რა არის ძილის პარალიზი და როგორ ავირიდოთ ის თავიდან
ფოტო: tigrepop
ძილის პარალიზი დროებითი უმოქმედობის მდგომარეობაა. ამ დროს თქვენ სრულად აცნობიერებთ ყველაფერს, თუმცა მოძრაობა და საუბარი არ შეგიძლიათ.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პარალიზსა და ძილის სხვა მდგომარეობებს, მაგალითად, სიზმრებსა და კოშმარებს შორის, არის ის, რომ ძილის პარალიზის ეპიზოდის დროს გღვიძავთ.
ძილის პარალიზი ჩაძინებისას ან გაღვიძებისას ხდება. ის ძილის REM ფაზასთანაა დაკავშირებული, რომლის დროსაც თვალები სწრაფად მოძრაობს და ადამიანი სიზმრებს ხედავს, მაგრამ სხეულის კუნთები მოდუნებულია. პარალიზის დროს უცაბედად იღვიძებთ, მაგრამ კუნთები იმავე მდგომარეობაში, მოდუნებული რჩება, რის გამოც თავს პარალიზებულად გრძნობთ. ეს ყველაფერი რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება და ძირითადად თავისით სრულდება, თუმცა ვინმეს შეხება ან საუბარიც შეიძლება დაგეხმაროთ.
ფოტო: tigrepop
როგორია ძილის პარალიზის ეპიზოდი?
ეპიზოდი ხშირად ჰალუცინაციებს შეიცავს, რაც ძლიერ შიშსა და შფოთვას იწვევს. ჰალუცინაციები 3 კატეგორიის შეიძლება იყოს:
1. გეჩვენება, რომ ოთახში შენთან ერთად ვიღაც უცხო, ბოროტი არსებაა;
2. მკერდის არეში ზეწოლას გრძნობ, რასაც ხშირად გაგუდვის ან სუნთქვის შეკვრის განცდა ახლავს თან;
3. მოძრაობის უცნაური შეგრძნებები გაქვს, თითქოს დაფრინავ ან ვარდები.
ფოტო: John Henry Fuseli - The Nightmare
რა იწვევს ძილის პარალიზის?
მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, თუმცა მკვლევრები მას რამდენიმე ფაქტორთან აკავშირებენ:
- არასაკმარისი ძილი;
- ცვალებადი ძილის რეჟიმი;
- ზურგზე ძილი;
- ძილის დარღვევები, როგორიცაა ნარკოლეფსია;
- ალკოჰოლის მიღება;
- სტრესი.
გარდა ამისა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის გენეტიკასთანაც არის დაკავშირებული.
ძილის პარალიზი ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა ეს მოვლენა ხშირად თინეიჯერობის ასაკში იწყება. ეპიზოდები შეიძლება წლების შემდეგაც განმეორდეს.
ფოტო: Rachel King/Carla MacKinnon
როგორ ავირიდოთ თავიდან ძილის პარალიზი?
მისი თავიდან არიდების საუკეთესო გზა ძილის ხარისხის გაუმჯობესებაა:
- ეცადეთ, ყოველდღიურად 7-დან 9 საათამდე იძინოთ;
- დაიცავით ძილის გრაფიკი, ყოველდღიურად დაიძინეთ და გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს;
- ძილისთვის იდეალური გარემო შექმენით — საძინებელში იყოს სიბნელე და სიმშვიდე;
- საწოლი თქვენთვის კომფორტულად მოაწყვეთ;
- ძილის წინ მოერიდეთ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებას;
- დაძინებამდე შხაპის მიღებით, წიგნის კითხვით, მუსიკის მოსმენითა თუ სხვა მსგავსი ხერხით დაისვენეთ;
- ეცადეთ, მაქსიმალურად შეამციროთ სტრესი;
- მოერიდეთ ალკოჰოლსა და ნიკოტინს;
- შეამცირეთ კოფეინი — თუ სრულად ვერ ანებებთ თავს, დღის 2 საათის შემდეგ მაინც არ მიიღოთ.
ფოტო: Whirl
ამჟამად არ არსებობს მკურნალობის მეთოდი, რომელიც პარალიზს უშუალოდ ეპიზოდის მიმდინარეობისას შეაჩერებს.
ძილის პარალიზმა შეიძლება ემოციური სტრესი და ძილის პრობლემები გამოიწვიოს, თუმცა სერიოზულ ჯანმრთელობის რისკებს არ შეიცავს. თუ ეპიზოდები ხშირად გიმეორდებათ, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, ეს მდგომარეობა სხვა სამედიცინო პრობლემით იყოს გამოწვეული, რაც დამატებით ყურადღებასა და გამოკვლევას საჭიროებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები