მწვერვალზე შეყვარებულის მიტოვების გამო ალპინისტი დამნაშავედ ცნეს
ფოტო: Kerstin Joensson/AFP/Getty Images
ავსტრიის სასამართლომ 37 წლის მოყვარული ალპინისტი დამნაშავედ ცნო გაუფრთხილებლობით მკვლელობაში, მას შემდეგ, რაც მან გასულ წელს თავისი შეყვარებული ავსტრიის მწვერვალზე დატოვა და დახმარების მოსაყვანად წავიდა, როცა პარტნიორი გზას ვეღარ აგრძელებდა. ქალი ჰიპოთერმიის შედეგად გარდაიცვალა.
ეს საქმე უჩვეულოა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ალპინიზმში უბედური შემთხვევები ხშირია, ასეთი შემთხვევების გამო სისხლის სამართლის დევნა იშვიათად ხდება.
ინსბრუკის სასამართლომ კაცს, თომას პ.-ს, 2025 წლის იანვარში გაუფრთხილებლობით ქალის სიკვდილის გამოწვევისთვის, დღეს მიუსაჯა ხუთთვიანი პირობითი პატიმრობა და 9,400 ევროს ჯარიმა. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი სამ წლამდე პატიმრობაა.
სასამართლო პროცესმა მაღალმთიან გარემოში სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებზე გააჩინა კითხვები, ამ თავისთავად საშიშ სივრცეში, ალპინისტები, როგორც წესი, საკუთარი რისკით მოქმედებენ.
სასამართლოს ინფორმაციით, რთული დღის შემდეგ, როცა წყვილი დაგეგმილ გრაფიკს მნიშვნელოვნად ჩამორჩა, 33 წლის ქალი უკიდურესად დაღლილი იყო და მწვერვალისკენ გზას ვეღარ აგრძელებდა. ეს მოხდა ღამით, ძლიერ ყინვაში, გროსგლოკნერის მწვერვალამდე დაახლოებით 50 მეტრში.
სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალი ძლიერი ქარის პირობებში დაუცველად დატოვა, არ შემოახვია მას გადაუდებელი თბილი პლედი და არ გამოიყენა ბივაკის ჩანთა (წყალგაუმტარი, ერთადგილიანი საგანგებო საფარი), მიუხედავად იმისა, რომ ეს აღჭურვილობა ქალს ზურგჩანთაში ჰქონდა.
სასამართლოში მან ვერ ახსნა, რატომ მოიქცა ასე და თქვა, რომ სიტუაცია ძალიან სტრესული იყო.
ვებკამერის ჩანაწერზე ჩანს, როგორ ჩამოდის მწვერვალიდან შეყვარებული კაცი ფანრით ხელში, ქარიშხლიან ამინდში, 2025 წლის 19 იანვრის გამთენიისას
ფოტო: www.foto-webcam.eu
სამთო პოლიციასთან მოკლე სატელეფონო ზარის შემდეგ სამაშველო ოპერაცია არ დაწყებულა, რადგან პოლიციის თქმით, მას მკაფიოდ არ უთქვამს, რომ დახმარება სჭირდებოდათ. მოგვიანებით კი პოლიციის დამაზუსტებელ ზარებსაც და მესიჯებსაც არ უპასუხა, რომლებშიც ეკითხებოდნენ, სჭირდებოდათ თუ არა დახმარება. ბრალდებულმა განმარტა, რომ ტელეფონი, ელემენტის დაზოგვის მიზნით, ფრენის რეჟიმზე ჰქონდა.
პროკურორებმა მოწმედ მოიწვიეს მისი ყოფილი პარტნიორი, რომელმაც სასამართლოს მოუყვა, რომ რამდენიმე წლის წინ იმავე მწვერვალზე ისიც არის ნამყოფი ბრალდებულთან ერთად, სადაც გზაში იკამათეს, რის შემდეგაც პარტნიორმა ისიც დატოვა ღამით მარტო.
3,798 მეტრის სიმაღლის გროსგლოკნერზე ყოველწლიურად 7,000-ზე მეტი ადამიანი ადის. მარშრუტზე დაახლოებით 200 ალპინისტის სიკვდილია დაფიქსირებული, თუმცა არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია ისეთი დიდი ყურადღება, როგორიც კერსტინ გ.-ის გარდაცვალებას.
საქმის მოსამართლემ, ნორბერტ ჰოფერმა, რომელიც თავად გამოცდილი ალპინისტია, განაცხადა, რომ ბრალდებულს უნდა გაეაზრებინა, რომ მისი შეყვარებული ვერ შეძლებდა ასვლის დასრულებას იქამდე, ვიდრე სიტუაცია კრიტიკული გახდებოდა.
"მე თქვენ მკვლელად არ აღგიქვამთ. მე თქვენ გულქვად არ მიმაჩნიხართ", — უთხრა მოსამართლემ თომას პ.-ს განაჩენის გამოცხადებისას და აღნიშნა, რომ ის მართლაც დახმარების მოსაყვანად წავიდა.
თუმცა მან დაამატა, რომ ბრალდებული "გალაქტიკური საზომით" უკეთესი ალპინისტია, ვიდრე მისი მისი შეყვარებული და ქალმა მას საკუთარი უსაფრთხოება ანდო.
"მინდა ვთქვა, რომ ძალიან, ძალიან ვწუხვარ", — განაცხადა ბრალდებულმა, რომელიც პროცესის განმავლობაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები