ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი იკლებს? — რას ამბობს კვლევა
ფოტო: Daniel / Unsplash
"მშრალი იანვარი" — ასე ეწოდება ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Alcohol Change UK-ის ინიციირებულ კამპანიას, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია, იმართება. კამპანია ერთგვარი გამოწვევაა — მასში ჩასართავად, საჭიროა, მთელი იანვრის თვის განმავლობაში ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავო. გასულ წელს გამოწვევაში 200 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო. როგორც ჩანს, კამპანიის პოპულარობას ბოლო დროის ტენდენციაც განაპირობებს — ან პირიქით — ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი მოიხმარს ალკოჰოლს.
სულ ახლახან შევიტყვეთ, რომ აშშ-ში ვისკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, Jim Beam, ახალი პროდუქციის შექმნას მთელი წლით აჩერებს. რამდენიმე კვირის წინ გაირკვა ისიც, რომ ალკოჰოლის პოპულარობის კლების შედეგად, მსოფლიოში სასმელების ინდუსტრიის გიგანტებმა ჯამში $830 მილიარდი დაკარგეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.
კი, ალკოჰოლის მომხმარებელთა რაოდენობა ნამდვილად იკლებს
ალკოჰოლის მოხმარების კლების ტენდენციას სხვა სტატისტიკური ინფორმაციაც ადასტურებს, თანაც, რეკორდული მაჩვენებლით — Gallup-ის 2025 წლის ზაფხულში ჩატარებული კვლევის თანახმად, აშშ-ში ზრდასრულების მხოლოდ 54% იღებს ალკოჰოლს; ეს ყველაზე დაბალი რიცხვია ბოლო 86 წლის განმავლობაში — მას შემდეგ, რაც Gallup-მა ამ ტენდენციის კვლევა დაიწყო. 1997 წლის შემდეგ, ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი აშშ-ში 60%-ზე დაბლა არ ჩამოსულა, მაგრამ ბოლო სამ წელიწადში დრამატულად იკლო — 2024-ში 62 პროცენტიდან 58 პროცენტამდე შემცირდა, 2025 წელს კი ისტორიულ მინიმუმს ჩამოსცდა.
ამ კვლევების ბოლო სამი წლის ტენდენციას თუ უფრო ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ალკოჰოლის მიღებაზე კაცებზე მეტად ქალებმა აიღეს ხელი: კაცების შემთხვევაში კლების მაჩვენებელი 5%-ია, ქალებისთვის კი — 11%.
რაც შეეხება ასაკობრივ სეგმენტაციას, ბოლო სამ წელში სმაზე უარი ყველაზე მეტად 35 წლიდან 54 წლამდე ასაკობრივმა კატეგორიამ თქვა — კლების მაჩვენებელი აქ 10 პროცენტია. მას მოსდევს 18-34 წლის კატეგორია, კლების 9%-იანი რიცხვით.
Gallup-ის კვლევა კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს უსვამს ხაზს: ალკოჰოლის მოხმარება დამოკიდებულების გამჩენი სხვა ნივთიერების გამოყენების ხარჯზე არ გაზრდილა. ამერიკის შტატების თითქმის ნახევარში მარიხუანის რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენება კანონით დასაშვები გახდა და მისი მომხმარებლების რიცხვიც იმაზე მეტია, ვიდრე ათი წლის უკან, მაგრამ ტენდენცია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ამდენად, ალკოჰოლზე უარის თქმის მიზეზად ვერ განიხილება.
უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა ცხადი, რა ზიანი მოაქვს ალკოჰოლს
ფოტო: Freepik
კვლევაში კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია — ისტორიაში პირველად, ამერიკელების უმრავლესობა, 53%, თანხმდება, რომ ზომიერი დალევაც კი (რაც განისაზღვრება დღეში ერთი ან ორი ჭიქა სასმლის მიღებად), ჯანმრთელობისთვის საზიანოა. 2000-იანებში, მაგალითად, ეს მაჩვენებებელი 25%-ის ირგვლივ მერყეობდა და თითქმის უტოლდება იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ალკოჰოლის მიღებას სასარგებლოდ მიიჩნევდნენ. გამოკითხულთა აღქმაში დრამატული ცვლილება ბოლო ათი წლის განმავლობაში შეიმჩნევა: 2016 წელს ალკოჰოლს ჯანმრთელობისთვის საზიანოდ 26% თვლიდა, მომდევნო წლებში კი ეს რიცხვი გაორმაგდა.
ამდენად, ალკოჰოლის მომხმარებლებიც უფრო ნაკლები სიხშირით სვამენ. მაჩვენებელი აქაც რეკორდული მინიმუმია — მომხმარებლების მხოლოდ 24%-მა თქვა, რომ ბოლო 24 საათში ალკოჰოლი მიიღო, 40%-ს კი, როგორც აღმოჩნდა, კვირაზე მეტია, არ დაულევია.
ეს მონაცემები გასაკვირიც კია, რადგან ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ალკოჰოლის ზომიერ მიღებას ჯანმრთელობისთვის სარგებელი მოაქვს. თუმცა, მხოლოდ გასულ წელს, ორმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, ამერიკის გულის ასოციაციამ და ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯმა, არტერიული წნევის მართვის რეკომენდაციები განაახლეს და ხალხს მოუწოდეს, კი არ შეამცირონ, საერთოდ შეიკავონ თავი ალკოჰოლის მიღებისგან (წინათ ამ რეკომენდაციებში ეწერა, რომ ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, ქალებისთვის დღიური ნორმა ერთი ან ნაკლები ჭიქა იყო, კაცებისთვის კი — ორი ან ნაკლები).
- კვლევა: არ არსებობს ალკოჰოლის რაოდენობა, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
- კვლევა: ადამიანის ტვინისთვის სულ ცოტა ალკოჰოლის მიღებაც კი საზიანოა
გასულ წელსვე, აშშ-ის ყოფილმა გენერალურმა ქირურგმა ვივეკ მერთიმ განაცხადა, რომ ალკოჰოლის მოხმარებამ კიბოს განვითარების რისკს შეიძლება შეუწყოს ხელი და სასმლის მწარმოებელ კომპანიებს მოუწოდა, შესაბამისი ინფორმაცია ეტიკეტებზე დაეტანათ. ალკოჰოლის მიღება სხვადასხვა ტიპის სიმსივნესთან მეცნიერებს აქამდეც დაუკავშირებიათ.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მხოლოდ 2020 წელს, ალკოჰოლმა კიბოს 740 000 ახალი შემთხვევა გამოიწვია. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ გარდა უშუალოდ სასმლის მომხმარებლების ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენისა, ალკოჰოლი საფრთხეს უქმნის მათი შვილების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ასევე სოციალურ განვითარებას.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები