ბერლინალეს ღია წერილით მოუწოდებენ, ღაზაზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს
ფოტო: Getty Images
ბერლინის კინოფესტივალში მონაწილე 80-ზე მეტმა მსახიობმა, რეჟისორმა და სხვა არტისტმა, მათ შორის ტილდა სუინტონმა და ხავიერ ბარდემმა, სამშაბათს გამოქვეყნებულ ღია წერილს მოაწერეს ხელი და ორგანიზატორებს მოუწოდეს, მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ ისრაელის ომზე ღაზაში.
"მოვუწოდებთ ბერლინალეს, თავისი მორალური ვალდებულება შეასრულოს და მკაფიოდ განაცხადოს, რომ ეწინააღმდეგება ისრაელის გენოციდს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და პალესტინელების წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებს", — ნათქვამია ღია წერილში, რომელიც სრულად ჟურნალ Variety-ში გამოქვეყნდა.
ადამიანის უფლებათა მრავალი ექსპერტი, მეცნიერი და გაეროს საგამოძიებო კომისია აცხადებს, რომ ისრაელის თავდასხმა ღაზაზე გენოციდს უტოლდება. ისრაელი კი საკუთარ ქმედებებს თავდაცვად მიიჩნევს, 2023 წლის ოქტომბერში ჰამასის თავდასხმის შემდეგ.
"შეძრწუნებულები ვართ ბერლინალეს ინსტიტუციური დუმილით", — წერია წერილში, რომელსაც ასევე მოაწერეს ხელი მსახიობებმა ადამ მაკქეიმ, ალია შავქათმა და ბრაიან კოქსმა, ასევე რეჟისორებმა მაიკ ლიმ და ლუკას დონტმა.
წერილში აღნიშნულია, რომ ორგანიზატორებმა არ დააკმაყოფილეს მოთხოვნები, გაეკეთებინათ განცხადება, რომელიც დაადასტურებდა პალესტინელების სიცოცხლის უფლებას და აღიარებდა არტისტების უფლებას, ამ საკითხზე თავისუფლად ისაუბრონ.
"ეს არის მინიმუმი, რაც მათ შეუძლიათ და უნდა გააკეთონ", — ნათქვამია წერილში.
მუშები ამონტაჟებენ დათვის ლოგოს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის (ბერლინალეს) წინ
ფოტო: REUTERS/Liesa Johannssen
ბერლინის კინოფესტივალი თავის კოლეგებთან (ვენეციისა და კანის ფესტივალებთან შედარებით) ყველაზე პოლიტიზებულად ითვლება და ამაყობს იმით, რომ ეკრანზე გამოაქვს სხვაგან ნაკლებად წარმოდგენილი თემები და ახალგაზრდა ტალანტები.
თუმცა, ის არაერთხელ გამხდარა პრო-პალესტინელი აქტივისტების კრიტიკის სამიზნე იმის გამო, რომ ღაზაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია, მაშინ როცა უკრაინის ომსა და ირანში არსებულ ვითარებაზე განცხადებები გააკეთა.
გასულ წელს 5 000-ზე მეტმა მსახიობმა და პროდიუსერმა, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავებმაც, ხელი მოაწერეს პირობას, არ ეთანამშრომლათ ისრაელის კინოინსტიტუციებთან, რომლებსაც ისინი პალესტინელების მიმართ ძალადობაში თანამონაწილედ მიიჩნევდნენ. მოგვიანებით სტუდია Paramount-მა ეს ინიციატივა დაგმო და განაცხადა, რომ მსგავს ძალისხმევას არ ეთანხმება.
სამშაბათს გამოქვეყნებულ წერილში ასევე გაკრიტიკებულია წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარის, გერმანელი რეჟისორის ვიმ ვენდერსის განცხადებები, რომლის თქმითაც კინოს შემქმნელები პოლიტიკისგან უნდა შორს იყვნენ. "ამ ორს ერთმანეთისგან ვერ გავმიჯნავთ", — წერია წერილში.
ვენდერსის კომენტარებმა ინდოელი მწერალი არუნდატი როი, რომელმაც 1997 წელს ბუკერის პრემია" მიიღო რომანისთვის წვრილმანების ღმერთი, აიძულა ფესტივალი დაეტოვებინა.
ასევე ნახეთ: ღაზაზე ჟიურის განცხადებების გამო არუნდატი როიმ ბერლინალე დატოვა
პასუხად, ფესტივალის დირექტორმა ტრიშია ტატლმა შაბათს გაავრცელა განცხადება, სადაც დაიცვა არტისტების გადაწყვეტილება, არ გაეკეთებინათ კომენტარი პოლიტიკურ საკითხებზე.
"ხალხი ბერლინალეზე სიტყვის თავისუფლებას ითხოვდა. ბერლინალეზე სიტყვის თავისუფლება არსებობს", — თქვა მან.
"მაგრამ სულ უფრო ხშირად, კინოს შემქმნელებს სთხოვენ პასუხი გასცენ ნებისმიერ შეკითხვას, რომელიც მათ უსვამენ", — დაწერა მან, — "და აკრიტიკებენ, თუ არ უპასუხებენ, ან თუ უპასუხებენ და მათი პასუხი 'არ მოგვწონს'".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები