ამირან გამყრელიძე: პრობლემად რჩება ბაზარზე აფთიაქების სიჭარბე, მაგრამ აქაც უცბად დანია და შვეიცარია ვერ გავხდებით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე IPN-თან საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფო მედიკამენტების ფასების რეგულაციას სიფრთხილით უნდა მიუდგეს, რათა ბაზარზე მნიშვნელოვანი მედიკამენტების დეფიციტი არ გამოიწვიონ.
გამყრელიძემ ასევე დასძინა, რომ ბაზარზე აფთიაქების სიჭარბე პრობლემად რჩება, მაგრამ ეს პრობლემა სწრაფად ვერ მოგვარდება და ჯანმოს რეკომენდაციების გათვალისწინებაა საჭირო.
"ზოგადად, მედიკამენტების ფასების რეგულაციას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ბაზარზე მნიშვნელოვანი მედიკამენტების დეფიციტს გამოიწვევს. წამლები მოსახლეობისთვის ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროებაა საკვები, შემდეგ კი — მედიკამენტი. ამიტომ რეგულაციების შემოღებისას აუცილებელია ბალანსირებული მიდგომა და მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის.
დღეს საქართველოში თავისუფალი ბაზარია და იშვიათად ფიქსირდება რომელიმე მედიკამენტის დეფიციტი. აღარ არსებობს სახელმწიფო მომარაგების სისტემა, როგორიც საბჭოთა პერიოდში იყო, როდესაც მთავარი სააფთიაქო სამმართველო უზრუნველყოფდა წამლების შემოტანასა და განაწილებას და პროცესი სახელმწიფო სუბსიდირებით ხორციელდებოდა. მაშინ არჩევანი და ხარისხი გაცილებით შეზღუდული იყო, ვიდრე დღეს. სწორედ ამიტომ, არ უნდა დავუშვათ მედიკამენტების დეფიციტის წარმოშობა.
ქვეყანაში სააფთიაქო ქსელები ინფრასტრუქტურისა და მომსახურების კუთხით საკმაოდ ძლიერად არიან წარმოდგენილნი. ბრენდული აფთიაქები მომსახურების კულტურით დასავლურ სტანდარტებს არ ჩამოუვარდებიან. თუმცა პრობლემად რჩება ბაზარზე აფთიაქების სიჭარბე - როგორც მსხვილი, ისე წვრილი ობიექტების სახით. ეს საკითხი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში იდგა დღის წესრიგში, მათ შორის 1997 წელს, წამლის კანონის მიღების პროცესშიც, აქაც კარგად არის გასათვალისწინებელი საერთაშორისო გამოცდილება და ჯანმოს რეკომენდაციები, მაგრამ აქაც უცბად დანია და შვეიცარია თუ ავსტრია ვერ გავხდებით.
მეორე მხრივ, გვაქვს ვითარება, როდესაც მოქალაქეს უწევს ერთი აფთიაქიდან მეორეში გადასვლა, რადგან კონკრეტული მედიკამენტის ღირებულებას სახელმწიფო ვერ ფარავს. ასეთი პრობლემები ერთ ან ორ დღეში, ან თუნდაც ერთ-ორ თვეში ვერ მოგვარდება. საჭიროა მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება, რათა მივუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ცივილიზებულ ქვეყნებში მოქმედებს," — განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ოცნების პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია 2 თებერვალს შეიქმნა. მას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიაში სულ 14 წევრია:
ქართული ოცნების კვოტით: ნინო წილოსანი, მაია ბითაძე, შოთა ბერეკაშვილი, პაატა კვიჟინაძე, ვახტანგ თურნავა, ზაზა ლომინაძე, გელა სამხარაული.
გახარია — საქართველოსთვის კვოტით: გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე, ქეთევან ბაკარაძე.
ხალხის ძალის კვოტით: გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ეკა სეფაშვილი.
ევროპელი სოციალისტების კვოტით: ილია ინჯია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები