2 000 წლის წინ შექმნილი მუმიის პორტრეტი, რომელიც დროს უსწრებს
ფოტო: Courtesy Sotheby’s
რომაული ეგვიპტის ერთ-ერთი სამგლოვიარო პორტრეტი მომავალ კვირას აუქციონზე გაიყიდება. ნახატზე გამოსახულია საოცრად თანამედროვე იერის მამაკაცი, თაფლისფერი თვალებითა და შეჭაღარავებული თმით.
კაცის მუმიის პორტრეტი, რომაული ეგვიპტე, ფლავიუსთა პერიოდი, ახ. წ. I საუკუნის ბოლო.
ფოტო: Sotheby's
ეს ნამუშევარი დაახლოებით 900 ცნობილ ფაიუმის მუმიის პორტრეტს შორისაა, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე I–III საუკუნეებში შეიქმნა და გარდაცვლილთა მუმიფიცირებულ სხეულებზე ნიღბის მსგავსად თავსდებოდა.
არქეოლოგებმა მათი ათეულობით ნიმუში XIX საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს ეგვიპტის ფაიუმის რეგიონში, ჰავარას გათხრებზე. როგორც Sotheby’s აღნიშნავს, რამდენიმე ნიმუში მანამდეც იყო ცნობილი, თუმცა მათი მეცნიერული შესწავლა ძირითადად ბოლო წლებში დაიწყო და ჯერაც გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ რეალისტური და ინდივიდუალური პორტრეტები ხშირად იტალიელი ადრეული ოსტატების დიდ მიღწევად ითვლება, ეს ნამუშევარი მათზე დაახლოებით 1 200 წლით ადრე, ჩვენი წელთაღრიცხვით I საუკუნეშია შექმნილი. ეს პორტრეტები დღეს არსებული რეალისტური ფერწერის უძველეს ნიმუშებს შორისაა.
ნახატი შესრულებულია ენკაუსტიკის ტექნიკით — ფუტკრის ცხელი ცვილითა და პიგმენტით ხის დაფაზე. ის ერთ-ერთი მთავარი ნივთი იქნება ნიუ-იორკში, Sotheby’s-ის Masters Week-ის გაყიდვებზე და მისმა ფასმა შესაძლოა 350 000 დოლარს მიაღწიოს, როგორც ნახატის ფიზიკური მსგავსებისა და ემოციის გადმოცემის ოსტატობის, ისე დეტალების შესრულების გამო.
"ეს პორტრეტი გაძლევს სურვილს, მეტი გაიგო ამ ადამიანზე და იგრძნო მისი არსებობა", — ამბობს ალექსანდრა ოლსმანი, Sotheby’s-ის ანტიკური ქანდაკებებისა და ხელოვნების ნიმუშების სპეციალისტი.
აუქციონის სახლმა წლების განმავლობაში 15-ზე მეტი ფაიუმის პორტრეტი გაყიდა, თუმცა ოლსმანის თქმით, ეს ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევარია, რაც მათ 2007 წლის შემდეგ შემოუთავაზებიათ. იმ წელს ახალგაზრდა ხუჭუჭათმიანი კაცის მუმიის პორტრეტი 936 000 დოლარად გაიყიდა და ამ ფასმა სამჯერ გადააჭარბა წინასწარ შეფასებას. მისი შესრულების სტილი და ღრმა მზერა უჩვეულოდ თანამედროვე შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ფაიუმის პორტრეტები აუქციონებზე ათიათასებიდან ასიათასობით დოლარად იყიდება. ამ ნიმუშმა 2007 წელს რეკორდი დაამყარა, როცა Sotheby’s-ზე 936,000 დოლარად გაიყიდა.
ფოტო: Courtesy Sotheby’s
ამჟამად გასაყიდი პორტრეტი ასევე გამოირჩევა გამოსახული პირის ასაკით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ვინაობა უცნობია, ის აშკარად უფრო ასაკოვანია, ვიდრე სხვა მსგავსი პორტრეტების სუბიექტები, რაც მიანიშნებს, რომ მას შედარებით ხანგრძლივი სიცოცხლე ჰქონდა.
უცნობია, პორტრეტებს სიცოცხლეში ხატავდნენ, სიკვდილის შემდეგ, თუ ორივე ვარიანტს იყენებდნენ. თუმცა ოლსმანი ამბობს, რომ ამ კონკრეტული ნამუშევრის შემთხვევაში ძალიან გაუკვირდება, თუ იგი გარდაცვალების შემდეგ არის შექმნილი, კაცის მზერის ინტენსივობისა და პირდაპირი კონტაქტის გამო.
როგორც ამ ტრადიციის სხვა წარმომადგენლები, ის, სავარაუდოდ, საზოგადოების ზედა ფენას მიეკუთვნებოდა, რადგან მუმიფიკაცია და ასეთი ფერწერა მხოლოდ შეძლებულებს შეეძლოთ. ოლსმანის თქმით, ამგვარი პორტრეტები განსაკუთრებით პოპულარული იყო იმ ადამიანებში, რომლებიც რომის იმპერიულ ოჯახთან იყვნენ დაკავშირებული ან გარკვეული პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსი ჰქონდათ. ფაიუმის მუმიის პორტრეტები ხელოვნების ისტორიის უნიკალურ გადაკვეთას წარმოადგენს: ისინი აერთიანებს ძველი ეგვიპტის, რომის და იმ ბერძნული კლასიკური ფერწერის ტრადიციებს, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე არ შემორჩა.
"რეალიზმი და ნატურალიზმი, რასაც ამ პორტრეტებში ვხედავთ, ბერძნული კლასიკური ფერწერის ტრადიციიდან მოდის, იმ ტრადიციიდან, რომლის ნიმუშებიც თითქმის არ გადარჩენილა", — ამბობს ოლსმანი — "ის ხმელთაშუა ზღვის რეგიონში წარმოიშვა, სადაც მაღალი ტენიანობის გამო ნახატების შენარჩუნება რთული იყო".
მისი თქმით, ეს ნამუშევარი იშვიათ ფანჯარას გვიხსნის ამ დაკარგულ ტრადიციაში. ასეთი მკვეთრი ნატურალიზმი ფერწერაში შემდეგი ათასწლეულის განმავლობაში აღარ გვინახავს და ხშირად უფრო გვიან პერიოდს, გვიან შუა საუკუნეებს უკავშირებენ, მაგალითად ისეთ მხატვრებს, როგორებიც არიან ჩიმაბუე და ჯოტო, რომლებმაც რენესანსს ჩაუყარეს საფუძველი.
ოლსმანს ახსოვს, როდესაც Sotheby’s-ის ამერიკის განყოფილების თავმჯდომარემ, ჯორჯ ვახტერმა, პირველად ნახა ეს პორტრეტი.
"მითხრა: 'რატომ ვსაუბრობთ მუდმივად ჯოტოსა და ჩიმაბუეზე, როცა ეს ადამიანი ამას 1 200 წლით ადრე აკეთებდა?'" — იხსენებს ის — "კლასიკური ნატურალიზმი ფერწერაში უკვე პირველ საუკუნეში არსებობდა და სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ ხელოვნების ისტორიის თხრობა".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები