თეგეტა ქარსის 2025 — რეკორდული გაყიდვები, ახალი ბრენდები და რეგიონული ექსპანსია
ფოტო: თეგეტა
2025 წელი თეგეტა ქარსისთვის მრავალმხრივი განვითარების წელი იყო. კომპანიამ გაყიდვებში რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, პორტფელი ლეგენდარული ბრენდებით გაამდიდრა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რეგიონული ექსპანსიის კუთხით და არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
პეტრე წაქაძე, თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: “უკვე ტრადიციად გვექცა, რომ ყოველი მომდევნო წელი რეკორდით დავხუროთ. 2025 წელს თეგეტა ქარსის პარტნიორი რვა ბრენდის 5,000-ზე მეტი ახალი ავტომობილი გავყიდეთ, რაც 2024 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 1,000 ერთეულით აღემატება და კომპანიის ახალი რეკორდია.
ფოტო: თეგეტა
აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში მთელი საქართველოს ახალი ავტომობილების ბაზარი დაახლოებით ამ ზომის იყო. ახლა კი მსგავსი შედეგის მიღწევა ერთმა კომპანიამ შეძლო, რაც შთამბეჭდავია“.
გაყიდვების ზრდასთან ერთად, თეგეტა ქარსმა განსაკუთრებული ყურადღება მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას დაუთმო. მიდგომა მოიცავს ავტომობილის სრულ სასიცოცხლო ციკლს: თეგეტა ქარსი მომხმარებელს თრეიდ-ინის აქციის ფარგლებში ახალ ავტომობილს სთავაზობს, ხოლო ჩაბარებულ ავტომობილს ხელმეორე რეალიზაციისთვის იყენებს.
კომპანია არანაკლებ პრიორიტეტულად მიიჩნევს ახალი მომხმარებლების მოზიდვასაც. თეგეტა ქარსის სერვისით 2025 წელს დამატებით 2,400-მა ახალმა მომხმარებელმა ისარგებლა, საერთო ჯამში კი, მომსახურება 20,000-მდე ავტომობილმა მიიღო.
“უნიკალური მომხმარებლების რაოდენობის ზრდა მდგრადი ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შეიძლება ბრუნვა გაიზარდოს ინფლაციის ან ერთი და იმავე მომხმარებლის განმეორებითი ვიზიტების ხარჯზე, მაგრამ სწორედ ახალი მომხმარებლების მოზიდვა არის ის, რაც ბიზნესის გრძელვადიან სტაბილურობას ქმნის“. — აღნიშნავს პეტრე წაქაძე.
ფოტო: თეგეტა
გასული წელი განსაკუთრებული იყო ლუქსსეგმენტის ათვისების კუთხითაც. თეგეტა ქარსის პორტფელს ორი ლეგენდარული ბრენდი: იტალიური Lamborghini და ბრიტანული Bentley დაემატა. Bentley-სთვის ეს იყო სრული ოპერირების პირველი წელი ქართულ ბაზარზე, რომლის განმავლობაშიც 22 ავტომობილი გაიყიდა. რაც შეეხება Lamborghini-ს, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2025 წლის ივნისში გამოჩნდა, ნახევარი წლის განმავლობაში თეგეტა ქარსმა ამ ბრენდის 17 ავტომობილი გაყიდა.
ფოტო: თეგეტა
პეტრე წაქაძე, თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: "ფანტასტიკური — ეს სიტყვა ყველაზე ზუსტად აღწერს Bentley-სა და Lamborghini-ს პირველ წელს ჩვენს პორტფელში. ბრენდების შემოყვანამდე გვქონდა გათვლა, თუ როგორ უნდა დაგვეხურა წელი, თუმცა მიღებულმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.
მიმდინარე წლის მიზანი კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლების მიღწევაა. გვჯერა, რომ ჩვენი გუნდისა და ბრენდების გლობალური პრაქტიკების სინერგიული მუშაობა მოგვცემს საშუალებას, მომავალში რეკორდულ შედეგებს ამ კუთხითაც მივაღწიოთ“.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ქარსმა გასულ წელს პარტნიორობა გააძლიერა ელექტრომობილების სეგმენტში მოწინავე ჩინურ ბრენდებთან: Zeekr-სა და Geely-სთან. მათი გაყიდვები, როგორც წლიურ ჭრილში, ისე ყოველთვიურადაც ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა.
გარდა ამისა, გასულ წელს კომპანიამ ბაზარს განსაკუთრებული სიახლე შესთავაზა — ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე.
“ხშირ შემთხვევაში, ძვირად შეძენილი ელექტრომობილის ღირებულება სამი-ოთხი წლის შემდეგ თითქმის ნულზე ჩამოდის. მომხმარებლებისთვის ეს წუხილი რომ მოგვეხსნა, შევქმენით ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება, რომელიც პირველ წელს 15%-ს უტოლდება, მეორე წელს — 10%-ს და ა.შ.“ — აღნიშნავს თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი.
2025 წელს თეგეტა ქარსისთვის მნიშვნელოვანი იყო ფლიტმენეჯმენტის სერვისის განვითარება, რომლის ფარგლებშიც კომპანია ბიზნესებს ავტოპარკის მოვლისა და პატრონობის სრულ მომსახურებას ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით სთავაზობს. ეს მათ საშუალებას აძლევს, თავიდან აირიდონ არაპროგნოზირებადი ხარჯები და ფინანსური რესურსი საკუთარი ძირითადი საქმიანობის განვითარებას მოახმარონ.
ფოტო: თეგეტა
გასული წელი წარმატებული აღმოჩნდა რეგიონული გაფართოების თვალსაზრისითაც. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში Volvo-ს VRE-კონცეფციის შოურუმი გაიხსნა. პარალელურად, Volvo-ს შოურუმისა და სერვისცენტრის მშენებლობა სომხეთშიც დაიწყო. ამასთან ერთად, კომპანიის აქტიური ინტერესის სფეროა უზბეკეთის სწრაფად მზარდი ბაზარიც.
თეგეტა ქარსი საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას მომდევნო წლების ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს. კომპანია ამ კუთხით არაერთ სიახლეს აანონსებს.
--
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Bentley, Lamborghini, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Auto Gallery, Europcar, Indian – კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა, კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდეგ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 16 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები