ჯეიმს კამერონის წერილი სენატორს: Netflix–Warner Bros. გარიგება დამანგრეველი იქნება
ფოტო: Alex de Brabant
რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა სენატის ანტიმონოპოლიური ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ მაიკ ლის, წერილი გაუგზავნა, სადაც ამტკიცებს, რომ თუ Netflix წარმატებით შეიძენს Warner Bros.-ის სტუდიასა და სტრიმინგ ბიზნესებს, ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების მასშტაბურ დაკარგვას, შეცვლის კინოთეატრალურ გარემოს და დააზიანებს ფილმების ექსპორტს.
"მჯერა, რომ Warner Brothers Discovery-ის Netflix-ზე შესაძლო გაყიდვა დამანგრეველი იქნება კინოთეატრალური ფილმების ბიზნესისთვის, რომელსაც ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მივუძღვენი", — წერს კამერონი — "რა თქმა უნდა, ჩემი ფილმები შემდეგ ეტაპზე ვიდეო ბაზრებშიც ვრცელდება, მაგრამ ჩემი პირველი სიყვარული კინოა".
ფოტო: JOEL SAGET/AFP/Getty Image
კამერონის პროგნოზით, თუ მისი მსგავსი დიდი ბიუჯეტის ფილმების რაოდენობა შემცირდება, "კინოთეატრები დაიხურება. ნაკლებ ფილმს გადაიღებენ. სამუშაო ადგილების დაკარგვა კი ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს".
"Netflix-ის ბიზნესმოდელი პირდაპირ ეწინააღმდეგება კინოთეატრისთვის ფილმების წარმოებისა და ჩვენების სისტემას, რომელიც ასობით ათას ამერიკელს ასაქმებს", — წერს ის — "შესაბამისად, ეს მოდელი ასევე ეწინააღმდეგება Warner Brothers-ის კინოს განყოფილების ბიზნესმოდელს, ერთ-ერთს იმ მცირერიცხოვან დიდ სტუდიათაგან, რომლებიც ჯერ კიდევ შემოგვრჩა".
სენატორმა ლიმ საპასუხოდ განაცხადა: "ჩვენ მივიღეთ წერილები და მიმართვები მსახიობებისგან, რეჟისორებისგან და სხვა დაინტერესებული პირებისგან Netflix-ისა და Warner Brothers-ის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით და მე ვიზიარებ მათ ბევრ შეშფოთებას. ვგეგმავ დამატებითი მოსმენის გამართვას, რათა ეს საკითხები უფრო დეტალურად განვიხილოთ".
კამერონი ასევე აღნიშნავს, რომ Netflix–Warners-ის გაერთიანება ჰოლივუდური ფილმების ექსპორტსაც დააზარალებს: "აშშ შესაძლოა აღარ იყოს ლიდერი ავტომობილებისა თუ ფოლადის წარმოებაში, მაგრამ ის კვლავ მსოფლიოს ლიდერია კინოში. ეს შეიძლება უარესობისკენ შეიცვალოს".
მსგავსი შინაარსის წერილი აქამდეც გაუგზავნიათ კონგრესისთვის, დეკემბერში კინოპროდიუსერთა ჯგუფმა "სერიოზულ შეშფოთება" გამოთქვა ამ გარიგების გამო. წერილის ავტორებმა "შურისძიების შიშით", ანონიმურობა შეინარჩუნეს.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ Warner Bros.-ის ფილმები კინოთეატრებიდან გაქრება?ნეტფლიქსის განცხადებით — არა. კომპანია გეგმავს Warner Bros.-ის მიმდინარე ოპერაციების შენარჩუნებას, მათ შორის — კინოთეატრებში ფილმების გამოშვების გაგრძელებას. ეს წელიწადში დაახლოებით 15 ფილმის პრემიერას გულისხმობს. თუმცა ინდუსტრიაში ეჭვები კვლავ არსებობს.
ასევე ნახეთ: ნეტფლიქსი Warner Bros. Discovery-ს ყიდულობს — რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები