ღაზაზე ჟიურის განცხადებების გამო არუნდატი როიმ ბერლინალე დატოვა
ფოტო: NTB / Alamy
მწერალმა არუნდატი როიმ ბერლინალეს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა, ვიმ ვენდერსმა თქვა, რომ რეჟისორებმა და კინოს შემქმნელებმა პოლიტიკისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ.
ფესტივალი ხუთშაბათს დაძაბული გარემოთი გაიხსნა: საკონკურსო ჟიურის, რომელსაც გერმანელი რეჟისორი ვიმ ვენდერსი ხელმძღვანელობს, ღაზაში მიმდინარე კონფლიქტზე ჰკითხეს. კითხვაზე, შეუძლია თუ არა კინოს პოლიტიკურ ცვლილებაზე გავლენის მოხდენა, ვენდერსმა უპასუხა, რომ "ფილმებს შეუძლიათ სამყაროს შეცვლა", თუმცა "არა პოლიტიკური გზით".
მისი თქმით, რეჟისორებმა "პოლიტიკისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ, რადგან თუ ჩვენ ვქმნით ფილმებს, რომლებიც გამიზნულად პოლიტიკურია, მაშინ პოლიტიკის სფეროში შევდივართ. ჩვენ კი პოლიტიკის საპირწონე ვართ, პოლიტიკის საპირისპირო. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ადამიანების საქმე და არა პოლიტიკოსების".
პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ფესტივალის დატოვება დააანონსა, როიმ ვენდერსის კომენტარებს "უსინდისო განცხადება" უწოდა, რომელიც "მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა მოისმინა".
ბუკერის პრემიის მფლობელმა ინდოელმა ავტორმა თქვა: "იმის მოსმენაზე, რომ ხელოვნება პოლიტიკური არ უნდა იყოს, ყბა ჩამომივარდა. ეს არის გზა, რომ დაიხუროს საუბარი კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულზე მაშინ, როცა ის ჩვენ თვალწინ რეალურ დროში მიმდინარეობს, მაშინ, როცა ხელოვანებმა, მწერლებმა და რეჟისორებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რაც შეუძლიათ, რათა ეს შეაჩერონ".
არუნდატი როიმ ამ კვირაში ვიმ ვენდერსის კომენტარები "უსინდისო განცხადებად" შეაფასა
ფოტო: NTB / Alamy
მან დაამატა: "მიუხედავად იმისა, რომ ღრმად მაწუხებს გერმანიის მთავრობისა და სხვადასხვა კულტურული ინსტიტუციის პოზიციები პალესტინის საკითხზე, გერმანელ აუდიტორიასთან ამ თემაზე საუბრისას ყოველთვის პოლიტიკურ სოლიდარობას ვგრძნობდი".
ვენდერსი წელს ბერლინალეს ჟიურის პრეზიდენტია. ჟიურის შემადგენლობაში ასევე შედიან ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი რეინალდო მარკუს გრინი, იაპონელი კინემატოგრაფისტი ჰიკარი, ნეპალელი რეჟისორი მინ ბაჰადურ ბჰამი, სამხრეთკორეელი მსახიობი ბე დუნა, ინდოელი რეჟისორი და პროდიუსერი შივენდრა სინგ დუნგარპური და ოსკარის მფლობელი ფილმის The Zone of Interest პროდიუსერი ევა პუშჩინსკა.
ვიმ ვენდერსი ბერლინის 76-ე კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე, ხუთშაბათს
ფოტო: ფაბიან ზომერი / EPA
ჟიურის ასევე ჰკითხეს გერმანიის მთავრობის პოზიციაზე, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია და რომელიც ისრაელს უჭერს მხარს. პუშჩინსკამ ეს კითხვა "რთულად" და "ცოტა უსამართლოდ" შეაფასა.
მისი თქმით, "რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ მაყურებელთან საუბარს და მათ დაფიქრებას, მაგრამ ვერ ვიქნებით პასუხისმგებლები იმაზე, თუ რას გადაწყვეტენ, ისრაელს დაუჭერენ მხარს თუ პალესტინას. არსებობს მრავალი სხვა ომი, სადაც გენოციდი ხდება და ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ".
როიმ ასევე გაუსვა ხაზი თავის პოზიციას, რომ "რაც უკვე მოხდა ღაზაში და რაც გრძელდება, არის პალესტინელი ხალხის გენოციდი ისრაელის სახელმწიფოს მიერ".
მისი თქმით, ეს ომი "დაფინანსებულია და მხარდაჭერილია აშშ-ისა და გერმანიის მთავრობების, ისევე როგორც ევროპის სხვა რამდენიმე ქვეყნის მიერ, რაც მათ ამ დანაშაულში თანამონაწილეებად აქცევს".
"თუ ჩვენი დროის ყველაზე დიდი კინემატოგრაფისტები და ხელოვანები ვერ დადგებიან და ვერ იტყვიან ამას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ისტორია მათ განსჯის. შოკირებული და აღშფოთებული ვარ", — თქვა როიმ.
"წვრილმანების ღმერთის" ავტორი ბერლინალეზე თავისი აღდგენილი 1989 წლის ფილმის In Which Annie Gives It Those Ones ჩვენებას უნდა დასწრებოდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები