რატომ ჯდება "იაფი მშენებლობა" უფრო ძვირი
ფოტო: Freepik
დაზოგვა გამორჩეულად კარგი და საჭირო ჩვევაა — გონიერი ადამიანები ყოველთვის ფიქრობენ მომავალზე და ცდილობენ, რესურსები ჭკვიანურად გადაანაწილონ. უსაფრთხოების განცდა, რომელიც იმის ცოდნას მოჰყვება, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მეტ-ნაკლებად მზად ხარ, შეუფასებელია. ამიტომაა სწორი, სეზონურ ფასდაკლებებს რომ ველოდებით სასურველი ნივთის შესაძენად. ვცდილობთ, ხშირად მოვამზადოთ საჭმელი სახლში და ნაკლებად ვხარჯოთ ზედმეტი ფული გარეთ ჭამაში. პროდუქტი ბაზარში ვიყიდოთ და ფასებსაც დავაკვირდეთ. საკუთარ თავს უარი ვუთხრათ (ზოგჯერ მაინც) ისეთი ნივთების ყიდვაზე, რომლებიც არაფერში გვჭირდება და ა.შ.
თუმცა, ისეც ხდება ხოლმე, რომ ეკონომია ზოგჯერ უფრო ძვირი გვიჯდება. ამიტომ, დაზოგვა კი არის ჭკვიანური ქცევა, მაგრამ ჭკვიანურადვე სჭირდება მიდგომა. მაგალითად, ბაზარში პროდუქტის ყიდვისას რისკი მცირეა — თუ უხარისხო ბოსტნეული შეგვხვდა, მაქსიმუმ ერთი დღის ვახშამი გაფუჭდეს. მართალია, ესეც შეცდომაა და ფინანსურად წამგებიანიც (რადგან მეორედ მოგიწევთ იმავე პროდუქტში ფულის გადახდა), მაგრამ დრამატული შეცდომა მაინც არაა — ზიანი მხოლოდ ერთი დღის ბიუჯეტს ადგება.
მშენებლობა კი სულ სხვა საქმეა. აქ დაზოგვა მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როცა ის ხარისხის, უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი გამძლეობის ხარჯზე არ ხდება. მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომა ერთი დღის პრობლემა არ არის, მერეც ბევრი წელი შეგვახსენებს თავს და ფინანსურადაც სერიოზულად დაგვაზიანებს.
აი, რატომ უნდა მივუდგეთ მშენებლობისას დაზოგვას განსაკუთრებული სიფრთხილით და რა უნდა გავითვალისწინოთ:
1. შეცდომაა, როცა არ ვგეგმავთ
მშენებლობისას, ისეთ საქმეში, რომელსაც ფიზიკური და ხელშესახები შედეგი არ აქვს, ფულის დახარჯვა ხშირად გვენანება. არადა, სინამდვილეში, კარგად გაწერილი პროექტისა და გეგმის გარეშე, მშენებლობა "ბრმა" პროცესია. ყველაფრის გათვლა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. თუმცა, სწორად განსაზღვრული ვადები, დათვლილი მასალა, ნახაზები და გეგმა შუა პროცესში დაშვებული შეცდომისგან მაქსიმალურად გვიცავს. ამ შეცდომების გამოსწორება კი, გაცილებით ძვირი გვიჯდება.
ფოტო: Freepik
2. მყარი საფუძველი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
სახლის საყრდენი სისტემა უმნიშვნელოვანესი დეტალია. მშენებლობის ამ ეტაპზე მასალაზე თანხის დაზოგვა, არაგონივრული გადაწყვეტილება და ყველაზე ზუსტი დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება "იაფი მშენებლობა" საბოლოოდ ბევრად ძვირი დაჯდეს.
თუ უხარისხო არმატურას ან ნაკლებად გამძლე ბეტონს გამოიყენებ, დიდია შანსი, რომ სახლი "დაიძრას". ბზარების შეკეთება და კონსტრუქციის გამაგრება კი მომავალში იმაზე მეტ ფინანსურ რესურსს მოითხოვს შენგან, ვიდრე თავად სახლის აშენება.
3. კვალიფიციური ხელოსნები
ცდუნება, რომ საქმე იმ ადამიანს მიანდო, რომელიც სხვაზე ნაკლებ გასამრჯელოს ითხოვს და თან "ყველაფერი შეუძლია", დიდია. თუმცა, ასეთ შემთხვევებში, განსაკუთრებული სიფრთხილეა ხოლმე საჭირო.
ფოტო: Freepik
მრუდი კედლები, არასწორად გაყვანილი ელექტრობა და სანტექნიკა მოგვიანებით ორმაგი ხარჯის გაღებას ნიშნავს. ამიტომ, უკეთესია, საქმე თავიდანვე გამოცდილ და პროფესიონალ ხელოსნებთან დაიჭირო იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სხვაზე ცოტა მეტ ანაზღაურებას ითხოვენ.
4. ენერგოეფექტურობა
თბოიზოლაციაზე უარის თქმა ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, რომელსაც ადამიანები მშენებლობისას უშვებენ. სახლი, რომელიც სითბოს ვერ ინარჩუნებს, შემდეგ უკვე ყოველთვიურად "გპარავს" ფულს. იმ თანხას კი, რასაც დაზოგავ, სულ რაღაც 2-3 წელიწადში კომუნალურ გადასახადებში დაკარგავ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ენერგოეფექტური სახლი ყველაზე გონივრული "ინვესტიციაა".
5. პროფესიონალური ტექნიკის ქირაობა
ზოგჯერ, იმ სამუშაოებისთვის, რომელთა შესრულება ხელითაც გამოდის, ტექნიკის ყიდვა ან ქირაობა, ზედმეტ ხარჯს ჰგავს. არადა, თანამედროვე ტექნიკის (ამწის, საზომი ლაზერის, ბეტონის ღარსაღის და ა.შ.) ქირაობა საქმეს აჩქარებს და სიზუსტესაც მატებს. ამით დროსაც ვზოგავთ, რესურსებსაც და შეცდომების დაშვების რისკსაც მინიმუმამდე ვამცირებთ.
ტექნიკის ქირაობა ნამდვილად გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე გაჭიანურებული მშენებლობა ან დაზიანებული მასალები.
ფოტო: MBG
გახსოვდეს, რომ გონიერი ადამიანი ისაა, ვინც ისე აშენებს, რომ მომავალი 30 წელი რემონტზე და ზედმეტ ხარჯებზე ფიქრი აღარ დასჭირდეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები