაბორიალობს, ბოლოს კი პეპსით ხელში კონცერტზე აღმოჩნდება. აქ პეპსიმ შარშანდელი წლის ცნობილი მიმი გააცოცხლა — Coldplay-ის კონცერტზე რომ კომპანიის დირექტორისა და მენეჯერის საიდუმლო რომანი გამოაშკარავდა. რეკლამა, სახელწოდებით არჩევანი, ამერიკის საფეხბურთო ლიგის მოახლოებულ ფინალს, "სუპერ-ბოულს", ეძღვნება, რომლის სპონსორიც სწორედ პეპსი გახლავთ.
პეპსის ცნობით, რეკლამა გასულ წელს 34 სხვადასხვა ბაზარზე ჩატარებული მოკვლევის მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, მონაწილეების 66%-მა უშაქრო კოკა-კოლას პეპსის უშაქრო ვერსია ამჯობინა. ამდენად, ბრენდის განცხადებით, რეკლამაში გამოყვანილი პოლარული დათვი, "უბრალოდ, კოლას რიგითი მოყვარულია, რომელიც ამერიკელების უმრავლესობას წარმოადგენს".
რეალურად კი, პოლარული დათვი უკვე სამ ათწლეულზე მეტია, კოკა-კოლას სიმბოლოა და ხშირად ჩნდება ბრენდის სარეკლამო აქტივობებში. თეთრი დათვები ვიხილეთ კოკა-კოლას შარშანდელ საშობაო რეკლამაშიც, რომელიც სრულად იყო ხელოვნური ინტელექტით გენერირებული. პეპსის რეკლამა კი ამ ფეხმოკიდებულ პრაქტიკასაც დაუპირისპირდა — კომპანიის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი გუსტავო რეინა ამბობს, რომ დათვი კომპიუტერული გრაფიკით შეიქმნა, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რეკლამა ადამიანური შემოქმედების პროდუქტი ყოფილიყო.
"თუკი რამეზე ვზრუნავთ და რამის გვჯერა, ესაა ჩვენი გუნდის შემოქმედებითობა და ოსტატობა, ჩვენი ნიჭიერება და ჩვენი პარტნიორები", — აღნიშნავს რეინა, — "სწორედ ამ ნიჭის და ოსტატობის წყალობით გავაცოცხლეთ დათვი რეკლამაში".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები