რატომ უნდა დაიწყოთ დილა მზის 10-წუთიანი აბაზანით?
ფოტო: Vecteezy
ბევრი ადამიანისთვის დილა ყავითა და სოციალური ქსელების დათვალიერებით იწყება, თუმცა გამოსაფხიზლებლად ორგანიზმს ყავაზე მეტად სინათლე სჭირდება. ეზოში, აივანზე თუ ფანჯარასთან, მზის სხივების ქვეშ გატარებული სულ რაღაც 10 წუთი ენერგიული დღისა და მშვიდი ძილის საწინდარია.
ფოტო: Unsplash
რა სარგებელი მოაქვს მზის სხივებს?
ფოტო: Village Life
გვიუმჯობესებს განწყობას
მზის სინათლე ტვინში სეროტონინის — ბედნიერების ჰორმონის — გამოყოფას უწყობს ხელს. დეპრესიისა თუ ცუდი განწყობის ძირითადი მიზეზი ხშირად სწორედ სეროტონინის ნაკლებობაა ორგანიზმში (განსაკუთრებით ზამთარში, როცა მზეს იშვიათად ვხედავთ). კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც გარეთ მეტ დროს ატარებენ, თავს ემოციურად ბევრად უფრო სტაბილურად გრძნობენ. ასე რომ, თუ გრძნობთ, რომ ხასიათი გაგიფუჭდათ, შენობაში გამოკეტვის ნაცვლად, გარეთ გადით და მზის სხივებს მიეფიცხეთ.
გვეხმარება მნიშვნელოვანი ნივთიერებების გამომუშავებაში
ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ამ დროს კი, D ვიტამინი გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც ძვლების სიმტკიცისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ისე იმუნური სისტემის სიძლიერესა და კუნთების გამართულ მუშაობაში.
ფოტო: SciTechDaily
მზის სხივების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ მას ორგანიზმში D ვიტამინის წარმოქმნის დაწყება შეუძლია. მართალია, D ვიტამინის მიღება გარკვეული საკვები პროდუქტებიდანაცაა შესაძლებელი, თუმცა ადამიანების უმეტესობა ამ ვიტამინის საჭირო რაოდენობას მხოლოდ კვებით ვერ იღებს.
აუმჯობესებს ძილის ხარისხს
ფოტო: UND
მზის დახმარებით გამომუშავებული ჰორმონი სეროტონინი მონაწილეობს კიდევ ერთი ჰორმონის — მელატონინის წარმოქმნაშიც, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ძილზე. როდესაც ორგანიზმში სეროტონინის დონე დაბალანსებულია, დიდია ალბათობა, რომ მელატონინის მაჩვენებელიც მოწესრიგდეს, რაც უფრო მშვიდ ძილს ნიშნავს.
დილით მიღებული მზის სხივები დღის განმავლობაში სიფხიზლეს, საღამოს კი მოთენთილობას და ადვილად დაძინებას იწვევს. თუმცა, თუ ძილის წინ ორი საათით ადრე კაშკაშა შუქის ქვეშ მოხვდებით, ორგანიზმს საპირისპირო რეაქცია ექნება — ჩაძინება გაგირთულდებათ.
მთავარია, ზომიერება დაიცვათ და მზის ქვეშ ზედმეტად დიდხანს დარჩენას მოერიდოთ.
მიუხედავად ამდენი სარგებლისა, მზესთან ურთიერთობისას სიფრთხილის დაცვაც აუცილებელია. ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბმა დოზამ შესაძლოა კანის დაზიანება, ნაადრევი დაბერება და ლაქების გაჩენა გამოიწვიოს. ამ უარყოფითი ეფექტებისგან თავის დასაცავად მზისგან დამცავი კრემი და მზის სათვალე შეგიძლიათ გამოიყენოთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები