Volvo Cars EMEA — ვოლვო ქარ კავკასიამ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
ფოტო: თეგეტა
150-მდე დელეგატი 40-მდე ქვეყნიდან — ვოლვო ქარ კავკასიამ Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ იმპორტიორთა ბიზნესკონფერენციას, ისტორიაში პირველად, საქართველოში უმასპინძლა. ღონისძიებაზე, რომელიც წელს უკვე მეცხრედ გაიმართა, გასული წლის შედეგები შეაჯამეს და შვედური ბრენდის სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს.
ბიზნესკონფერენცია Volvo Cars-ის რეგიონული იმპორტიორებისა და პარტნიორების შეხვედრაა, რომლის მიზანი სტრატეგიული პრიორიტეტების განხილვა, შედეგების შეფასება და სამომავლო გეგმების განსაზღვრა გახლავთ.
ფოტო: თეგეტა
სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა Excellence Club Award-ის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც გლობალურად Volvo Cars-ის იმპორტიორებს შორის ყველაზე მაღალ სტანდარტებს აფასებს. შეფასება 20-მდე კრიტერიუმს მოიცავს, მათ შორის: ბაზრის წილს, გაყიდვების ზრდის ტემპს, მომხმარებელთა გამოცდილებას, სერვისის ხარისხს, ინოვაციების დანერგვასა და გლობალურ სტანდარტებთან სრული შესაბამისობას. ვოლვო ქარ კავკასიამ გასულ წლებში ეს ჯილდო უკვე სამჯერ მოიპოვა, რაც რეგიონის სტაბილურ ლიდერობას ადასტურებს და მოწმობს, რომ კომპანიაში ოპერაციები მაქსიმალურად გამართული და შვედურ სტანდარტებსა თუ მუშაობის პრინციპებთან სრულ თანხვედრაშია.
ფოტო: თეგეტა
მანანა ხინაშვილი, ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი: “საქართველო მასპინძელ ქვეყნად ჩვენი მძლავრი შედეგებისა და ბაზრის განვითარების თანმიმდევრული დინამიკის საფუძველზე შეირჩა. ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ კავკასიის რეგიონი ვოლვოს გლობალურ არქიტექტურაში პროგრესული, ზრდის პოტენციალის მქონე და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.
კონფერენციის თბილისში ჩატარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რეგიონი არა მხოლოდ შედეგებით, არამედ გამჭვირვალობითა და პარტნიორული მიდგომითაც აკმაყოფილებს ბრენდის სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს ღონისძიების ფარგლებში განხილული ინოვაციებისა და საუკეთესო პრაქტიკების სწრაფ ადაპტაციას, ოპერაციული ეფექტიანობის ზრდასა და ბრენდის გამოცდილების გაუმჯობესებას წარმომადგენელ ქვეყნებში.
ასეთი მასშტაბის კონფერენციის საქართველოში გამართვა, ქვეყნის როლის გაძლიერებისა და ქართული კულტურის გაცნობის გარდა, მნიშვნელოვანია სიმბოლური დატვირთვითაც — როგორც რეგიონული ჰაბისა და საიმედო პარტნიორის. ეს კი დადებით გავლენას ახდენს ბრენდის განვითარებასა და საავტომობილო სექტორის სრულყოფაზეც“.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, კონფერენციის ფორმატით, სტრატეგიულ დისკუსიებს დაეთმო, მათ შორის, ელექტრიფიკაციის ტემპებს, ტექნოლოგიების განვითარებას, მდგრადობის ინიციატივებსა და რეგიონულ ადაპტაციას. დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში კი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც საუკეთესო შედეგების იმპორტიორები დასახელდნენ. სწორედ ვოლვო ქარ კავკასიამ კავკასიაში პირველმა გახსნა Volvo-ს პირველი VRE (Volvo Retail Experience) კონცეფციის შოურუმი — 2023 წელს საქართველოში. შმდეგ კიდევ ერთი VRE შოურუმი აზერბაიჯანში, წელს კი დაგეგმილია სომხეთში არსებული სადილეროს განვითარება, სადაც ამავე კონცეფციის შოურუმი გაიხსნება.
Volvo Cars EMEA-ს 3-დღიანი ღონისძიების ფარგლებში, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ, ვოლვო ქარ კავკასიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სტუმრებისთვის ქართული კულტურის გაცნობას. პროგრამა მოიცავდა თბილისის ისტორიულ ტურს, ასევე, ტრადიციული ქართული ცეკვისა და პოლიფონიური მუსიკის წარდგენას, რაც, კულტურული გაცვლის პარალელურად, ბიზნესურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა იყო.
ფოტო: თეგეტა
წლევანდელი ბიზნესკონფერენცია სრულად ვოლვო ქარ კავკასიის გუნდის მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიება არა მხოლოდ ბიზნესშეხვედრაა, არამედ საქართველოს, როგორც სტაბილური, ინოვაციური და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრის, პოზიციონირების საშუალება. კონფერენცია ხელს უწყობს Volvo-ს ბრენდის გაძლიერებას კავკასიაში, ამასთანავე, რეგიონულ და გლობალურ დონეზე კომპანიის შემდგომი ზრდის საფუძველს ქმნის.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ კავკასია 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის ვოლვოს ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ვოლვო ქარ კავკასია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ კავკასია უზრუნველყოფს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები