სილქ როუდ ჯგუფს დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო საქართველოში შემოჰყავს
ფოტო: სილქ როუდ ჯგუფი
კომპანია David Chipperfield Architects ბობოყვათის კურორტის გენერალურ გეგმაზე იმუშავებს. ეს იქნება ახალი, გამორჩეული საკურორტო ზონა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმსა და ქობულეთს შორის მდებარე 15.4 ჰექტარი ფართობის ბობოყვათი-ბობო ბიჩის ტერიტორია გარდაიქმნება სიცოცხლით სავსე, მრავალფუნქციურ ზღვისპირა სივრცედ.
შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა 2026 წლის 11 თებერვალს. გენერალური გეგმა ითვალისწინებს უნიკალური საკურორტო გარემოს შექმნას, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ შენობებს, სპა და ველნეს ცენტრს, სანაპირო საზღვაო ინფრასტრუქტურას, გასართობსა და საზოგადოებრივ სივრცეებს, ბავშვებისთვის განკუთვნილ რეკრეაციულ ზონებსა და მრავალფეროვან დასასვენებელ ინფრასტრუქტურას. საცხოვრებელ და სასტუმრო კომპონენტებთან ერთად, პროექტი მოიცავს ნავმისადგომისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის განვითარებას იახტინგისა და წყალის აქტივობების უზრუნველსაყოფად. პროექტის მიზანია, შეიქმნას მიმდებარე ლანდშაფტთან ჰარმონიულად ინტეგრირებული გამორჩეული საკურორტო სივრცე, რომელიც ასახავს რეგიონის ბუნებრივ სილამაზესა და ბიომრავალფეროვნებას.
პროექტი განხორციელდება სამ ეტაპად. პირველი ეტაპის დასრულება დაგეგმილია 2029 წელს.
"ძალიან გვიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, დავიწყოთ ჩვენი პირველი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. ახალ კულტურულ კონტექსტში მუშაობას მოაქვს ახალი შთაგონება, ახალი იდეები და ასევე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. მოუთმენლად ველით სილქ როუდ ჯგუფთან და მის ხელმძღვანელთან, გიორგი რამიშვილთან, მჭიდრო თანამშრომლობით ღრმად გააზრებული და ხანგრძლივი ღირებულების მქონე არქიტექტურული პროდუქტის შექმნას.“
— დევიდ ჩიპერფილდი, David Chipperfield Architects-ის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი
"მოხარული ვარ, რომ საქართველოში შემოგვყავს შეუდარებელი არქიტექტორის დევიდ ჩიპერფილდის ბიურო, რათა ჩვენი ქვეყნის სანაპირო ზოლი გარდაიქმნას შესანიშნავ საკურორტო ზონად, რაც მის სილამაზესა და ბუნებრივ მრავალფეროვნებას ნამდვილად შეეფერება. მქონდა პატივი, პირადად შევხვედროდი სერ დევიდ ჩიპერფილდს და გვესაუბრა მისი ჩართულობის შესახებ ბობოყვათი-ბობო ბიჩის პროექტში. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტი ძალიან წარმატებული იქნება და მოუთმენლად ველით თანამშრომლობის დაწყებას ბობოყვათში და, ვიმედოვნებთ, ურთიერთობის გაგრძელებას ჩვენს სხვა პროექტებზე მუშაობის დროსაც. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი რანგის არქიტექტორები საქართველოში პროექტებს შექმნიან.“
— გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი
1985 წელს დაარსებული David Chipperfield Architects საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული არქიტექტურული ბიუროა, რომელიც ცნობილია ხანგრძლივი ღირებულების და უმაღლესი ხარისხის არქიტექტურით კულტურული, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი პროექტების სფეროში. სტუდიას ხელმძღვანელობს 2023 წლის პრიცკერის პრემიის ლაურეატი სერ დევიდ ჩიპერფილდი. კომპანია გლობალურად წარმოდგენილია ლონდონის, ბერლინის, მილანის, შანხაისა და სანტიაგო-დე-კომპოსტელას ოფისებით. მათ მნიშვნელოვან ნამუშევრებს შორისაა Neues Museum ბერლინში, Amorepacific-ის სათავო ოფისი სეულში და The Bryant ნიუ-იორკში. ბიუროს მიღებული აქვს 100-ზე მეტი ჯილდო დიზაინის უმაღლესი ხარისხისთვის.
სილქ როუდ ჯგუფი, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კონგლომერატი, ცნობილია იმით, რომ თავის პროექტებზე მუშაობისთვის იწვევს მსოფლიოში აღიარებულ უმაღლესი რანგის არქიტექტორებს და დიზაინერებს. სილქ როუდ ჯგუფის უძრავი ქონების განვითარების ყველა პროექტის განხორციელებას აწარმოებს კომპანია სილქ დეველოპმენტი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები