თბილისში წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმი იმართება
ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
10–11 თებერვალს თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, Aqualia-სა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ორგანიზებით, წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმი იმართება. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მარეგულირებელი ორგანოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და წყლის სექტორის წამყვანი ოპერატორები.
ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე. გამოსვლებში ხაზი გაესვა წყლის სექტორის მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარების, ეკონომიკური პოლიტიკისა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის კონტექსტში.
ორი დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ წყლის სექტორის განვითარების საკვანძო საკითხებზე, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკასა და მართვის მომავალ ხედვაზე, წყლის პოლიტიკისა და რეგულირების არქიტექტურაზე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მნიშვნელობაზე, სატარიფო სისტემების გლობალურ მოდელებსა და ადგილობრივ რეალობაზე, ასევე საქართველოში საინვესტიციო და სატარიფო პოლიტიკების ურთიერთკავშირზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის როლს მდგრადი სისტემების ჩამოსაყალიბებლად.
ფორუმის ფარგლებში წყალი განიხილება არა მხოლოდ როგორც კომუნალური სერვისი, არამედ როგორც ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გრძელვადიანი მდგრადობის ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი.
ღონისძიების ფარგლებში იმსჯელებენ საქართველოს პოტენციალზე, ჩამოყალიბდეს რეგიონული დიალოგისა და თანამშრომლობის ჰაბად წყლის რესურსების მართვის მიმართულებით. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ინსტიტუციური განვითარება და საერთაშორისო პარტნიორობის ერთობლიობა ქმნის შესაძლებლობას, საქართველომ შეასრულოს საკვანძო როლი რეგიონში წყლის სექტორის განვითარების დღის წესრიგის ფორმირებაში.
ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინვესტიციებსა და სოციალური სამართლიანობის ბალანსს, როგორც წყლის სექტორის გრძელვადიანი მდგრადობის აუცილებელ პირობას. განხილება ისეთი მიდგომები, რომლებიც, ერთი მხრივ, იცავს მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის რესურსს ინფრასტრუქტურის განახლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
მაღალი დონის საერთაშორისო დიალოგი ქმნის შესაძლებლობას წყლის სექტორში რეფორმების გაძლიერებისთვის, ინვესტიციების წახალისებისა და გრძელვადიანი, მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, Aqualia და პარტნიორი ორგანიზაციები აცხადებენ მზადყოფნას, მომავალშიც გააგრძელონ თანამშრომლობა წყლის მართვის თანამედროვე, ეფექტიანი და მაღალი სტანდარტების მქონე მოდელის განვითარებისთვის საქართველოში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები