Human Rights Watch-ის 2025 წლის ანგარიში: საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა
Human Rights Watch-მა მსოფლიოს ანგარიში 2026 გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ქართული ოცნების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლებამ კანონებისა და რეგულაციების პაკეტი მიიღო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და მშვიდობიან პროტესტს ზღუდავს.
ანგარიში მიუთითებს, რომ ხელისუფლების მიერ 2024–2025 წლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს სიტყვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების კუთხით.
Human Rights Watch-ის შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაბიჯი ე.წ. "უცხოელი აგენტების" კანონის მიღება იყო, რომელიც უცხოურ დაფინანსებაზე დამოკიდებულ ორგანიზაციებსა და პირებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ სპეციალურ სახელმწიფო რეესტრში. კანონი ასევე ითვალისწინებს დეტალურ ფინანსურ ანგარიშგებას, საჯარო განცხადებების მონიშვნას "უცხოელი აგენტის" სტატუსით და მძიმე სანქციებს, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს კანონმდებლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას და მათი სტიგმატიზაციას უწყობს ხელს.
ამასთან, გრანტების შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა უცხოურ დაფინანსებაზე მთავრობის წინასწარი ნებართვა სავალდებულო გახადა, რაც ანგარიშის მიხედვით, კიდევ უფრო ზღუდავს არასამთავრობო სექტორის საქმიანობას.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის განმავლობაში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას მოჰყვა. Human Rights Watch-ის მიხედვით, პოლიციამ და უსაფრთხოების ძალებმა მრავალ შემთხვევაში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, გადამეტებული ძალა გამოიყენეს — მათ შორის ცემა, დაკავებები და არასათანადო მოპყრობა.
ანგარიშში ასევე წერია, რომ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიება პრაქტიკულად არ ჩატარებულა და პასუხისმგებელი არ დასჯილან.
Human Rights Watch მედიის თავისუფლების შეზღუდვაზეც საუბრობს. მათი განმარტებით, კანონებში შეტანილმა ცვლილებებმა მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსება აკრძალა და მარეგულირებელი ორგანოების უფლებამოსილებები გაზარდა, რაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიაზე ზეწოლას ახდენს.
Human Rights Watch-ის ანგარიშში წერია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა მკვეთრ რეაქციას იწვევს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა არაერთხელ გააფრთხილა საქართველო, რომ ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა მის ევროინტეგრაციას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
Human Rights Watch-ის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებების გარემო მნიშვნელოვნად გაუარესდა. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს რეპრესიული კანონები, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და უზრუნველყოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები