Amnesty International: გრანტების შესახებ კანონში ცვლილება ავტორიტარული პრაქტიკის გაღრმავებაზე მიუთითებს
Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების მოადგილე, დენის კრივოშეევი ქართული ოცნების მიერ გრანტების შესახებ კანონში დაანონსებულ ცვლილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გრანტების შესახებ კანონში ცვლილება ავტორიტარული პრაქტიკის გაღრმავებაზე მიუთითებს და თუ კანონს მიიღებენ, არცერთი გრანტი აღარ იქნება დაშვებული მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე.
"მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში უკიდურესად საზიანოა და საქართველოს ავტორიტარული პრაქტიკის გაღრმავებაზე მიუთითებს, რომლის მიზანი განსხვავებული აზრის ჩახშობა და ძალაუფლების გამყარებაა. ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს "გრანტის" განსაზღვრებას და მასში პრაქტიკულად ნებისმიერი უცხოური ფული ან არამატერიალური დახმარება მოიაზრება — პოლიტიკური აქტივიზმიდან დაწყებული ანალიტიკური მუშაობითა და ექსპერტული კონსულტაციებით დამთავრებული — თუ ეს მთავრობას არ მოსწონს. თუ კანონს მიიღებენ, არცერთი გრანტი აღარ იქნება დაშვებული მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე, ხოლო ვინც ასეთ დახმარებას მიიღებს, შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს", — განაცხადა დენის კრივოშეევმა.
Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების მოადგილემ ასევე თქვა, რომ გრანტების შესახებ კანონის ცვლილება ღია მცდელობაა იმისა, რომ "საქართველოში პრაქტიკულად ყველაფერი, რაც დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას და სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ჩართულობას უკავშირდება, კრიმინალად გამოცხადდეს." მისივე განმარტებით, "საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ამ საკანონმდებლო ინიციატივებზე და ქვეყნის კანონმდებლობა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
"ეს არის ღია მცდელობა საქართველოში პრაქტიკულად ყველაფერი, რაც დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას და სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ჩართულობას უკავშირდება, კრიმინალად გამოცხადდეს.
უცხოური დაფინანსების, ანაზღაურების ან მატერიალური დახმარების მოძიება და მიღება სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების საფუძველია და ეს საერთაშორისო სამართლის მიერ დაცული უფლებაა. საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ამ საკანონმდებლო ინიციატივებზე და ქვეყნის კანონმდებლობა სრულად მოიყვანოს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებებთან შესაბამისობაში — მათ შორის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებთან", — აღნიშნა დენის კრივოშეევმა.
შეგახსენებთ, "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე იმ იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
- "ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს
- გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს ან შეცვალოს სადავო კანონები
- მიხეილ სააკაშვილი: მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს — ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა — თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა!
- "ძლიერი საქართველო — ლელო" "ოცნების" მიერ გრანტებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებას საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ კი სტრასბურგ გაასაჩივრებს
- "თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, 5 წელში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ" — თამთა მიქელაძე გრანტების კანონის გამკაცრებაზე
- სალომე ზურაბიშვილი: გრანტების კანონში ცვლილებები მმართველი პარტიის დაუნდობელი ნაბიჯია საქართველოს რუსულ მოდელზე გადასაყვანად
- "ოცნება" გრანტებთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს — წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები