ლევან მახაშვილი

3 Feb. 2026, 14:09

"ძაღლი ყეფავს, ქარავანი მიდისო, როგორც იტყვიან. ჩვენი მიზანი არ არის ვიღაცის გულის მოგება, ჩვენი მიზანი არის საქართველოში კანონმდებლობის იმგვარად მოწესრიგება, რომ პოლიტიკაში უკანონო ფულის ბრუნვა თავიდან ავირიდოთ. თუ მზად არიან, განსაკუთრებით დონორები, რომლებიც სწორედ ამ ფულს აგზავნიან სხვადასხვა მეთოდით, თუ მზად არიან, რომ კონკრეტულ პრობლემაზე ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, არ გახდება საჭიროება ხალი კანონმდებლობის შექმნის. მთელი არსი ამ კანონის არის ის, რომ ჩვენ ვნახეთ წინა კანონმდებლობების შემთხვევაში როგორც ცდილობდნენ მაინც, ახალი გზების პოვნას." 

განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა ლევან მახაშვილმა "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილებების მოწინააღმდეგეებზე საუბრისას.

შეგახსენებთ, "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე იმ იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…