სპორტსმენები პენისებს "იზრდიან"? — სკანდალი ზამთრის ოლიმპიადის წინ
ფოტო: Getty Images
იტალიაში ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება. მასშტაბური სპორტული ფესტივალი სტარტს 6 თებერვალს აიღებს. თუმცა, ოლიმპიადის დაწყებამდე, სპორტული საზოგადოების ყურადღება მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ მიიქცია: გერმანული ტაბლოიდის ცნობით, ტრამპლინიდან თხილამურებით მხტომელები კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად "პენისებს" იზრდიან.
გაზეთი Bild ამტკიცებს, რომ სპორტსმენები ჰიალურონმჟავის ინიექციას იკეთებენ, რათა უბის მიდამოს გაზრდით უფრო მაღლა ახტნენ. როგორც ირკვევა, აეროდინამიკული ასპექტით, მხტომელებისთვის კომბინეზონის ზომას მნიშვნელობა აქვს — რაც უფრო დიდია კოსტიუმი, მით მეტად მომგებიან მდგომარეობაში აყენებს სპორტსმენს.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, კომბინეზონის გარშემოწერილობის ყოველი 2 სანტიმეტრის გაზრდით, გრავიტაციული წინააღმდეგობა 4%-ით მცირდება და ხტომა 5%-ით მაღლდება; უფრო ზუსტად, კოსტიუმის 2სმ-იან ცვლილებას 5,8-მეტრიანი უპირატესობის მოცემა შეუძლია.
კოსტიუმების შესაკერად, სპორტის ამ სახეობაში მოასპარეზეებს ყოველი სეზონის წინ 3D სკანერის გამოყენებით უღებენ ზომებს. კომბინეზონი ზუსტად უნდა იმეორებდეს სპორტსმენის გარშემოწერილობას. Bild-ის მტკიცებით კი, მხტომელები სამოსის ზომის გასაზრდელად სხვადასხვა გზას მიმართავენ, მათ შორის, საცვალში თიხის ჩადებას და საეჭვო ნივთიერების შეშხაპუნებას, არც მეტი, არც ნაკლები, პენისებში.
გაზეთში ექიმის განცხადებაცაა მოყვანილი, სადაც ნათქვამია, რომ პარაფინისა და ჰიალურონმჟავის გამოყენებით ნამდვილად არის შესაძლებელი, პენისმა ზომაში დროებით მოიმატოს, თუმცა, ამგვარი ინიექციები სამედიცინო თვალსაზრისით გაუმართლებელია და გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული.
თუმცა, სკანდალურმა ცნობებმა მედია ისე მოიცვა, რომ საკითხით მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოც (WADA) კი დაინტერესდა. ორგანიზაციის პრეზიდენტმა, პოლონელმა ვიტოლდ ბანკამ, პირობა დადო, რომ ამბავს აუცილებლად მოიკვლევს, რადგან თავის სამშობლოში ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა სპორტის პოპულარული სახეობაა.
"თავად არ ვიცნობ ამ სპორტის სპეციფიკას კარგად და არ ვიცი, რამდენად არის შესაძლებელი, ხტომის გაუმჯობესება ასე", — აღნიშნა WADA-ის გენერალურმა დირექტორმა ოლივიე ნილიმ პრესკონფერენციაზე, — "თუკი რამე გამოაშკარავდება, ამას მოვიკვლევთ და ვნახავთ, რამდენად არის დოპინგთან დაკავშირებული. ხტომის გაუმჯობესების არადოპინგურ მეთოდებზე კი ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ".
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, მსოფლიო სათხილამურო ჩემპიონატზე, ორ ნორვეგიელ მხტომელს, ოლიმპიურ ჩემპიონებს, შეჯიბრებებზე ასპარეზობა დროებით აეკრძალათ. მიზეზი მაშინაც მსგავს მანიპულაციას უკავშირდებოდა, რაც მოგვიანებით მწვრთნელმაც დაადასტურა: გავრცელდა ვიდეო, როგორ ცდილობდა ნორვეგიის გუნდი სპორტსმენების კოსტიუმების ზომის შეცვლას უბის არის გაზრდით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები