MapMF: მზია ამაღლობელი მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ფონზე სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა
მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) კონსორციუმი 2025 წლის მედიის თავისუფლების მონიტორინგის ანგარიშს (MapMF) აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ 2025 წელს განაგრძო დამოუკიდებელი მედიის მკაცრი დევნა.
MapMF-ის მონაცემებით, დაფიქსირდა მედიის თავისუფლების დარღვევის 143 ფაქტი, რაც ჯამში 263 მედიასთან დაკავშირებულ პირსა და ორგანიზაციას შეეხო. მათი განმარტებით, საგანგაშოდ გაიზარდა სამართლებრივი თავდასხმების რაოდენობა. თუ წინა წელს 33 ასეთი შემთხვევა აღირიცხა, 2025 წელს მათმა რიცხვმა 60-ს მიაღწია (შემთხვევათა 42%). აღრიცხული ინციდენტების უმრავლესობა პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების (28.0%), ხელისუფლებისა და საჯარო მოხელეების (25.2%) და სასამართლო ხელისუფლების (18.9%) მიერ იყო ჩადენილი.
ანგარიშში წერია, რომ აგვისტოს დასაწყისში, 200-დღიანი უსამართლო წინასწარი პატიმრობისა და პოლიტიზებული სასამართლო პროცესის შემდეგ, საქართველოს ორი წამყვანი დამოუკიდებელი გამოცემის, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ხაზგასმულია ისიც, რომ ამაღლობელის მედიაორგანიზაციები მისი დაკავების დღიდან ცილისმწამებლური კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ეკონომიკური შურისძიების მსხვერპლნი გახდნენ და მზია ამაღლობელი მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ფონზე სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა.
"დაკავების დღიდან ამაღლობელი და მისი მედიაორგანიზაციები ცილისმწამებლური კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ეკონომიკური შურისძიების მსხვერპლნი გახდნენ. მზია ამაღლობელი მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ფონზე სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა", — წერია ანგარიშში.
MapMF წერს, რომ მნიშვნელოვან პრობლემად დარჩა თვითნებური დაკავებებიც და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების დაპატიმრებისა თუ საზღვარზე შეფერხების 18 შემთხვევა დააფიქსირა. მათივე განმარტებით,
"მნიშვნელოვან პრობლემად დარჩა თვითნებური დაკავებებიც. MapMF-მა დააფიქსირა ჟურნალისტების დაპატიმრებისა თუ საზღვარზე შეფერხების 18 შემთხვევა. დაკავებულთა შორის იყო მზია ამაღლობელის კოლეგა, "ბათუმელების" ოპერატორი გურამ მურვანიძე, რომელიც ამაღლობელის დაპატიმრებიდან რამდენიმე დღეში, საპროტესტო აქციების გაშუქებისას ადმინისტრაციული წესით აიყვანეს. მას ბრალად "წვრილმანი ხულიგნობა" და "პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა" ედება. შემოდგომაზე, გზის სავარაუდო გადაკეტვის საბაბით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს "მედიაჩეკერის" ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და "პუბლიკას" ჟურნალისტი მამუკა მგალობლიშვილი.
საქართველო კვლავ უარს ეუბნებოდა ქვეყანაში შემოსვლაზე არაერთ უცხოელ ჟურნალისტს, მათ შორის იყვნენ: უილ ნილი (დიდი ბრიტანეთი), ჟერომ შობო და კლემან ჟირარდო (საფრანგეთი), ჯაკომო ფერარა (იტალია) და გრეგორ ზომერი (შვეიცარია)", — წერია ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია ოცნების მიერ მიღებულ შემზღუდავ კანონებზეც, რომელთა საფუძველზე სამიზნე დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები გახდნენ.
"ეროვნული და საერთაშორისო პროტესტის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ 2025 წელს რამდენიმე რეპრესიული კანონი მიიღო. აპრილში პარლამენტმა დაამტკიცა "აგენტების რეგისტრაციის აქტი", რომელიც 25 000 ლარამდე (8,250 ევრო) ჯარიმასა და 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ივნისში მიღებული ცვლილებებით "გრანტების შესახებ" კანონში, უცხოელ დონორებს გრანტის გაცემამდე აღმასრულებელი ხელისუფლებისგან წინასწარი ნებართვის მიღება დაევალათ.
ასევე, ივნისში ამოქმედდა ცვლილებები "მაუწყებლობის შესახებ" კანონში, რომელმაც კომუნიკაციების კომისიას (GNCC) ფაქტობრივი სიზუსტისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის რეგულირების უფლება მისცა — სფეროები, რომლებიც მანამდე თვითრეგულირების მექანიზმით იმართებოდა. ამან GNCC-ს საშუალება მისცა, მაუწყებლები წლიური შემოსავლის 3%-ით დააჯარიმოს ან ლიცენზია გაუუქმოს. გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში და "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა ჟურნალისტების მუშაობა სასამართლო დარბაზებში.
ამ კანონების საფუძველზე თავდასხმის სამიზნე გახდნენ დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები: "პროექტი 64" (რომელიც მართავს "მთის ამბებს"), "ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრი" (iFact) და სხვები. ანტიკორუფციულმა ბიურომ ახალი კანონმდებლობის საფუძველზე მათგან დონორებისა და გრანტების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება მოითხოვა. GNCC-მ წერილობითი გაფრთხილებები მისცა ტელეკომპანია "ფორმულას", "რადიო მარნეულს", "რადიო-ტვ ნორის" და "რადიო პოზიტივს", — წერია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე წერია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობა კვლავ ფართოდ გავრცელებული იყო. ფიზიკურად თავს დაესხნენ 33 ჟურნალისტს, მათგან 21-ს — პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების მხრიდან (ძირითადად აქციების დროს). 36 ჟურნალისტს თვითნებური ჯარიმები დაეკისრა, "უმეტესად გზის ვითომდა გადაკეტვის გამო", მაშინ როცა ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და მათი, როგორც ჟურნალისტების იდენტიფიცირება, მარტივი იყო.
MapMF ხაზს უსვამს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ პრობლემებსაც და წერს, რომ ის მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება და ცენზურას აძლიერებს. ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ არხის მენეჯმენტმა სამსახურიდან დაითხოვა ცნობილი ჟურნალისტები: ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი, მას შემდეგ, რაც მათ პოლიტიკურ ჩარევებზე საჯაროდ ისაუბრეს .
"საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (GPB), რომელიც მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება, გააძლიერა ცენზურა. არხის მენეჯმენტმა სამსახურიდან დაითხოვა ცნობილი ჟურნალისტები: ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი მას შემდეგ, რაც მათ საჯაროდ ისაუბრეს პოლიტიკურ ჩარევებზე. მოგვიანებით ნინო ზაუტაშვილის გადაცემა გაუქმდა. საერთო ჯამში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებების გამო სამსახური 21-მა თანამშრომელმა დაკარგა",— აღნიშნულია ანგარიშში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები