Porsche, Bentley, Lamborghini — პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
ფოტო: თეგეტა
ავტოინდუსტრიის სამი გამორჩეული პრემიუმ ბრენდი და სამი რადიკალურად განსხვავებული ხასიათი — საქართველოში Porsche-ს, Lamborghini-სა და Bentley-ს მარკეტინგული კომუნიკაცია თათო ხოსროშვილმა ჩაიბარა. მას პრემიუმ ბრენდთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, Porsche Centre Tbilisi-ში ხუთი წელი გაატარა, თუმცა ახლა პასუხისმგებლობები გასამმაგდა და ახალი პოზიცია განსხვავებულ უნარებსა და მიდგომებს მოითხოვს, პირველ რიგში კი, გაცილებით დიდი გუნდის მენეჯმენტს, რომელთან ერთადაც სხვადასხვა ხასიათის სამი მსოფლიო ბრენდის იდენტობა ქვეყანაში სათანადოდ უნდა წარმოაჩინოს.
ფოტო: თეგეტა
თათო ხოსროშვილი, Porsche Centre Tbilisi-ს, Lamborghini Tbilisi-სა და Bentley Centre Tbilis-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი: "ორი სრულიად განსხვავებული ემოცია ერთდროულად მოდის, როდესაც ასეთ პოზიციას გთავაზობენ, — სიამაყე და სამმაგი პასუხისმგებლობის შეგრძნება. ერთდროულად უნდა იფიქრო ისეთ ბრენდებზე, რომელთა დნმ ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავს, — დახვეწილი და ელეგანტური Bentley, სპორტქარი Porsche და ექსტრავაგანტური Lamborghini. სწორედ Lamborghini-თ იწყება სუპერქარების პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულებისთვის, არამედ, ქვეყნის ბიზნესგარემოსთვისაც.
სამივე ბრენდს აერთიანებს სწრაფვა სრულყოფილებისკენ. ჩვენი გუნდის ხედვაც ასეთია — გავაუმჯობესოთ ჩვენივე მიღწევები. ასე ვუყურებ ყველა გამოწვევასა თუ პროექტს“.
ათ წელიწადზე მეტია მარკეტინგის სფეროშია, აქედან ნახევარი Porsche Centre Tbilisi-ში ჯერ მარკეტინგის მენეჯერის სტატუსით გაატარა, შემდეგ კი — ხელმძღვანელის. გამოწვევაც ბევრი იყო, თუმცა წარმატებული პროექტი — კიდევ უფრო მეტი. განსაკუთრებული სიამაყით Destination Porsche-ს კონცეფციით შექმნილ შოურუმს ასახელებს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გამორჩეულია. Forbes Under 30-ის გამარჯვებული მარკეტერის პორტფელშია ასევე რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის სახელობითი. კრეატიული ხედვისთვის თათო ხოსროშვილს Porsche Marketing Award საერთაშორისო ღონისძიებაზე გადასცეს. საქმიანობის გაგრძელებასაც ამ კონცეფციით აპირებს — მეტი შემოქმედებითობა და ინოვაციური მიდგომები. საქმე ის არის, რომ ამ ყველაფრის სამზე გამრავლება მოუწევს.
ფოტო: თეგეტა
თათო ხოსროშვილი, Porsche Centre Tbilisi-ს, Lamborghini Tbilisi-სა და Bentley Centre Tbilis-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი: "სამივე ბრენდს დიდი ისტორია, მაღალი სტანდარტი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია აქვს, თუმცა ამის მიუხედავად მუშაობის პროცესში თავისუფლებას გაძლევენ. მათი მხრიდან მოდის ინსპირაცია, თუმცა რას შესძენ და როგორ წარმოაჩენ მათ, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. შეგიძლია იყო თამამი, მოერგო შენს კულტურულ ღირებულებებს. სრული მხარდაჭერა და მიმღებლობაა ახალი იდეების, ინოვაციური ხედვისა და ორიგინალური გადაწყვეტების მიმართ. პირიქით, ეს ყოველთვის აღიარებას იმსახურებს. ძალიან მეამაყება, რომ მე პირადად მაქვს ამის კარგი მაგალითი, როდესაც ელექტრული Macan-ის თბილისური პრეზენტაცია ყველა სხვა სადილეროს შორის საუკეთესოდ მიიჩნიეს. ეს Porsche-ს გუნდის დიდი გამარჯვება იყო“.
ამბობს, რომ წარმატება არასდროს არის ერთი ადამიანის მონაპოვარი. ახალი ხელმძღვანელის პოსტზეც გუნდთან ერთად აპირებს ამბიციური გეგმების შესრულებას. მიიჩნევს, რომ მოტივაცია, დროული და სწორი მოქმედება, რაც მთავარია, ბრენდის ხასიათზე კონცენტრირება და სიყვარული გადამწყვეტია, როდესაც პრემიუმ მწარმოებლების პოზიციონირება საქართველოში ახლა მათზეა დამოკიდებული.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდის წევრებისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემო შევქმნა. პასუხისმგებლობით სავსე გუნდისთვის, ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია. ჩვენ ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ გლობალურ ბრენდებს წარმოვადგენთ, რომელთა დამკვიდრებასა და განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ. განსაკუთრებით Bentley-სა და Lamborghini-ს ვგულისხმობ, რომლებიც სულ რამდენიმე თვეა თეგეტა ჰოლდინგის პორტფელსა და ქართულ ბაზარს შემოემატნენ“, — ამბობს თათო ხოსროშვილი.
ფოტო: თეგეტა
თათო ხოსროშვილი ახალ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა, მიმდინარე წლის საკომუნიკაციო გეგმა მზად აქვს, რომლის მიზანიც მკაფიოა: "მომხმარებლისთვის ავტომობილის შეძენა უნდა იქცეს გამოცდილებად, რომელიც მას ამ ლეგენდარული ბრენდების კულტურის, ღირებულებებისა და ცხოვრების სტილის ნაწილად აქცევს“.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები