საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ბიზნესების გაძლიერებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და SavvY-ს ინიციატივით, ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა და B2B შეხვედრები გამართეს.
ქართული ექსპორტიორი კომპანიები მონაწილეობდნენ წინასწარ ორგანიზებულ ინდივიდუალურ B2B შეხვედრებში პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან. ღონისძიების განმავლობაში კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ წარედგინათ საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო შემსყიდველებისთვის, დაემყარებინათ ახალი საქმიანი კონტაქტები და გაეფართოებინათ პარტნიორული ქსელი, რაც ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.
ინფორმაციისთვის, Gulfood Dubai მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც აერთიანებს მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და შემსყიდველებს მთელი მსოფლიოდან. გამოფენა ყოველწლიურად იმართება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, წარადგინონ თავიანთი პროდუქცია, მოიძიონ ახალი პარტნიორები და გაეცნონ საბაზრო ტენდენციებს.
"ჩვენი მიზანია, ბიზნესებს არამხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ, არამედ მათთვის რეალური განვითარების შესაძლებლობები შევქმნათ. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, როგორიცაა Gulfood Dubai, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს ახალი ბაზრების ათვისებაში, ექსპორტის ზრდაში, პარტნიორული ქსელების გაფართოებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში ეხმარება. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას", — განაცხადა საქართველოს ბანკის აგრობიზნესის განვითარების მენეჯერმა, ვახტანგ სილაგაძემ.
"Gulfood 2026-ში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შევძელით პოტენციურ პარტნიორებთან უშუალო კომუნიკაცია და ჩვენი პროდუქციის სწორი აუდიტორიისთვის წარდგენა, რაც ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის". — განაცხადა ვლადიმერ სავანელმა, სავანელი ჯგუფის დამფუძნებელმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები