თამთა მიქელაძე: სსკ-ში დაგეგმილი ცვლილებებით სამართალი იძენს ძალაუფლების კონსოლიდაციის მექანიზმის ნიშნებს
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე წერს, რომ სსკ-ში დაგეგმილი ცვლილებები "მიუთითებს არა მხოლოდ მათ არსებით შეუსაბამობაზე კონსტიტუციურ პრინციპებსა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ სტანდარტებთან, არამედ სამართლის სისტემის ფუნქციურ ტრანსფორმაციაზე".
"სამართალი თანდათან კარგავს უფლებებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სახელმწიფოს ინსტრუმენტის თვისებას და იძენს ძალაუფლების კონსოლიდაციის მექანიზმის ნიშნებს. ასეთი ტრანსფორმაცია საფრთხეს უქმნის სამართლის ნეიტრალობას, მის განჭვრეტადობასა და დემოკრატიული წესრიგის სტრუქტურულ საფუძვლებს.
ნიუანსურად შევაფასეთ სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები "ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ" კრიმინალიზებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივის დამამძიმებელ გარემოებად განხილვის ინიციატივა. მათ შორის, პარალელები გავავლეთ რუსეთის, ბელორუსის და თურქეთის საკანონმდებლო მოწესრიგებასთან და რეალობასთან.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები თავისი შინაარსითა და ფორმულირებით სცდება დემოკრატიული წესრიგის დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს და ქმნის პოლიტიკური სივრცის კონტროლისა და პოლიტიკური გამოხატვის კრიმინალიზების უკიდურესად მაღალ რისკებს. ბუნდოვანი და შეფასებითი კატეგორიები ცალსახად ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივი განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებს და ზრდის ნორმის თვითნებური და ბოროტი გამოყენების რისკებს.
რუსეთის, ბელარუსისა და თურქეთის გამოცდილებების ზემოთ წარმოდგენილი ანალიზი ცხადყოფს, რომ სწორედ ამგვარი სამართლებრივი ტრანსფორმაციებით იწყება პოლიტიკური სივრცის სისტემური დახურვა და ეტაპობრივად ბუნდოვანი "ანტი-ექსტრემისტული" ან "ანტი-ტერორისტული" ნორმები გამოიყენება არა ძალადობრივი საფრთხეების, არამედ პოლიტიკური ოპონენტების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტების, გაჩუმებისა და კრიმინალიზებისთვის. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, რისკი, რომ საქართველოში ინიცირებული ეს ცვლილებებიც ანალოგიური განვითარების საფრთხეს შექმნის, ძალიან მაღალია.
მნიშვნელოვანია იმის თქმაც, რომ ამგვარი ცვლილებები ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ცალკეულ უფლებებზე, არამედ მთლიანად სამართლის სისტემის ბუნებაზეც, რომელშიც სისხლის სამართალი გამოიყენება არა საჯარო წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის საშუალებად, არამედ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად. ასეთ ვითარებაში ირღვევა ძალაუფლების განაწილების პრინციპიც, რადგან ფართო და ბუნდოვანი ნორმები უკიდურესად ზრდის პროკურატურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრეციას და სასამართლოს პოლიტიკური კონფლიქტის სისხლისსამართლებრივ ჩარჩოში გამკლავება უწევს. ამასთან, თუ კანონის გამოყენება სასამართლოსთვის დამოკიდებულია პოლიტიკური კონტექსტის შეფასებაზე და არა მკაფიო სამართლებრივ კრიტერიუმებზე, სამართალი ვეღარ ასრულებს სტაბილურობისა და წინასწარგანჭვრეტადობის ფუნქციას. იგი იქცევა სელექციური გამოყენების ინსტრუმენტად, რაც საბოლოოდ არღვევს თავად კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს.
სამართლის სისტემის გამოშიგვნის ეს პროცესი დამახასიათებელია ახალი ავტოკრატიებისთვის, სადაც დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუტები ფორმალურად შენარჩუნებულია — პარლამენტი კანონებს იღებს, სასამართლო ფუნქციონირებს, არჩევნები ტარდება, თუმცა სამართლებრივი ინსტრუმენტები სისტემურად გამოიყენება პოლიტიკური კონკურენციის შესაზღუდად და საჯარო სივრცის კონტროლისთვის. ასეთ რეჟიმებში რეპრესია ხშირად აღარ არის მასობრივი და აშკარა. თუმცა ის ავტორიტარული სამართლებრივი მექანიზმების დანერგვით, ეტაპობრივად ავიწროებს პოლიტიკურ სივრცეს, კონკურენციას და ქმნის თვითცენზურისა და შიშის გარემოს.
ამდენად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები მიუთითებს არა მხოლოდ მათ არსებით შეუსაბამობაზე კონსტიტუციურ პრინციპებსა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ სტანდარტებთან, არამედ სამართლის სისტემის ფუნქციურ ტრანსფორმაციაზე. ამ პროცესში სამართალი თანდათან კარგავს უფლებებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სახელმწიფოს ინსტრუმენტის თვისებას და იძენს ძალაუფლების კონსოლიდაციის მექანიზმის ნიშნებს. ასეთი ტრანსფორმაცია საფრთხეს უქმნის სამართლის ნეიტრალობას, მის განჭვრეტადობასა და დემოკრატიული წესრიგის სტრუქტურულ საფუძვლებს", — წერს თამთა მიქელაძე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები