ე.წ საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირველი სასამართლო პროცესის ქრონიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე წინასასამართლო პროცესი გაიმართა. საქმეზე ბრალი 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აქვს წაყენებული — მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. დღევანდელ სასამართლო პროცესს მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია და ნიკა მელია არ ესწრებოდნენ. საქმეს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი განიხილავდა.
სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ საქმის მასალებში არ არის დაკონკრეტებული, თუ ვის რა ბრალი ედება ან რა არის ამ ბრალდების დამადასტურებელი საბუთი.
"ასეთი უცნაური საქმე 30 წელია არ მქონია, ჩაყრილია მტკიცებულებები და ვის რას ეხება არ ვიცი, ვერც გამოყოფის შუამდგომლობას ვაყენებ, რადგან ამას განხილვის ეს ეტაპი არ ითვალისწინებს. არ შეიძლება ასე მტკიცებულებების წარმოდგენა — მე თქვენ მოგიტანს ამდენ ტომს და მოდი გაარკვიეთ. მიმითითეთ, რომელი ეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და მერე ვიმსჯელებ დასაშვებობა, არდასაშვებობაზე... ვიცით ეს საქმე როგორ დაიწყო და როგორ მოვიდა აქამდე.
75-გვერდიანი ნუსხიდან ვერ ვახდენთ იდენტიფიცირებას, რომელი მტკიცებულება ვის ეხება, გვითხრან.
მე რომ დავაყენო დაუშვებლობა რაღაც მტკიცებულების მიმართ, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეხება, პროკურორს შეუძლია თქვას, რომ სხვა ბრალდებულს ეხება, არაკომპეტენტური შუამდგომლობა გამოდის," — განაცხადა მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ სასამართლო პროცესზე.
იგივე პრობლემა წამოჭრა გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემაც. მისი განმარტებით, საქმის მასალები შუამდგომლობის დაყენებას, საქმეში არსებულ დეტალზე, დაცვის მხარისთვის შეუძლებელს ხდის.
სასამართლო პროცესზე მყოფმა არც ერთმა ბრალდებულმა წაყენებული ბრალი არ აღიარა. კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განმარტებით "ბრალის დადგენილებაში — "იმან ეს ქნა, ამან ეს ქნაც" კი არ წერია" და საქმის მასალებში მისი სახელი მხოლოდ ორჯერაა ნახსენები.
"ბრალის დადგენილებაში — "იმან ეს ქნა, ამან ეს ქნაც" კი არ წერია. მოყვანილია სისხლის სამართლის ფორმა, ჩამოთვლილია მტკიცებულებების სახეობები. ჩემი ბრალის საქმეში, ჩემზე არაფერი წერია — არაფერი. ორი წინადადებით წერია ჩემზე, პოლიციელების ჩვენებაში, რომ "5-6 კაცი იდგა, მათ შორის ერთ-ერთი მგონი, ეგ იყო და საუბრობდნენ, მაგრამ რაზე საუბრობდნენ, არ ვიცი, არ მესმოდაო". ამ ამდენუცნობიან განტოლებაში ბრალი როგორ უნდა წამიყენოთ? ამაზე ქვემოთ რა ტივტივებს?
X,Y და Z-ებია საქმეში და ჩემი თავი როგორ უნდა ამოვიცნო? იქნებ რას ვამბობ, იქნებ უარვყოფ, რომ იქ ვიყავი, იქნებ იმ დროს თბილისში არ ვიყავი, ამიტომ არ წერია რიცხვი, რომ არ ააცილოთ. რა მარტივი გამოსავალი გიპოვიათ. უკვე ეჭვი მეპარება, რომ ეს პოლიციელები ბუნებაში არსებობენ. ამის გარდა კი დანარჩენი ყველაფერი მოსაზრებებია, რომელიც ჩემი ბრალის წინაპირობას წარმოშობს. ფრაზაც არ წერია სად და როდის ვიდექი. საქმე რომ მოსამართლემ არსებით განსახილველად გადასცეს, ეს როგორ უნდა დაასაბუთოს, როდესაც ადამიანი საქმეში ნახსენები არ არის. ან აქ რატომ ვართ და რა გვაკავშირებს ერთმანეთთან. ავტომატით ხომ არ დავდევდით ვინმეს? ავტომატით ბადრის [ჯაფარიძე] რომ დასდევდნენ და ლაკასაც [ელენე ხოშტარი] ვიცი, ჩემს მშობლებსაც," — განაცხადა ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე. (წყარო IPN)
ნიკა გვარამიას პოზიციას შეუერთდნენ სხვა ბრალდებულებიც. კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სისხლის სამართლის აღნიშნული საქმე "ბოდვად" შეაფასა და საქმის ყველა ტომს "სრული სისულელე" უწოდა.
რაც შეეხება საქართველოს მე-3 პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს — მან მოსამართლისგან სიტყვიერი გაფრთხილება მრავალჯერ მიიღო. სტანდარტული სასამართლო პროცედურისას, როდესაც ბრალდებულს წაყენებულ ბრალს აცნობენ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის "ზვიგენის შეურაცხყოფაში თავს დამნაშავედ არ ცნობს".
"მოსამართლე: მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება...
სააკაშვილი: ოოო, იეს
მოსამართლე: გაგაძევებთ
სააკაშვილი: დაგეთანხმეთ, რა გინდათ
[ისევ რეპლიკა... მოსამართლე აფრთხილებს: კიდევ ერთი რეპლიკა და გაგაძევებთ]
მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ პასუხობს:
"ზვიგენის შეურაცხყოფაში თავს არ ვცნობ დამნაშავედ...ბრალი წაიკითხეთ, იქ დევს ზვიგენი....თავს არ ვცნობ დამნაშავედ, რადგან ბრალს მდებენ ზვიგენის შეურაცხყოფაში" — დიალოგი სასამართლო პროცესზე. (წყარო "რადიო თავისუფლება")
შემდეგი სხდომა 23 თებერვალს 13:00-ზე ჩაინიშნა, სადაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოსამართლე ვასილ ბუგიანიშვილმა განაცხადა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით "ბრალდებულების მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი".
"ე.წ საბოტაჟის საქმეზე" იხილეთ:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები