"ჩემი ქმარი ყოველთვის გეი კაცად მიცნობდა" — ოლივია კოლმანი თავის არაბინარულ იდენტობაზე
ფოტო: PA
ოსკაროსანი ინგლისელი მსახიობი ოლივია კოლმანი თავის გენდერულ იდენტობაზე საჯაროდ პირველად საუბრობს. 52 წლის კინოვარსკვლავი ამბობს, რომ "მოზღვავებული ქალურობის" განცდა არასდროს ჰქონია. კოლმანის უახლესი ფილმია Jimpa, სადაც მის პერსონაჟს არაბინარული გენდერული იდენტობის შვილი ჰყავს. იმის გათვალისწინებით, რომ ოლივიას ფილმოგრაფიაში მრავლად შეხვდებით ქვიარ თემებს, ცოტა ხნის წინანდელ ინტერვიუში მას ჰკითხეს, რატომაა ამბები ლგბტქ ადამიანებზე მისთვის, როგორც მსახიობისთვის, საინტერესო.
"მიხარია, როცა ამ [ლგბტქ] თემში გულთბილად მიღებენ, ეს ჩემთვის დიდი პატივია. აქ უსათუთეს და უმშვენიერეს ამბებს შეხვდებით", — აღნიშნავს კოლმანი, — "მთელი ჩემი ცხოვრება გამუდმებით ვუმტკიცებდი ხალხს, რომ გარკვეულწილად არაბინარულად ვგრძნობდი თავს".
არაბინარული გენდერული იდენტობა არ განეკუთვნება გენდერის ბინარულ გაგებას, ორობით სისტემას (რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ინდივიდი შეიძლება იყოს ან კაცი, ან ქალი).
"ჩემი ქმარი ყოველთვის გეი კაცად მიცნობდა", — აგრძელებს ოლივია, — "მას ეს ესმის, ასე რომ, დაძაბულობას ან უცხოობას არ შევუწუხებივარ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ერთდროულად რამდენიმე ბანაკს ვეკუთვნი და ბევრს ვიცნობ, ვინც ასეა. დიდ დროს არ ვატარებ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მტკიცედ ჰეტეროსექსუალად წარმოდგება. კაცები, რომლებსაც ვიცნობ და რომლებიც მიყვარს, თავიანთი ბუნების ყველა მხარეს იცნობენ".
საუბარში მსახიობს Jimpa-ის რეჟისორი სოფი ჰაიდიც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ "ქალად აღზრდა და სოციუმში ქალის როლის მორგება არ უნდა იყოს შემზღუდველი", რადგან ეს გაგება "პრობლემურია" და მას "ბევრი ვერ ერგება".
"ამ მხრივ კაცებიც შეზღუდულები არიან, მათ მიმართაც არსებობს მოლოდინები, რომელთა გამართლებაც მოეთხოვებათ", — ამატებს კოლმანი, — "ჩემი და ჩემი ქმრის შემთხვევაში, ვცდილობთ, მორიგეობით მოვირგოთ 'ძლიერის' როლი ან ვიყოთ უფრო მეტად ნაზი. მიმაჩნია, რომ ყოველ ჩვენგანშია ყველა მხარე. ასე მიმაჩნდა ყოველთვის, მაგრამ მხოლოდ ახლაღა, ოდთან [ოდ მეისონ-ჰაიდი, Jimpa-ში მთავარი როლის შემსრულებელი არაბინარული გენდერული იდენტობის მსახიობი] და მათ თემთან საუბრისას აღმოვაჩინე, რომ უჩვეულო არაფერი ყოფილა ამაში".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები