დმიტრი ოლისოვი: რუსი და ქართველი ხალხი ერთმანეთთან ურთიერთობას და თანამშრომლობისკენ სწრაფვას აგრძელებენ
"რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, ორმხრივი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირები აქტიურად ვითარდება" — ამის შესახებ Sputnik-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა დმიტრი ოლისოვმა განაცხადა. ინტერვიუს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთისა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2025 წელს 6%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ქართული ექსპორტი რუსეთში წლიურად 10%-ით გაიზარდა, რომლის 93% სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოდის. ოლისოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ქართული პროდუქციისთვის უმნიშვნელოვანესი ბაზარია: რუსეთზე მოდის ქართული ღვინის ექსპორტის 64%, სხვა ალკოჰოლური სასმელების 56%, მინერალური წყლის 41%, ლიმონათის 31% და ხილის 85%", — განმარტა მან.
მისივე თქმით, საქართველომ რუსეთიდან ძირითადად ენერგორესურსები — ნავთობპროდუქტები და გაზი და საკვები პროდუქტები, მათ შორის ხორბალი, შეიძინა, რომელიც ტრადიციული ქართული კერძების, ხინკლისა და ხაჭაპურის, დამზადებისთვის გამოიყენება. ოლისოვმა აღნიშნა, რომ რუსეთისგან ამ პროდუქტების შესყიდვა "ფასი–ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის დასტურია".
ინტერვიუში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წელს საქართველოში 1.6 მილიონი რუსი ტურისტი ჩავიდა, რაც ქვეყნის ყველა შემომავალი ვიზიტის 23%-ს შეადგენს, ანუ ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდან იყო. ამავე დროს, საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ გასვლების 17% რუსეთზე მოდიოდა. ოლისოვმა განაცხადა, რომ ამ პროცესს ხელს უწყობს უვიზო რეჟიმი, ისტორიულ-კულტურული სიახლოვე და პირდაპირი ავიამიმოსვლა — დღეს საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტი 11 რუსულ ქალაქთან არის დაკავშირებული.
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ "მთავრობათაშორისი დიალოგის არარსებობა კვლავ სერიოზულ დაბრკოლებად რჩება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის".
მან მაგალითად მოიყვანა ლარსისა და დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტები, სადაც ტვირთის ნაკადის ზრდის გამო მძიმე სატვირთო მანქანები ხშირად 10 დღემდე დგანან, რაც როგორც მომხმარებლებს, ისე ტრანზიტულ გადამზიდავებს აზარალებს.
ოლისოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში რუსული კულტურისადმი ინტერესი კვლავ ძლიერია. მისი თქმით, 2025 წლის ოქტომბერში თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში სერგეი ესენინის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა, ხოლო დეკემბერში კონსერვატორიაში ჩაიკოვსკის 185 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი.
ოლიოსოვის თქმით, მიუხედავად პოლიტიკური სირთულეებისა, ხალხთა შორის ურთიერთობები კვლავ ვითარდება.
"ორმხრივი ვაჭრობის ზრდა ჩვენი ურთიერთობებისათვის ლაკმუსის ქაღალდია — პოლიტიკის მიუხედავად, რუსი და ქართველი ხალხი ერთმანეთთან ურთიერთობას და თანამშრომლობისკენ სწრაფვას აგრძელებენ", — განაცხადა მან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები