Gen Z პირველი თაობაა, რომელსაც წინამორბედზე ნაკლებად გონიერი უწოდეს
1997-დან 2010 წლამდე დაბადებული თაობა ისტორიაში პირველი აღმოჩნდა, რომელმაც სკოლაში წინა თაობაზე უარესი შედეგები აჩვენა, ამის შესახებ წამყვანი ნეირომეცნიერი აცხადებს.
"ეს არის თანამედროვე ისტორიაში პირველი თაობა, რომელმაც სტანდარტიზებულ აკადემიურ ტესტებში წინამორბედზე დაბალი ქულები მიიღო", — უთხრა 43 წლის დოქტორმა ჯარედ კუნი ჰორვათმა The New York Post-ს, — "და რაც უფრო ცუდია, ამ ახალგაზრდების უმეტესობა საკუთარი გონიერების შესახებ ზედმეტად თავდაჯერებულია. რაც უფრო ჭკვიანები ჰგონიათ თავი, რეალურად მით უფრო ნაკლებად ჭკვიანები არიან. მათ პრაქტიკულად ყველა კოგნიტურ მაჩვენებელში დაბალი შედეგი აჩვენეს, დაწყებული ყურადღების უნარით, მეხსიერებით, წიგნიერებით, მათემატიკური უნარებით, აღმასრულებელი ფუნქციებით და საერთო IQ-ით".
ჰორვათი ცოტა ხნის წინ კონგრესშიც გამოვიდა და კანონმდებლებთან განაცხადა, რომ Gen Z-მ, რომელმაც მილენიალები შეცვალა, კაცობრიობის აკადემიური პროგრესის ხაზი "ააფეთქა", ოღონდ უარყოფითი მიმართულებით.
რა მოხდა ისეთი, რომ მთელმა თაობამ ტესტებში ასეთი ჩავარდნა განიცადა?
ჰორვათმა, რომელმაც სტანდარტიზებული ტესტების დიდი მოცულობის მონაცემები შეისწავლა, კონგრესს უთხრა, რომ Gen Z-ის სირთულეები უკავშირდება იმას, რომ ისინი პირველი თაობაა, რომელიც მუდმივი ეკრანის გარემოში გაიზარდა. და ეს რეალური სწავლის შემცვლელი არ არის.
"მოზარდი დროის ნახევარზე მეტს ეკრანის ყურებაში ატარებს", — თქვა ჰორვათმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა, მათ შორის ჰარვარდსა და მელბურნის უნივერსიტეტში — "ადამიანები ბიოლოგიურად ისე ვართ დაპროგრამებული, რომ ვსწავლობთ სხვა ადამიანებისგან და სიღრმისეული შესწავლის გზით, არა ეკრანზე სწრაფი, წერტილოვანი შეჯამებების თვალიერებით".
გაკვეთილებსა და საშინაო დავალებაში ტვინის რესურსის დიდ ნაწილს იკავებს ციფრული მოწყობილობები, ე.წ. საგანმანათლებლო ტექნოლოგია (EdTech).
სკოლის შემდეგ კი მოსწავლეები დროს ატარებენ ტელეფონებთან, პლანშეტებთან და ლეპტოპებთან, სქროლავენ TikTok-ს, აგზავნიან მოკლე და ირონიულ შეტყობინებებს Snapchat-ზე და პარალელურად თვალს გადაავლებენ ხოლმე კლასიკური ლიტერატურის შეჯამებებს, იმის ნაცვლად, რომ წიგნი ხელში აიღონ და სრულად წაიკითხონ.
ჰორვათის თქმით, ეკრანებიდან სწავლამ ისინი ზედაპირულ მკითხველებად აქცია. და ინტელექტუალური "მძიმე შრომის" გარეშე, ყველაზე ბრწყინვალე გონებაც კი შეიძლება დასუსტდეს.
"ტექნოლოგიის წინააღმდეგი არ ვარ. მე სიღრმის და დისციპლინის მომხრე ვარ", — ამბობს ჰორვათი, რომელიც სკოლებში ეკრანთან გატარებული დროის შემცირებას და იმ "ძველ კარგ" პერიოდზე დაბრუნებას ემხრობა, როცა ბავშვებს გამოცდის ჩასაბარებლად წიგნის გადაშლა და ღამის გათენება უწევდათ.
"სამწუხარო ფაქტი, რომლის წინაშეც ჩვენი თაობა დგას, ასეთია: ჩვენი შვილები კოგნიტურად ნაკლებად განვითარებულები არიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით მათ ასაკში", — უთხრა ჰორვათმა სენატის ვაჭრობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტს — "კოგნიტური განვითარების სტანდარტიზებული გაზომვა 1800-იანი წლების ბოლოდან მიმდინარეობს. ყოველი თაობა საკუთარ მშობლებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებდა", — თქვა ჰორვათმა. და ეს მხოლოდ აშშ-ში არ ხდება.
"თუ 80 ქვეყნის მონაცემებს შეხედავთ, როგორც კი სკოლებში ფართოდ შემოდის ციფრული ტექნოლოგია, აკადემიური შედეგები მნიშვნელოვნად იკლებს", — ამბობს ჰორვათი, რომელიც ასევე არის არიზონაში დაფუძნებული ორგანიზაცია LME Global-ის დამფუძნებელი. ეს ჯგუფი აკადემიური შედეგების გაუმჯობესებისთვის კვლევებსა და საკლასო პრაქტიკას ერთმანეთთან აკავშირებს.
ჯარედ კუნი ჰორვათი კონგრესში
ფოტო: C-Span
"ყოველ ჯერზე, როცა ტექნოლოგია განათლებაში შედის, სწავლა იკლებს".
მომავლისკენ გახედვისას, ჰორვათი იმედს გამოთქვამს, რომ შეიქმნება ახალი პოლიტიკა, რომელიც სკოლებს აიძულებს კლასებში ტექნოლოგიის გამოყენება შეამცირონ და მომავალ თაობას, Generation Alpha-ს, უფრო მეტი შანსი მისცენ, გახდნენ ნამდვილი "ტვინიკოსები".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები