რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე
ფოტო: თიბისი
მთავარია გჯეროდეს საკუთარი ძალების, მიზნებისა და იმის, რომ ცნება — შეუძლებელი მხოლოდ დროებითი საზღვარია. სწორედ ამ რწმენამ, სხვადასხვა ეპოქაში, სამი ქართველი ქალის ისტორია უშბის მწვერვალზე ერთი იდეით გააერთიანა — ქალებს შეუძლიათ მწვერვალების დაპყრობა, მაშინაც კი, როცა გზა რთული, გარემო კი სტერეოტიპებით სავსეა.
11 თებერვალს, ლეგენდარული ქართველი მთამსვლელი ქალისა და ქართული ალპინიზმის ფუძემდებლის, ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადების დღეა. ამ თარიღის ირგვლივ თიბისიმ, სიმბოლურად, სხვადასხვა ეპოქის სამი ქალის — ალექსანდრა ჯაფარიძის, მარიამ გელაშვილისა და მაია სიჭინავას ისტორიები გააერთიანა. მათ შეუპოვრობით, მიზნისა და საკუთარი თავის რწმენით შეუძლებელი შეძლეს და უშბის მწვერვალებზე ავიდნენ.
1934 წელს ალექსანდრა ჯაფარიძემ ისტორია დაწერა — ეს გახდა მსოფლიო მასშტაბის მოვლენა, კარი ახალი თაობისთვის ქართული ალპინიზმის მომავალში, რადგან ალექსანდრა იყო პირველი ქალი, რომელმაც უშბის მწვერვალზე შედგა ფეხი.
“გინდა აჯობო ამ კლდეებს, აჯობო შენს თავსაც. მაშინ თითქოს სხვად იქცევი და უფრო კარგი ხარ, უფრო ძლიერი“. — აღნიშნავდა ალექსანდრა ჯაფარიძე.
ალექსანდრა ჯაფარიძის დაწყებული გზა, 90 წლის შემდეგ, 2024 წელს ალპინისტებმა მარიამ გელაშვილმა და მაია სიჭინავამ გააგრძელეს — პირველი ქართველი ქალები, რომლებმაც უშბის ჩრდილოეთ მწვერვალს დამოუკიდებლად მიაღწიეს. თიბისის ახალ ვიდეორგოლში მარიამი და მაია, ალექსანდრას მუდმივი შთაგონებით, მოგვითხრობენ:
“უშბაზე ასვლა საკუთარ თავზე გამარჯვებას ჰგავს. არც ზედმეტი სითამამე უყვარს, არც მარტივად გიღებს, თუმცა თუ მიგიღო — სამუდამოდ მისი ერთგული რჩები.“ — მაია სიჭინავა.
“უშბამ ბევრი დაბრკოლება დაგვახვედრა გზად, მაგრამ თან ყველაზე მნიშვნელოვანი — მიზნისკენ ჯიუტად სვლა გვასწავლა. ის, რისიც ცხოვრებაში ასე ძალიან გჯერა, რისკენაც ასე შეუპოვრად მიდიხარ, შეუძლებელია არ გამოგივიდეს. ამ გზაზე, ხან საკუთარი თავის უნდა დაიჯერო და წინ იარო, ხანდახან კი, უნდა გაჩერდე კიდეც, იმიტომ რომ, ზოგჯერ, მწვერვალი სწორედ მაშინ გამოჩნდება, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები.“ — მარიამ გელაშვილი.
ალექსანდრა ჯაფარიძის, მაია სიჭინავას და მარიამ გელაშვილის მიღწევები იმის მაგალითია, თუ როგორ გარდაიქმნება რწმენა რეალურ ძალად, რომელსაც მიუღწეველი მწვერვალების დაპყრობაც კი შეუძლია.
ქალებისა და გოგოების გაძლიერება, საკუთარი მიზნებისკენ სვლის მხარდაჭერა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა თიბისისთვის ათწლეულებია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თიბისი თანმიმდევრულად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქალებს აძლევს საშუალებას, ირწმუნონ საკუთარი მიზნების, შესაძლებლობების და თამამად გადადგან ნაბიჯი წინ — სპორტის, ტექნოლოგიების, განათლებისა თუ მეწარმეობის მიმართულებით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები