გეგა გაგნიძე: ერთი დღით ადრე თეატრის დირექტორმა შემომითვალა, თუ სპექტაკლში პოლიტიკური ნარატივი დარჩებოდა, პრემიერა ვერ შედგებოდა
რეჟისორი გეგა გაგნიძე ბათუმის დრამატული თეატრის მიერ მისი სპექტაკლის გაუქმებას ეხმაურება. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ პრემიერამდე ერთი დღით ადრე თეატრის დირექტორმა შემოუთვალა — თუ სპექტაკლში პოლიტიკური ნარატივი დარჩებოდა, პრემიერა ვერ შედგებოდა.
გეგა გაგნიძე მადლობას უხდის შემოქმედებით ჯგუფს და დასძენს, რომ "რჩება სამშობლოში და აგრძელებს საყვარელი საქმის კეთებას, იქ, სადაც "მოსალოდნელ სუბიექტურ პოლიტიკურ აქტად" არ მოუნათლავენ სცენებს სპექტაკლიდან".
"დრო-ჟამი ამას გვიქადის... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?"
ბათუმის დრამატული თეატრ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გამოწვეულია უმეცრებითა და უგუნურებით.
ასე ხდება მაშინ, როცა საჯარო თანამდებობაზე ხელდასხმული ადამიანი პასუხისმგებელია მის ხელდამსხმელთან და არა საზოგადოების წინაშე; (იხილეთ საქართველოს უახლესი ისტორია)
ამ უგუნურ და უმეცარ გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციასთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია თეატრის სამხატვრო საბჭო. მათ შორის საბჭოს ის წევრები, რომლებიც მხოლოდ საზოგადოების რეაქციის შემდეგ აღშფოთდნენ და გაემიჯნენ თეატრის ადმინისტრაციის განცხადებას. ამას ფლიდობა ეწოდება.
ამ უგუნურების ჩადენამდე, (უკაცრავად ტავტოლოგიისთვის) ერთი დღით ადრე თეატრის დირექტორმა შემომითვალა, რომ თურმე "მაღლა" ზარი იყო შესული და თუ სპექტაკლში პოლიტიკური ნარატივი დარჩებოდა, პრემიერა ვერ შედგებოდა.
იმ ერთ ცხოვრებას რა ვუთხარი, ჩემს შემოქმედებაში ვინმეს მაამებლად რაიმეს ვიტყვი, ან რაიმეზე დავდუმდები.
ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელობას და საბჭოს წევრებს გირჩევთ, ლაფის ჩამოსაწმენდად, სატელევიზიო საინფორმაციო ბადეებსა და თეატრის დერეფნებში მტკნარი ტყუილებისა და მოგონილი ბრალდებების საკენკად დაყრას შეეშვათ. (რთული ქვეწყობილი წინადადება) უმჯობესია აქ დავასრულოთ.
მე მართალი ვარ შემოქმედებით ჯგუფთან, რომელთან ერთადაც 2 თვეზე მეტი ვიშრომე მართალი ვარ თეატრის წინაშე, მართალი ვარ ბათუმელებთან, გათენებულ ღამეებთან,
საკუთარ პროფესიასთან, საკუთარ სინდისთან და სამოქალაქო პოზიციასთან. გულითად მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც უხილავი შრომისთვის გაისარჯა.
მადლობა სცენის მემანქანეებს, მკერავებს, სადადგმო ნაწილის ხელმძღვანელს, თანაშემწეს,
დამლაგებლებს, დაცვის თანამშრომლებს, კოსტიუმების ჩამცმელებს, გამხმოვანებლებს, გამნათებელს, ადმინისტრატორს, კაპელდინერებს, რომელთა გაცნობაც არ დამცალდა.
უნიჭიერეს მსახიობებს შესანიშნავი რეპეტიციებისთვის. ანუშკა ჩხეიძეს არაჩვეულებრივი მუსიკისთვის. მარიამ ძმანაშვილს საოცარი კოსტიუმებისთვის და სცენოგრაფიისთვის. ამიკოს და ზაზას ვიდეო საოცრებებისთვის. მოზგის აუდიორეაქციული განათებისთვის.
რეზის მხატვრული განათებისთვის. სამხატვრო საბჭოს ერთადერთ წევრს, კახა კობალაძეს, ღირსეული პოზიციისთვის! მადლობას ვუხდი ყველას ვინც გამომრჩა.
მადლობას ვუხდი, მეგობრებს, კოლეგებსა და უცნობ ადამიანებს მხარდაჭერისთვის.
პ.ს
არსად არ მივდივარ. არც პოლიტიკური თავშესაფარი მჭირდება, არც "რეპრესირებული ხელოვანის" სტატუსი. ვრჩები ჩემს სამშობლოში და ვაგრძელებ ჩემი საყვარელი საქმის კეთებას, იქ, სადაც "მოსალოდნელ სუბიექტურ პოლიტიკურ აქტად" არ მომინათლავენ სცენებს სპექტაკლიდან, უხილავი სპექტაკლიდან, სათვალთვალო კამერებში ნანახი სპექტაკლიდან. ჰო და ბოლოს, მიპატიებია ყველასთვის ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა", — წერს გეგა გაგნიძე.
ცნობისათვის, 6 თებერვალს ბათუმის დრამატულმა თეატრმა, პოლიტიკისგან გამიჯვნის მოტივით, გეგა გაგნიძის სპექტაკლი გააუქმა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თეატრი წერდა, რომ რეჟისორი "სპექტაკლში სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას გეგმავდა", "ბათუმის დრამატული თეატრი კი კატეგორიულად ემიჯნება თეატრის სივრცის პოლიტიზებას".
ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორიად კოტე მჟავია 2025 წლის ნოემბერში დაინიშნა. ის გეგა გაგნიძის განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
როგორც გამოცემა "ბათუმელები" წერს, კოტე მჟავია პროფესიით მსახიობია. 1999 წლიდან დღემდე ლიტერატურული თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. 2012-2016 წლებში მუშაობდა დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, 2005-2010 წლებში იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის, 2006-2009 წლებში ახმეტელის თეატრის, ხოლო 1999-2005 წლებში რუსთავის საბავშვო თეატრის მსახიობი, 1998-2003 წლებში მერაბ კოსტავას სახელობის მუსიკალურ-ლიტერატურულ თეატრში ეკავა ადმინისტრატორის პოზიცია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები