გაიცანით ბიჭი, რომელმაც ოჯახის გადასარჩენად 4 საათი აღელვებულ ზღვაში იცურა
ფოტო: ABC
13 წლის ბიჭმა დედისა და და-ძმის გადასარჩენად აღელვებულ ზღვაში 4 საათის განმავლობაში იცურა, რათა სამაშველო ჯგუფისთვის ხმა მიეწვდინა.
აფელბიების ოჯახი არდადეგებს ქუინდალაფში (ავსტრალია), პერთიდან 200 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქში ატარებდა. პარასკევს, ზღვაში ყოფნისას, ძლიერმა ქარმა ოჯახს სერფინგის დაფა და კაიაკი წაართვა.
ფოტო: ABC
ფოტო: ABC
ჯოანმა თავის შვილს, 13 წლის ოსტინს, სთხოვა, კაიაკი ნაპირამდე წაეღო, რათა მაშველებისთვის დახმარება ეთხოვა. თუმცა, აღელვებულმა ზღვამ ოსტინს ნავი წაართვა და იძულებული გახადა, ნაპირამდე 4 კილომეტრი გაეცურა.
"მეგონა, რაღაც დავინახე წყალში. ძალიან მეშინოდა, თუმცა ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ამის გაკეთება შემეძლო", — ამბობს ოსტინი — "სუნთქვა მიჭირდა, მაგრამ დაღლილობას მაინც ვერ ვგრძნობდი".
ფოტო: ABC
"ზღვის ნაპირამდე რომ მივაღწიე, ძალაგამოცლილი წავიქეცი...მალევე ავდექი და 2 კილომეტრი ვირბინე, რათა ტელეფონამდე მივსულიყავი", — დასძინა მან.
და ოსტინმა სასწრაფო დახმარებას დაურეკა — "ვუთხარი, რომ ვერტმფრენი, თვითმფრინავი და ნავი მჭირდებოდა, რადგან ჩემი ოჯახი შუა ზღვაში იყო. ძალიან მშვიდად ვესაუბრებოდი, ალბათ, შოკში ვიყავი", — ამბობს ოსტინი.
იმ დროისთვის ოსტინმა არც კი იცოდა, ცოცხლები იყვნენ თუ არა ოჯახის წევრები. სასწრაფო დახმარებასთან საუბრის შემდეგ, ოსტინმა დაღლილობისგან გონება დაკარგა.
დასავლეთ ავსტრალიის პოლიციამ ზარი საღამოს 6 საათზე მიიღო და ოსტინის ოჯახის დასახმარებლად მალევე გაგზავნა სამაშველო ჯგუფი. ოსტინის დედა, და და ძმა, დაახლოებით ცხრის ნახევარზე იპოვეს, ნაპირიდან 15 კილომეტრის მოშორებით.
"ვიფიქრე, რომ ოსტინმა ნაპირამდე ვერ მიაღწია", — ამბობს ოსტინის დედა, ჯოანი, BBC-სთან.
ფოტო: ABC
გონების დაკარგვის შემდეგ, ოსტინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რა დროსაც გაიგო, რომ მისი ოჯახი საღ-სალამათი იყო. "ის მომენტი არასდროს დამავიწყდება", — თქვა ოსტინმა.
"სამივე შვილი ჯანმრთელი და ცოცხალი მყავს. ამაზე უკეთესი რა შეიძლებოდა მომხდარიყო?" — ამბობს ოსტინის დედა.
დასავლეთ ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, როჯერ ქუქმა, სოციალურ ქსელებში ოსტინი "ნამდვილ გმირად" მოიხსენია. "ყოჩაღ, ოსტინ! ვამაყობთ შენით", — წერს ის სოციალურ ქსელში.
BBC-ის ცნობით, ოსტინი უკვე დაუბრუნდა სასწავლო პროცესს. მართალია, მას ცოტახნით ყავარჯნის გამოყენება მოუწევს, მაგრამ, საბედნიეროდ, ის და მისი ოჯახი ერთად და ბედნიერად არიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები