მერია: თბილისიმარათონი 2017 ორგანიზატორებმა გააუქმეს და არა - დედაქალაქის მთავრობამ
ფოტო: Tbilisimarathon
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ თბილისიმარათონი - 2017 ორგანიზატორებმა გააუქმეს და არა - დედაქალაქის მთავრობამ. ამის შესახებ განცხადება მერიამ მარათონის ორგანიზატორების მიერ გავრცელებული განცხადების საპარსუხოდ გაავრცელეს.
მერიაში ამბობენ, რომ თბილისიმარათონი წლებია მერიის მხარდაჭერითა და პატრონაჟით იმართება. თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით კი, ღონისძიების პოპულარიზაციის მიზნით მარათონის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადმოვიდა.
"გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე არეალში დაწყებულია რეაბილიტაცია და აღნიშნულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, ღონისძიების ჩატარებისას რუსთაველის გამზირის, აღმაშენებლისა და სხვა ცენტრალური ქუჩების გადაკეტვამ შესაძლოა, გამოიწვიოს სატრანსპორტო კოლაფსი და მოქალაქეების უკმაყოფილება", - ასე განმარტავენ თბილისის მერიაში მარათონის ორგანიზატორებისთვის რბოლის დილის 7 საათზე ან თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გამართვის შეთავაზებას.
მარათონის აღარ გამართვის შესახებ მისმა ორგანიზატორებმა განცხადება გუშინ, 16 ოქტომბერს გაავრცელეს და გადაწყვეტილება თბილისის მერიის განცხადებას დაუკავშირეს.
"მიუხედავად იმისა რომ ღონისძიების გაუქმება მოხდა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ჰაიდელბერგცემენტი და თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფი ბოდიშს უხდის ყველა მონაწილეს, სპონსორს, მხარდამჭერს და ბენეფიციარს", - ამბობდნენ მარათონის ორგანიზატორები.
თბილისის მერიის მიერ შეთავაზებული წინადადება მარათონის ორგანიზატორებს შემდეგი გარემოებების გამო მიუღებლად მიაჩნიათ:
- ღონისძიების დილის 7 საათზე დაწყება - მორბენლები მარათონის დაწყებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე მოდიან ღონისძიებაზე რეგისტრაციის გავლის, სანომრე ნიშნების მიღების და ხელბარგის დასაწყობების მიზნით, დილის 5 საათზე ღონისძიების დაწყება ფიზიკურად შეუძლებელია და არ აკმაყოფილებს არც ერთ საერთაშორისო სტანდარტს;
- ღონისძიების ლოკაციის შეცვლა - თბილისიმარათონი 2015 წლიდან მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია და შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika Timing-ის Official Timekeeping and Data Processing ავტომატური სისტემით ხორციელდება. სარბენი მარშრუტი 2016 წელს აიზომა AIMS-ის მიერ. იმის გამო, რომ ღონისძიებამდე სულ რამოდენიმე დღე რჩება შეუძლებელია ლოკალიის შეცვლა, სარბენი ტრასის გაზომვა და ტექნიკის გადაწყობა საჭიროებს სულ მცირე 2-თვიან წინასწარ პროცედურას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები