8 თებერვალს "თავისუფლების მოედნის" ფორუმი – "ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის" გაიმართება
8 თებერვალს "ექსპო ჯორჯიაში" (პავილიონი 11), 15:00 საათზე, პარტია თავისუფლების მოედნისა და "საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის" ორგანიზებით, გაიმართება საჯარო სამოქალაქო ფორუმი — "ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის".
ფორუმის სპიკერები არიან: ნინო კასრაძე, თოზუ გულმამედლი, ვაჟა გაფრინდაშვილი, დათია ბადალაშვილი, ნინო დობორჯგინიძე, ლევან ღამბაშიძე და ლევან ცუცქირიძე
"რეპრესიები უფრო და უფრო მკაცრ ფორმებს იღებს, თუმცა იძულებითი პოლარიზაციის პოლიტიკა ნელ-ნელა კარგავს გავლენას. პოლიტიკური და სოციალური განსხვავებების მიუხედავად, ქართველები ერთიანდებიან. ეს ღონისძიება სწორედ ამ ცვლილების დასტურია.
საქართველოს მხოლოდ წინააღმდეგობა აღარ ჰყოფნის. საჭიროა სარწმუნო ალტერნატივა, მკაფიო მიმართულება, თუ რა უნდა მოხდეს ცვლილებების შემდეგ და სამოქალაქო შესაძლებლობა, ეს რეალობად იქცეს. ეს ფორუმი ამ პროცესის დასაწყისია და ის არ არის მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიება. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა გადამწყვეტ ეტაპზე საზოგადოება იკრიბებოდა და ერთად მსჯელობდა, თუ როგორი ქვეყნის აშენება სურდა. დღეს საქართველო კვლავ ისტორიულ გზაგასაყარზე დგას და ისევ ისმის მთავარი კითხვა: როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება?
8 თებერვლის ფორუმი ჩაუყრის საფუძველს ხანგრძლივ სამოქალაქო პროცესს, საერთო
პლატფორმას, რომელიც ღონისძიების ფარგლებს გასცდება და დააკავშირებს ადამიანებს, იდეებსა და ქმედებებს ცვლილებების შესაქმნელად, საზოგადოებრივი ძალის გასაძლიერებლად და იმედის აღსადგენად.
წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური პროგრამების წარდგენის ნაცვლად, ფორუმი ეფუძნება ღია, მოდერირებულ დისკუსიას შემდეგ საკითხებზე:
● როგორი საქართველოს გულისთვის ღირს ბრძოლა მომდევნო ორი–სამი ათწლეულის
განმავლობაში?
● რა აფერხებდა ამ ხედვის განხორციელებას დამოუკიდებლობის შემდეგ და როგორ შეიძლება
ამ ბარიერების დაძლევა?
● რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებაში?
პროგრამა მოიცავს სტრუქტურირებულ გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს და აუდიტორიის
აქტიურ ჩართულობას. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს შვიდი სპიკერი სხვადასხვა პროფესიული სფეროდან.
ფორუმის თარიღი 8 თებერვალი სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს საქართველოს ისტორიაში. ეს არის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე და პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების თარიღი, ორივე დაკავშირებული სახელმწიფოს განახლებასთან, სამოქალაქო ძალასთან და გრძელვადიან ეროვნულ ხედვასთან.
ფორუმის ფარგლებში დამსწრე სტუმრები, გამომსვლელებთან ერთად იმსჯელებენ საქართველოს მომავალზე: როგორი ქვეყნის აშენება ღირს შემდეგი 20-30 წლის განმავლობაში. ეს არ იქნება ერთჯერადი შეკრება, ფორუმის განმავლობაში ჩამოყალიბებული ხედვების განხორციელება შემდეგი ნაბიჯია.
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/FjZGJoLtKP1pT63h8
დასწრების მსურველთათვის კარი ღია იქნება რეგისტრაციის გარეშეც", — წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები