ტელეკომპანია "თრიალეთმა" სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა
ტელეკომპანია “თრიალეთის”ინფორმაციით, "ხელისუფლების სისტემური ზეწოლის შედეგად ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გამო" სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ბოლო 6 თვის განმავლობაში კომპანიის ანგარიშებს 3-ჯერ ინკასო დაადო.
"დღეს შეწყდა ტელეკომპანია "თრიალეთის" სატელიტური მაუწყებლობა — ხელისუფლების სისტემური ზეწოლის შედეგად ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გამო. ეს არის
"თრიალეთის" განადგურებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც შურისძიებით მოქმედმა ხელისუფლებამ უკვე "წარმატებით" განახორციელა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კანონდარღვევით ახორციელებს ზეწოლას "თრიალეთზე".
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მათ სამჯერ დაადეს ინკასო კომპანიის ანგარიშებს, ჩამოაჭრეს თანხები, შემდეგ მოხსნეს და კვლავ აღადგინეს შეზღუდვა — არა მხოლოდ საგადასახადო აღსრულების მიზნით, არამედ დამოუკიდებელი მედიის ეკონომიკური დესტაბილიზაციისთვის.
საქართველოს კონსტიტუცია ყველასთვის უზრუნველყოფს კანონის წინაშე თანასწორობას და კრძალავს დისკრიმინაციულ ან შერჩევით მოპყრობას. შემოსავლების სამსახური ვალდებულია მსგავს სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ პირებს ერთნაირად მოეპყროს.
ხელისუფლებასთან დაახლოებულ მედიაორგანიზაციებს აქვთ ათეულობით მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება, თუმცა მათ მიმართ არ გამოიყენება მკაცრი ზომები. მაშინ როცა "თრიალეთის" მიმართ — რომლის დავალიანებაც მნიშვნელოვნად ნაკლებია — გამოყენებულია ყველაზე მძიმე აღსრულების ფორმა, რამაც გამოიწვია მისი საქმიანობის პარალიზება.
სახელმწიფომ უარი თქვა "თრიალეთისთვის" კანონით გათვალისწინებულ საგადასახადო შეთანხმების მექანიზმზე, მაშინ როცა ამავე ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ასეთი შეთანხმება გააფორმა ათიათასზე მეტ ორგანიზაციასთან, ხოლო ჩამოწერილი თანხა 5 მილიარდ ლარს აჭარბებს.
ასეთი განსხვავებული მიდგომები წარმოადგენს შერჩევით სამართალს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს. შემოსავლების სამსახურმა დაარღვია პროპორციულობისა და კეთილსინდისიერი ადმინისტრირების პრინციპები. ეს არ არის საგადასახადო აღსრულება — ეს არის პოლიტიკური შურისძიება.
"თრიალეთი" ყოველდღიურად აცნობებს საქართველოსა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მთავრობებსა და ინსტიტუტებს, ხელისუფლების მიერ უკანონო ზეწოლისა და თავისუფალი მედიის ჩახშობის მცდელობის შესახებ.
ამავე დროს, კანონდარღვევების შესახებ ინფორმირებულია საქართველოს პარლამენტი, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, მთელი მთავრობა, პარტია ქართული ოცნება და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი — თუმცა რეაგირება არ არსებობს!
არავინ იკვლევს, დაირღვა თუ არა კანონი. არავინ ინტერესდება, შეილახა თუ არა ადამიანის უფლებები. ყველა ჩუმად ელოდება, როდის ჩაახშობენ დამოუკიდებელ მედიას! ეს არის სამართლიანი ქვეყანა? ეს არის თქვენი დემოკრატია?
ჩვენ არ გავჩუმდებით! დადგება დრო, როდესაც უკანონო დავალებების შემსრულებელი ჩინოვნიკები კანონის წინაშე პასუხს აგებენ. სოლიდარობა "თრიალეთს" — თავისუფლება მედიას!" — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები