"დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში და თქვენი სახელმწიფოს გამოწვევებზე იზრუნეთ" — ირაკლი კირცხალია შვედეთს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პლენარულ სხდომაზე შვედეთის მიერ "მოსკოვის მექანიზმის" მხარდაჭერაზე გააკეთა განცხადება.
მისივე თქმით, " მოძალადე რადიკალებისთვის" პრიზის გადაცემა არამეგობრული აქტია და "მადლობა" გადაუხადა საქართველოს მიმართ ყურადღებას გამოხატვისთვის.
"თუმცა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების საკითხი გვერდით რომ გადავდოთ, შვედეთმა ამ მექანიზმის ინიციატორობა არ იკმარა და როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, Moderate Youth Party-მ წლევანდელი თავისუფლების პრიზი საქართველოში მყოფ ყველა დემონსტრანტს გადასცა.
გარემოება, რომ პრიზი გადაეცით ყველა დემონსტრანტს, მათ შორის, მოძალადე რადიკალებს, მოძალადეთა მიმართ თქვენი მიკერძოების დამადასტურებელი და რაც მთავარია, ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მორიგი უხეში და არამეგობრული აქტია.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო შვედურ მხარეს: რასაკვირველია, ზოგადად, მადლობლები ვართ, რომ საქართველოს მიმართ ყურადღებას გამოხატავთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ თქვენი შეშფოთება, რომელიც არაობიექტურ ინფორმაციას ეფუძნება, აბსოლუტურად უსაგნო და არარელევანტურია. შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რაც თქვენი შეშფოთების მიზეზად შეიძლება იქცეს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის გამოძახილია," — განაცხადა კირცხალიამ.
კირცხალიას განცხადებით, საქართველო "შეშფოთებულია შვედეთში გაზრდილი კრიმინალის დონით და ეკონომიკური სტაგნაციით" და მოუწოდა შვედეთს "დრო არ დახარჯოს საქართველოში არ არსებულ პრობლემებზე" და თავიანთ "მძიმე გამოწვევებს" მიხედოს.
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები.
შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე და ზოგადად, შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი. შემაშფოთებელია, რომ შვედეთში ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა.
გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას. ასევე, შემაშფოთებელი ფაქტია, რომ სამწუხაროდ, თქვენს მოქალაქეებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ მკურნალობის მისაღებად. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მიერ გამოხატული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ობიექტურ მოცემულობაზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ, დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში და სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას.
დასასრულ, აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს და მომავალშიც აუცილებლად გამოვხატავთ ჩვენს მზარდ შეშფოთებას შვედეთში და არა მხოლოდ ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით," — განაცხადა კირცხალიამ.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ 23-მა ქვეყანამ, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით ექსპერტთა მისიის შესაქმნელად, ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" გაააქტიურა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები