ტედ კრუზი ნეტფლიქსის CEO-ს ბილი აილიშის განცხადებაზე სთხოვს პასუხს
ფოტო: Photo by Luke Johnson/Getty Images
სენატის ანტიმონოპოლიურ მოსმენაზე, რომელიც Netflix–ისა და Warner Bros Discovery-ის შესაძლო შერწყმას და კონკურენციაზე მის გავლენას ეხებოდა, სენატორმა ტედ კრუზმა ყურადღება ბილი აილიშის გრემიზე წარმოთქმულ სიტყვაზე გადაიტანა და ეს გამოსვლა "გასართობი ინდუსტრიის ღრმა კორუმპირებულობის" მაგალითად წარმოაჩინა.
მოსმენაზე კრუზმა ტედ სარანდოსს და Warner Bros Discovery-ის შემოსავლების მთავარ ოფიცერს, ბრიუს კემპბელს, ჰკითხა, როგორ მეტყველებს აილიშის გამოსვლა ჰოლივუდის მემარცხენე პოლიტიკურ მიდრეკილებებზე.
"თქვენ ორმა გრემის ცერემონია ნახეთ ამ კვირაში? ერთი მარტივი კითხვა მაქვს, ჩვენ ახლა მოპარულ მიწაზე ვართ?" — ჰკითხა კრუზმა. სარანდოსმა უხერხულად ჩაიცინა და უპასუხა, რომ საერთოდ არ იცის იმ მიწის ისტორია, "სადაც ახლა ვართ".
"ძალიან ბევრს ამბობს ის ფაქტი, რომ არც ერთ თქვენგანს არ სურს თქვას: 'რა თქმა უნდა არა, ჩვენ მოპარულ მიწაზე არ ვართ'" — თქვა კრუზმა — "და როდესაც გრემიზე ერთ-ერთი შემსრულებელი ამბობს 'არავინ არის არალეგალი, როცა მოპარულ მიწაზე ვდგავართ', და შემდეგ ხედავ, როგორ ხტებიან სხვა არტისტები ფეხზე აღფრთოვანებით, თითქოს ამერიკა ფუნდამენტურად არალეგიტიმური ქვეყანაა, ეს იწყებს იმ განცდის შექმნას, რომ გასართობი ინდუსტრია ღრმად კორუმპირებულია".
კრუზმა აილიშის სახელი პირდაპირ არ ახსენა, თუმცა დაამატა, რომ მომღერალი "ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დაბრუნდა თავის 14-მილიონდოლარიან სასახლეში და, როგორც ჩანს, იმ მოპარულ მიწაზე დიდად აღარ ღელავდა".
ბოლო თვეებში მუსიკალური ინდუსტრია განსაკუთრებით მკაცრად აკრიტიკებს ICE-ის (იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის) ქმედებებს ქვეყნის მასშტაბით. ეს კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა მინეაპოლისში ალექს პრეტის და რენე გუდის მკვლელობების შემდეგ. ბილი აილიში ერთ-ერთი იყო იმ მუსიკოსებს შორის, ვინც კვირას გრემის დაჯილდოებაზე, წლის სიმღერის ნომინაციის მიღებისას, ტრამპის ადმინისტრაცია საჯაროდ გააკრიტიკა და სცენიდან თქვა: Fuck ICE.
"ყოველ ჯერზე ძალიან დიდი პატივია ამ დარბაზში ყოფნა", — თქვა აილიშმა — "და მიუხედავად მადლიერებისა, გულწრფელად ვგრძნობ, რომ ერთადერთი, რაც უნდა ვთქვა, არის ის, რომ არავინ არის არალეგალი მოპარულ მიწაზე. ძალიან რთულია ახლა იმის გაგება, რა უნდა ითქვას და რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამ ოთახში ყოფნისას დიდი იმედი მიჩნდება".
გრემიზე კიდევ რამდენიმე არტისტმა გააჟღერა პოლიტიკური პოზიცია: წლის ალბომის გამარჯვებულმა Bad Bunny-მ ერთ-ერთ გამოსვლაში თქვა ICE Out, ხოლო საუკეთესო ახალი არტისტის ჯილდოს მფლობელმა ოლივია დინმა საკუთარ თავს "იმიგრანტების შვილიშვილი" უწოდა. პრესის ოთახში SZA-მ თქვა, რომ "დისტოპიურია" ზეიმი მაშინ, როდესაც "ადამიანებს ქუჩაში იტაცებენ და სახეში ესვრიან".
ასევე ნახეთ:
- ბილი აილიში, ოლივია როდრიგო და სხვა ვარსკვლავები ICE-ის წინააღმდეგ
- აშშ-ში ბეტმენივით ჩაცმულმა კაცმა საბჭოს ICE-თან თანამშრომლობის შეწყვეტა მოსთხოვა
სენატის ქვეკომიტეტის მოსმენის მიზანი კონკურენციასთან, ბაზრებთან და მომხმარებლებზე შესაძლო გავლენასთან დაკავშირებული რისკების განხილვაა, თუმცა კრუზის კითხვები კულტურულ ომში გადაიზარდა. მისი თქმით, მუსიკოსების გამოსვლები ჰოლივუდში კონსერვატორებისა და კონსერვატიული შეხედულებების ფართო უარყოფას ასახავს.
კრუზმა ასევე განაცხადა, რომ ნეტფლიქსი "დიდი ხანია მემარცხენე კომპანიაა", გაიხსენა თანადამფუძნებლის დემოკრატიული მიზნებისადმი გაღებული დონაციები და კომპანიის თანამშრომლობა ობამებთან. პოლიტიკური შინაარსის თემაზე კითხვები მხოლოდ კრუზს არ დაუსვამს, რესპუბლიკელმა სენატორმა ერიკ შმიდტმა განაცხადა, რომ ეს ორი კომპანია "მრავალფეროვნების და ვოუქობის პროპაგანდას ეწევა".
კულტურული თემების გარდა, სარანდოსმა და კემპბელმა უპასუხეს კითხვებს ფილმების კინოთეატრებში ჩვენების ვადებზე, ნეტფლიქსის კონკურენტებზე და იმაზე, როგორ აისახება შერწყმა ინდუსტრიის დასაქმებულებზე.
ასევე ნახეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები