ნანა სანდერი

3 Feb. 2026, 13:23

"მადლობა მათ, ვინც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გულთან მიიტანა. ჩემი განცხადების შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების მხრიდან რაღაც საკითხების გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა კვლავ არ მაქვს ორთოპედიული მატრასი. ცდილობენ, რომ ტკივილები, რომლებიც მაწუხებს ფსიქიატრიულთან დააკავშირონ. შემომიყვანეს ფსიქიატრი, ადამიანი, რომელიც ნინო დათაშვილს შეშლილად აცხადებდა და ცდილობდა, მისთვის ძალით ემკურნალა. ახლა კი ჩემს მიმართ ხორციელდება მუქარა. ასევე, საჭმელი 2 "სმენაა" არ მომეწოდება. ბადრაგმა კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა.

სასამართლომ უნდა მომისმინოს, ვეგანი ვარ და ვეგანური საკვები უნდა მომეწოდოს. ჩემი განცხადებების შემდეგ ჩემს მიმართ განწყობები შეცვლილია. მეუბნებიან, რომ ჩემთვის საჭმელი არ არის, ეს არაადამიანური მოპყრობაა. ბადრაგმა მითხრა, რომ უზრდელი და ქუჩიდან მოყვანილი ვარ."

განაცხადა დაკავებულმა სამოქალაქო აქტივისტმა, ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მარიამ მეყანწიშვილის, ნანა სანდერისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ნანა სანდერს ბრალად ჯგუფური ძალადობის დაორგანიზება და "საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ" მოწოდება ედება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…