მამუკა მდინარაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ალასანია — ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა საქართველოში თამარ მეარაყიშვილის კონტაქტები გამოავლინა
ოკუპირებული ცხინვალის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, "აგრძელებენ მათ მიერ შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული ქართველი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვებას".
მათი ცნობით, მეარაყიშვილი დაიქირავეს საქართველოსთვის სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობის ჩასატარებლად. გამოძიების თანახმად, თავდაპირველად, იგი მონაწილეობდა ოკუპირებული ცხინვალის და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხის შემცველი ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემაში.
"მეარაყიშვილი გადასცემდა ინფორმაციას პოლიტიკოსების, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, რუსი სამხედრო მოსამსახურეების, მათი ადგილმდებარეობისა და რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ. იგი ფარულად იწერდა საუბრებს ოფიციალურ პირებთან (რომლებიც საიდუმლო ინფორმაციას ატარებდნენ) შემდგომი კომპრომეტირებისთვის",— ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
მათივე ცნობით, წლების განმავლობაში, მეარაყიშვილმა გააფართოვა თავისი არეალი და, ქართული მხარის ინიციატივით, წარმოადგენდა"ამერიკის ხმის"; რადიო "ეხო კავკაზას" (რადიო "თავისუფალი ევროპის"/"რადიო თავისუფლების" პროექტი); "კავკაზსკი უზელის" ინფორმაციის წყაროს. ორგანიზაციების ჩამონათვალშია ასევე — არასამთავრობო ორგანიზაცია "კამარა"; "სტუდენტებისა და ახალგაზრდების ახალგაზრდული ცენტრი"; არასამთავრობო ორგანიზაცია International Alert; ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.
რუსული მედია წერს, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გამოავლინა თამარ მეარაყიშვილის კონტაქტები საქართველოში. ამ კონტაქტებს შორისაა: საქართველოს სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე; რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი; თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია; ქართული ოცნების პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და გაუქმებული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი.
გავრცელებული ინფორმაციაში ასევე წერია, რომ "ქართული მხარის ინიციატივით, მეარაყიშვილი არაერთხელ დაესწრო საზღვარგარეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სემინარებს, სადაც, სავარაუდოდ, წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთის მხარეს, ამახინჯებდა ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შიდა პოლიტიკური პროცესების შესახებ, რითაც დისკრედიტაციას უწევდა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
თამილა მეარაყიშვილის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი კოორდინირებული იყო უცხოური სადაზვერვო სამსახურების მიერ და წარმოადგენდა მხოლოდ ქართული მხარის ინტერესებს".
როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი გამოავლენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ მყოფი თანამზრახველებს და პასუხისგებაში მიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ თამარ მეარაყიშვილი 22 დეკემბერს შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის საქალაქო სასამართლომ 24 დეკემბერს მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროტესტის ნიშნად სამოქალაქო აქტივისტმა მშრალი შიმშილობა დაიწყო.
- ცხინვალში ქართველი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს
- სუს-ში აცხადებენ, რომ თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავება ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს
- ოკუპირებულ ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტ თამარა მეარაყიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
თამარა მეარაყიშვილი 31 დეკემბერს გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადმოსცა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები