დრაკო მალფოი ჩინური ახალი წლის თილისმა გახდა
ფოტო: BBC / taobao
ჩინეთში, წელს მთვარის ახალი წლის ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელ თილისმად დრაკო მალფოი გამოჩნდა.
ტომ ფელტონი ყველაზე მეტად ჰარი პოტერის სერიაში შესრულებული როლით არის ცნობილი, თუმცა ახლა მსახიობი ჩინეთის ზოგიერთ ოჯახსაც "სტუმრობს": ონლაინ-შოპინგის პლატფორმებზე იყიდება სადღესასწაულო დეკორაციები, რომლებზეც მის სახეს ვხედავთ.
მისი მოულოდნელი პოპულარობა ჩინურ თარგმანს უკავშირდება: მალფოის სახელი ჩინურად ითარგმნება როგორც მა-ერ-ფუ, რაც შეიცავს სიტყვებს "ცხენი" და "იღბალი". ეს კი განსაკუთრებით იღბლიანად ითვლება მოახლოებული ცხენის წლისთვის.
ჰარი პოტერი ჩინეთში უკიდურესად პოპულარულია და აქ წიგნების ასობით მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. სერიის პირველი ფილმის ხელახალმა გამოსვლამ 2020 წელს, სამ დღეში 90 მილიონ იუანზე მეტი (დაახლოებით 13.6 მილიონი დოლარი) შემოსავალი მოიტანა.
მთვარის ახალი წლის წინ ჩინურ ოჯახებში ტრადიციულად კარებზე აკრავენ წყვილ წარწერებს: კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის მომასწავებელ ტექსტებს. ზოგი კი სახლს ამკობენ ფუძით, წითელი კვადრატული ქაღალდებით, რომლებზეც ჩინურად სიტყვა კეთილდღეობა ან ბარაქა წერია.
ფუძი ხშირად თავდაყირა აკიდია: ეს სიმბოლურად ნიშნავს, რომ იღბალი სახლში "მოდის", რადგან ჩინურ ენაში სიტყვა "თავდაყირა" და სიტყვა "მოსვლა" ერთნაირად ჟღერს.
ჩინურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც მომხმარებლები კარებზე აკრავენ წყვილ წარწერებს ან თავდაყირა ჩამოკიდებულ მალფოის ცნობილ ირონიულ ღიმილს.
ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმებზიც სწრაფად აჰყვნენ ტენდენციას და გაყიდვაში გამოუშვეს სტიკერები და მაგნიტები ჰარი პოტერის პერსონაჟით.
ფოტო: BBC / taobao
მალფოის თემატიკაზე შექმნილმა ახალი წლის დეკორაციამ თავად ტომ ფელტონის ყურადღებაც მიიქცია, მან ინსტაგრამზე გააზიარა სთორი, სადაც მისი პერსონაჟი "ჩინური ახალი წლის სიმბოლოდ" არის მოხსენიებული.
მისმა რეაქციამ ჩინურ სოციალურ ქსელებში კიდევ უფრო დიდი აღფრთოვანება გამოიწვია; ფანები მას აქებდნენ ჰეშთეგით, "თავად მალფოი 100%-ით სასაცილოა".
ჯადოსნური ფრენჩაიზი ჩინეთში უზარმაზარი რაოდენობის ერთგული ფანებით სარგებლობს, ხოლო Warner Bros. Discovery-მ განაცხადა, რომ 2027 წელს შანხაიში ჰარი პოტერის სამყაროს ყველაზე დიდი Making Of Harry Potter Studio Tour გაიხსნება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები