თეგეტა კავკასიის მედიცინის ცენტრთან პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
ფოტო: თეგეტა
თანამშრომლებზე ზრუნვა თეგეტა ჰოლდინგისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრიორიტეტია. კომპანია მუდმივად მუშაობს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც დასაქმებულები თავს დაფასებულად და მოტივირებულად იგრძნობენ, რაც მათ ცხოვრების ხარისხსა პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება.
ამ ხედვის ფარგლებში, თეგეტა თანამშრომლებისთვის ჯანდაცვის სპეციალურ პროგრამა — Tegeta Health Drive-ს იწყებს, რომელიც მათი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და პრევენციული მედიცინის კულტურის განვითარებაზეა ორიენტირებული. პროგრამა კავკასიის მედიცინის ცენტრთან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო სივრცეა. შეთანხმებას ხელი მოეწერა თეგეტას ცენტრალურ ოფისში. შემდეგ კი კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმომადგენლებმა ჰოლდინგის ოფისის ტერიტორიაზე არსებული პრემიუმ ბრენდების შოურუმები დაათვალიერეს.
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: “ბრენდის წარმატება იწყება იმით, თუ რამდენად დაცულად გრძნობს თავს თითოეული თანამშრომელი, რამდენად მხარს უჭერს მას კომპანია.
ჩემი პროფესიული გამოცდილება წლების განმავლობაში ჯანდაცვის სფეროს უკავშირდებოდა და კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლება, პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
ჩვენთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა გრძელვადიანი სტაბილურობისა და ძლიერი ორგანიზაციული კულტურის ნაწილია. სწორედ ამ მიდგომის პრაქტიკული გამოხატულებაა Tegeta Health Drive — პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ JCI-ის ოქროს სტანდარტით აკრედიტებულ კავკასიის მედიცინის ცენტრთან პარტნიორობით. მისი მიზანია, ჯანმრთელობაზე ზრუნვა სისტემურ და რეალურად ხელმისაწვდომ სტანდარტად იქცეს თეგეტელებისათვის”.
ფოტო: თეგეტა
პროგრამის პარტნიორი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, JCI აკრედიტაციის მფლობელი, ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს ოქროს ხარისხის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრია. კავკასიის მედიცინის ცენტრში პრევენციული მედიცინის უზრუნველსაყოფად გახსნილია სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი (CMC Hub), სადაც ერთ სივრცეში მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრის მიღებაა შესაძლებელი. აღნიშნული სერვისით პაციენტის გამოცდილება კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული ხდება.
სოფიო ასპანიძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი: “მაღალი სტანდარტების სამედიცინო სერვისების მიწოდებითა და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების კულტურის განვითარებით კავკასიის მედიცინის ცენტრი წლებია, საზოგადოების ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებთან პარტნიორობაზე და ისეთ ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაქსიმალურ უზრუნველყოფას და პრევენციული მედიცინის პოპულარიზაციას. ჩვენი მისიაა ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა“.
ფოტო: თეგეტა
Tegeta Health Drive მრავალმხრივი და კომპლექსური პროგრამაა, რომელიც თანამშრომლების ჯანმრთელობის ყოველდღიურ მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. იგი მოიცავს, როგორც სეზონურ და თემატურ სამედიცინო რჩევებსა და საგანმანათლებლო აქტივობებს, ისე სპეციალურ ფასდაკლებებსა და მაღალხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას. პროგრამის ფარგლებში თეგეტელებს შეეძლებათ, ისარგებლონ პერსონალიზებული მომსახურებით, ჩექაფ-საჩუქრებით, მასტერკლასებითა და ადგილზე ჩატარებული სამედიცინო კამპანიებით, ასევე სხვადასხვა კონკურსსა და მრავალნაირ აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა. გარდა ამისა, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ სამედიცინო პლატფორმები, მათ შორის ონლაინ ბუქინგი და პირადი კაბინეტი, რაც სერვისებზე წვდომას კიდევ უფრო გაამარტივებს. პროგრამა აერთიანებს თანამშრომლებისთვის პრემიუმ სამედიცინო გამოცდილების შეთავაზებასაც, როგორიცაა პირადი სამედიცინო სერვის-მენეჯერის მხარდაჭერა.
ფოტო: თეგეტ
ჯანმრთელობის პროგრამით სარგებლობა თეგეტას თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს, ასევე კომპანიის მომხმარებლებსაც შეუძლიათ. პარტნიორობის მიზანი თეგეტელების ჯანმრთელობის გაძლიერება, პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, სკრინინგზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე მრავალფეროვანი, ორმხრივი კორპორაციული შეთავაზებების შემუშავებაა.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები