იხილეთ: Peaky Blinders-ის ფილმის ტრეილერი გამოვიდა
ფოტო: Netflix
Netflix-მა საკულტო სერიალის გაგრძელების, Peaky Blinders: The Immortal Man-ის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოუშვა. ფილმის მთავარი პერსონაჟის, ტომი შელბის, როლს კვლავ ოსკაროსანი მსახიობი — კილიან მერფი შეასრულებს.
როგორც ტრეილერიდან ირკვევა, პროექტში ბარი კეოგანსაც ვიხილავთ. ბარი ფილმში ტომის უკანონო შვილის, დიუკ შელბის როლს ითამაშებს, რომელიც ამჟამად Peaky Blinders-ის ჯგუფს უდგას სათავეში.
ფოტო: Netflix
ფილმში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს, ქაოსით მოცულ ინგლისში ვითარდება. ტრეილერში ვხედავთ, რომ Peaky Blinders კვლავ შიშის ზარს სცემს მთელ ქვეყანას.
"შენი ბოშა შვილი Peaky Blinders-ს ისე მართავს, თითქოს ისევ 1919 წელი იყოს," — ეუბნება ადა შელბი (სოფი რანდლი) ტომის, რომელიც იძულებულია, დაუბრუნდეს ძველ, ძალადობრივ ცხოვრებას. მას უწევს, რომ ყველას შეახსენოს, თუ ვინ არის სინამდვილეში და ქალაქის გადასარჩენად საკუთარ შვილს დაუპირისპირდეს.
ფოტო: Netflix
სამსახიობო გუნდს ტიმ როთი უერთდება, რომელიც დიუკს ომში გერმანიის მხარდაჭერას სთავაზობს. მერფისა და რანდლის გარდა, ფილმში სტივენ გრემი და ნედ დენეჰიც ბრუნდებიან. პროექტის ახალ სახეებს შორის კი რებეკა ფერგიუსონი და ჯეი ლიკურგო არიან.
ფილმის რეჟისორ ტომ ჰარპერს 2013 წელს დაწყებული სერიალის რამდენიმე ეპიზოდზეც აქვს ნამუშევარი. Peaky Blinders-ის ისტორია 6 სეზონის განმავლობაში გაგრძელდა და 2022 წელს დროებით დასრულდა, თუმცა მას ახალი ფილმი გააცოცხლებს. ასევე დამტკიცდა სერიალის ახალი, 2-სეზონიანი გაგრძელებაც, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც თავად კილიან მერფი იქნება. ამ სერიალის სიუჟეტი ქრონოლოგიურად The Immortal Man-ის შემდეგ მიმდინარეობს.
Peaky Blinders: The Immortal Man-ის პრემიერა 20 მარტს, Netflix-ზე შედგება. მანამდე კი, იხილეთ ტრეილერი:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები