4 ყველაზე ზარალიანი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც დაზღვევის აუცილებლობაში დაგარწმუნებთ
ფოტო: Freedom_Studio / Shutterstock
თუ ერთხელ მაინც მოხვედრილხართ ავტოსაგზაო შემთხვევაში ან შესწრებიხართ, გეცოდინებათ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გამოცდილებაა, რაც შეიძლება ადამიანს შეემთხვეს. შემთხვევა სულაც ოდნავი ნაკაწრით რომ დასრულდეს, სტრესი მაინც საშინელია და ამას, ხშირად, ფინანსური ზარალიც ემატება.
დაზიანებული მანქანის შეკეთება ძალიან ძვირი ჯდება და მსგავსი ხარჯების თავიდან ასაცილებლად, საუკეთესო საშუალება დაზღვევაა, თუმცა საყვარელი ავტომობილის დამტვრევა მაინც ძალიან მტკივნეული მოვლენაა, განსაკუთრებით მაშინ თუ მანქანა მილიონები ღირს.
წარმოგიდგენთ 4 ყველაზე ზარალიან ავტოსაგზაო შემთხვევას.
1. McLaren F1 - $1 210 300
90-იანების ბავშვებს და მათ მშობლებს აუცილებლად გემახსოვრებათ ბრიტანელი კომიკოსი როუენ ატკინსონი, იგივე მისტერ ბინი. ეს ადამიანი თავისი სკეჩ-შოუს გარდა იმითაცაა ცნობილი, რომ მანქანების ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია აქვს. მათ შორის კი McLaren F1 იყო, რომელიც ორჯერ დაამტვრია. 2011 წელს მომხდარი ავარიის შედეგად მისტერ ბინის სადაზღვეო კომპანიას, მანქანის შეკეთება £910 000 ანუ $1 210 300 დაუჯდა. შემთხვევა კემბრიჯშირში მოხდა, როდესაც ატკინსონი ხესა და საგზაო ნიშანს დაეჯახა, ხოლო შემდეგ მანქანას ალი მოედო.
2. Pagani Zonda F Clubsport Roadste - $3,2 მილიონი
ამ ავტომობილის პატრონი ტრასის დამცავ ბარიერს შეასკდა, მაშინ როცა 300 კმ./სთ. სიჩქარით მიჰქროდა. გარდა იმისა, რომ მანქანა სწრაფი, ლამაზი და კომფორტულია, მისი უსაფრთხოების სისტემაც საუკეთესოა და ამ სიჩქარეზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მისი პატრონი სულ რაღაც რამდენიმე ნაკაწრით გადარჩა.
თავად მანქანა კი ასეთ მდგომარეობაში იყო:
3. Koenigsegg Agera - $5.3 მილიონი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველზე ძვირადღირებული მანქანა მაშინ დაიმტვრა, როცა მას ნიურბურგინგის ტრასაზე ტესტავდნენ. მძღოლმა მოხვევისას კონტროლი დაკარგა და ბარიერს შეასკდა.
მიუხედავად იმისა, რომ ავარიის შედეგად მანქანა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა:
მძღოლი საავადმყოფოდან რამდენიმე საათში გამოწერეს.
4. 1964 Ferrari 250 GTO - $32 მილიონი
2012 წელს ამავე მოდელის მანქანა $32 მილიონად გაიყიდა.
ამ ვიდეოში კი ჩანს, როგორ ეჯახება Ferrari 250 GTO კედელს რბოლისას გუდვუდის ტრასაზე:
როგორც ვიდეოში ჩანს, მანქანა დიდად არ დაზიანდა, მაგრამ მარჯვენა მხარე მთლიანად დაჭეჭყილი აქვს და შესაბამისად, მისი ფასი საგრძნობლად დავარდა.
დიდ ზარალიანი ავტოსაგზაო შემთხვევები ჩვენთანაც ხშირია, თუმცა, ცხადია, საქმე ასეთ ასტრონომიულ თანხებამდე არ მიდის, მაგრამ ნებისმიერი დამატებითი ხარჯი არასასიამოვნო ტვირთია. მით უმეტეს, როცა ისეთ ავარიაში ხვდები, რომელშიც შენი ბრალი იყო და სხვა პირის ქონებაც დააზიანე. ამ დროს ადამიანმა თავისი მანქანაც უნდა გააკეთოს და სხვისიც, რაც ორმაგი ხარჯია.
სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა არტურ ჩილინგარიანი, როცა აეროპორტის ტრასაზე სხვა ავტომობილს უკნიდან დაეჯახა. ის მანქანით 80-90 კმ./სთ. სიჩქარით მოძრაობდა, შორიდან მანქანა კი შენიშნა, მაგრამ ის მეორე ზოლში იყო, მაგრამ უცებ მეორე მხრიდან წამოსული ავტომობილის სინათლემ თვალი მოჭრა, რა დროსაც წინ მყოფი მანქანა მის ზოლში გადმოვიდა და ავარია მოხდა. ასეთი რამე ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლებ დაემართოს, რა დროსაც საუკეთესო ვარიანტი დაზღვევაა. არტური თიბისი დაზღვევის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევით სარგებლობდა და ამიტომ ზარალი მთლიანად აუნაზღაურეს.
"დაზარალებულს $3 600-ზე მეტი აუნაზღაურეს, ხოლო მე $4 000 და მანქანაც გამოგვატანეს, რომელიც ორივემ დაშლილებში ჩავაბარეთ", ამბობს არტური.
დავით ლიპარტელიანს კი თიბისი დაზღვევის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევით მოსარგებლე პირი დაეჯახა და მას 8 ათას ლარზე მეტი ზარალი მიაყენა. დავითი თბილისში მოდიოდა, რა დროსაც ჩოხატაურთან მის მხარეს საპირისპიროდ მოძრავი მანქანა გადმოვიდა და დაეჯახა. თანხა დაახლოებით 10 დღეში ჩაურიცხეს, რითაც მანქანა შეაკეთა და ახლაც წარმატებულად სარგებლობს.
ასეთ სიტუაციებში მოხვედრისგან არავინაა დაზღვეული, სამაგიეროდ თავად ასეთი სიტუაციების დაზღვევა შეგიძლიათ.
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის სამი პაკეტია ხელმისაწვდომი, რომლებიც წლიური გადასახდელი თანხით და ასანაზღაურებელი ლიმიტით განსხვავდება:
- წელიწადში 50 ლარის გადახდის შემთხვევაში ანაზღაურდება 5000 ლარი;
- წელიწადში 100 ლარის შემთხვევაში ანაზღაურდება 10 000 ლარი;
- წელიწადში 150 ლარის გადახდის შემთხევაში 25 000 ლარი.
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო დაზღვევაა მძღოლებისათვის და იმ შემთხვევას ითვალისწინებს, როდესაც ავტომობილის მართვისას მძღოლი აზიანებს სხვის ავტომობილს, ქონებას ან ჯანმრთელობას. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ყველა ამ ხარჯის ანაზღაურებას გულისხმობს.
ანაზღაურება მოხდება, მომხმარებლის მიერ წინასწარ არჩეული ლიმიტის ფარგლებში მაქსიმუმ
5 ათასი ან 10 ათასი ლარის ოდენობით.
რაც მთავარია, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა ძალიან მარტივია, მხოლოდ რამდენიმე წუთი და ფეისბუკ მესენჯერია საჭირო. საქმე ისაა, რომ თიბისი დაზღვევის ჩატბოტმა, ბი ბოტმა ახალი სადაზღვევო პროდუქტის დამზადება ისწავლა. ანუ თქვენი მანქანა პირდაპირ ფეისბუკიდან შეგიძლიათ დააზღვიოთ. პოლისს თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ, ხოლო მისი მოქმედების ვადა ერთი წელი იქნება.
ამ ეტაპზე ბი ბოტის საშუალებით სამოგზაურო დაზღვევის, D1 ავტოდაზღვევის დაავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენაა შესაძლებელი. ბი ბოტი მუდმივად ვითარდება დასულ მალე სხვა სადაზღვევო პროდუქტებსაც შემოგთავაზებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა






კომენტარები