სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია თითქოს "საბიუჯეტო თანხა, რაც"გეპეის" სრულ რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა, კონკრეტული პირების ჯიბეებში დაილექა", ყალბი და ცილისმწამებლურია. უნივერსიტეტი წერს, რომ ეს ინფორმაცია "არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის დადასტურებული არც ერთი ოფიციალური წყაროთი და წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის უხეშ შელახვას".
მათივე განმარტებით, უსაფუძვლო ინფორმაციაა ისიც, რომ თითქოს "საგამოძიებო ორგანოები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რემონტისთვის გამოყოფილი 60 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს იძიებენ".
"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ, მორიგ ცილისმწამებლურ და აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც თურმე: "საგამოძიებო ორგანოები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რემონტისათვის გამოყოფილი 60 მილიონის გაფლანგვის საქმეს აქტიურად იძიებს. საბიუჯეტო თანხა, რაც"გეპეის" სრულ რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა, კონკრეტული პირების ჯიბეებში დაილექა".
ინტერნეტგამოცემა PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის დადასტურებული არც ერთი ოფიციალური წყაროთი და წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის უხეშ შელახვას.
"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება ინტერნეტსივრცეში, ერთ-ერთი პლატფორმის მეშვეობით გავრცელებულ ცრუ, დამაზიანებელ და უსაფუძვლო ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თითქოს "საგამოძიებო ორგანოები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რემონტისთვის გამოყოფილი 60 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს იძიებენ, ხოლო საბიუჯეტო სახსრები კონკრეტული პირების ჯიბეებში დაილექა".
აღნიშნული ინფორმაცია არის მცდარი, უსაფუძვლო და რეალობასთან ყოველგვარ კავშირს მოკლებული და წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვას", — წერია განცხადებში.
უნივერსიტეტი წერს, რომ "საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჩაერიცხა 2022 წელს 1 125 000 ლარი, ხოლო 2023 წელს 3 286 000 ლარი და არა 60 მილიონი ლარი, როგორც ეს დეზინფორმაციის შემცველ მასალაშია მითითებული."
"ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჩაერიცხა 2022 წელს 1 125 000 ლარი, ხოლო 2023 წელს 3 286 000 ლარი და არა 60 მილიონი ლარი, როგორც ეს დეზინფორმაციის შემცველ მასალაშია მითითებული. აღნიშნული თანხა სრულად, მიზნობრივად და კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა გამოყენებული. უნივერსიტეტს გააჩნია ყველა შესაბამისი ფინანსური, საბუღალტრო და ადმინისტრაციული დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილია კანონით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ: არც ერთ სახელმწიფო ან საგამოძიებო უწყებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ არ გამოუთქვამს პრეტენზია; შესაბამისი სამსახურების მიერ არ გადაგზავნილა რაიმე დოკუმენტაცია საქართველოს პროკურატურაში შესაძლო დანაშაულის ნიშნებით; არ მიმდინარეობს და არ დაწყებულა გამოძიება უნივერსიტეტის რემონტისთვის გამოყოფილი თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე", — წერს სტუ.
უნივერსიტეტი აღნიშნავს იმასაც, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას არღვევს და რიგ შემთხვევებში, კანონით ისჯება.
ცრუ ინფორმაციის გავრცელება არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის
1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლს, რომელიც იცავს პირის (მათ შორის იურიდიული პირის) ღირსებას, პატივსა და საქმიანი რეპუტაციას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ცილისწამებისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში;
2. საქართველოს კანონს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ", კერძოდ: მე-9 მუხლს, რომელიც ავალდებულებს ინფორმაციის გამავრცელებელს ფაქტების გადამოწმებას, ინფორმაციის სიზუსტეს, მიუკერძოებლობას და კრძალავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას; მე-13 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ცრუ ინფორმაცია აზიანებს პირის რეპუტაციას", — აღნიშნულია განცხადებაში.
სტუ წერს, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება ცილისმწამებლურ ნიშნებს შეიცავს და კანონით დასჯადია. ასევე, უნივერსიტეტი მოითხოვს "ინფორმაციის გამავრცელებელმა პირმა და მედიასაშუალებამ წარმოადგინოს ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, წყარო და მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახდინოს ცრუ ინფორმაციის უარყოფა და საჯარო კორექცია". საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი და მედიასაშუალებებსა და საზოგადოებას მოუწოდებს იხელმძღვანელონ ასუხისმგებლობის, პროფესიული ეთიკისა და კანონის მოთხოვნებით.
"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიცავს ცილისწამების ნიშნებს და წარმოადგენს კანონით დასჯად ქმედებას.
ამასთან, უნივერსიტეტი მოითხოვს, რომ ინფორმაციის გამავრცელებელმა პირმა და მედიასაშუალებამ წარმოადგინოს ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, წყარო და მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახდინოს ცრუ ინფორმაციის უარყოფა და საჯარო კორექცია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, საკუთარი საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი. უნივერსიტეტი მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და საზოგადოებას, იხელმძღვანელონ პასუხისმგებლობის, პროფესიული ეთიკისა და კანონის მოთხოვნებით და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი, დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", — წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვა სამთავრობო ტელევიზიების "რუსთავი 2-ის", "იმედისა" და POSTV-სგან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები